ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭანტურია ედისონი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2016


რეალობა + განცდა

ისევ ქალაქია ისევ ქვაფენილი,
ისევ ამ ქალაქზე წერენ პოეტები,
ასიათასია დღეში გაცვეთილი,
ფეხქვეშ გაფენილი ძვირი მონეტების.

არის ილუზია,ფიქრში კარგად ყოფნის,
ამ უბედურებას იტევს მოზაიკა,
დგანან გაუნძრევლად არისტოტელები,
მათი შეშურდება ყველა პროზაიკოსს.

თოვლის მონაცრისფრო მოდის ფანტელები,
ილუზიით არის ნარინჯ-ვარდისფერი,
ძველის განახლებას ცდილობს საუკუნე,
მხოლოდ სისხლი გვრჩება ისევ ალისფერი.

თვალით დაყრუებულ ქუჩებს მივაბიჯებთ,
ვხედავთ ყველაფერს და გვინდა დავიჯეროთ,
ქრისტეს შობიდან რომ დღემდე მოვაღწიეთ,
ვმადლობთ უცხო ქვეყნებს, რატომ?დავიჯერო...

გვიწევს "უიღბლობა" სამი საათია,
ვირგებთ ახალ ნიღბებს,ვითომ მგლოვიარე,
ჩვენ რომ გულგრილობა გვაპატია,
"ისევ სიშორეზე ტირის როიალი"

მეწვის თითები ან მისი ბოლოები,
ღმერთზე უმაღლესზე ჩვენ ვინ გვეკითხება?
ვამბობ უკითხავად,აზრებს მკრეხელურებს,
მერე ვიღაც მოდის ისიც მეკითხება...

ღმერთო ერთადერთი შენ ხარ გადარჩენა,
მალე, მალე მოდი. შენთან წამიყვანე.
სანამ ჩემი ცოდვით გული გამისკდება.
მაინც ნიღაბს ვირგებ თითქოს, მგლოვიარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები