ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2016


(ცივი ზამთრის დღეებში)

ცივი ზამთრის
დღეებშიც კი,
როცა
მზე ყველაზე მეტად
არის დაშორებული
მიწას,
მაინც შეუძლია
თავი დააღწიოს ღრუბელს
და
მცირედი სითბო გვაგრძნობინოს
გათოშილ სახეზე...
და რას ბადებს ზამთარში სხივი?
-იმედს,
რომ ძალიან მალე დათბება...
თუმცა ხანდახან მზესაც სჩვევია დავიწყება,
მაგრამ გაცილებით იშვიათად,
ვიდრე ჩვენ...
ჩვენს ერთად გავლილ ტკივილებსა
და
სიხარულს
ვივიწყებთ ისე,
როგორც გამოცვლილ
ტელეფონის ნომრებს
და
ვრჩებით სამუდამოდ
„გასულები, ან გამორთულები“...
რომელ ხელის გაწვდენაზეა საუბარი,
როცა ერთმანეთისთვის
ერთი,
მცირედი,
იოტი სითბოს გაღებაც კი
ძალიან გვეძნელება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები