ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2016


აჰა დასრულდა ყველაფერი


აჰა დასრულდა ყველაფერი ანუ დაიწყო,
ხალხი ირევა ერთმანეთში როგორც ამინდი,
ახლა ხელებზე შუბლი მიდევს ,ვერვინ გამიგო
და სამწუხაროდ ვერ დაგებულ გზისკენ წავედი.
ვწევარ საწოლზე დამტრიალებს თავზე ფიქრები,
ფიქრი იმათზე ვინც ცოტათი ჩემზე შეწუხდა,
მერე ვხვდები,რომ მათი სიტყვა ანდაც ნუგეში
მოჰგავს თამადას,სუფრის დასვრით რომ შეგვიწუხდა.
მე ვარ უსულო და ჩემს ირგვლივ დადის ოთახი,
დადის საგნები,წიგნები და სწორედ ამიტომ
ვზივარ ღრუბელზე გადამფრენი ფრინველისავით
რომლის მიზანი,გადარჩენა მართლა არ იყო
რადგან წასვლისას შემობრუნდა ბუდეს დახედა,
დახედა შემდეგ დააფარა ფრთები პატარებს,
ხოდა სიკვდილი ამჯობინა ისეთ ცხოვრებას,
სადაც სიცივე გაყინავდა მარტო მის ბარტყებს.
აჰა დასრულდა ყველაფერი ანუ დაიწყო,
ხალხი ირევა ერთმანეთში როგორც ამინდი,
ახლა ხელებზე შუბლი მიდევს ,ვერვინ გამიგო
და სამწუხაროდ ვერ დაგებულ გზისკენ წავედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები