 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 25 იანვარი, 2016 |
შუაღამეა, სამს უკლია წუთი ათიოდ, სრული სიჩუმე, მანქანა თუ გადაჭრის ღამეს. მთვარე კიდია, პროფილი აქვს მეტად მკაფიო, სულ არ ადარდებს ის, რომ მალე ყვითელ სულს დალევს.
ვითომ ბევრია,მთვარევ,შენზე ნათქვამი უკვე და მოსაწყენი გახდა ჩვენთვის დაბლიდან ცქერა? არა მგონია, ნახევარზე მეტს მალავ უკან საიდუმლოს და კიდევ ბევრჯერ გაგვანდობ მჯერა.
ღამეა, სიზმრად ერთი პირი ვიბოდიალე და მახსოვს სიკვდილს დავუდექი თითქოს დარაჯად, ან რა მოყვება, ან რა დაწერს იმ ფორიაქებს, სამყარომ ჩემს წინ გაიხადა ლურჯი ფარაჯა.
ვწევარ, გონება სწრაფად დაჰრის, დრო მძიმედ გადის... მხოლოდ ის ისმის, მანქანა თუ ღამეს გადაჭრის და ბოლოს ფიქრით, ისევ შენთან, -შენი მკლავს დარდი- სიკვდილზე მეტად შემეშინდა შენი დაკარგვის.
ვუყურებ მთვარეს, სასიკვდილო პირი არ უჩანს, არადა ღამეს დღის ლაქები უკვე გაუჩნდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მადლობა...ჩემო კარგო სოლე... მადლობა...ჩემო კარგო სოლე...
20. ნანა,ჩამოვყევი ეხლა შენს ნაწერებს,რამდენი გამომრჩენია!ეს ლექსი თავიდან ბოლომდე ულამაზესია! ნანა,ჩამოვყევი ეხლა შენს ნაწერებს,რამდენი გამომრჩენია!ეს ლექსი თავიდან ბოლომდე ულამაზესია!
19. ვუერთდები ++ ვუერთდები ++
18. მშვენიერია,! შენ საქართველოს პოეტობა დაგშვენდებოდა! მშვენიერია,! შენ საქართველოს პოეტობა დაგშვენდებოდა!
17. მადლობა კიდევ ერთხელ ყველა დამკომენტარებელს...:-*
მერაბ...:-*მოგიკითხე და შენთან ერთად ჩვენი ბათუმლებიც...:-* მადლობა კიდევ ერთხელ ყველა დამკომენტარებელს...:-*
მერაბ...:-*მოგიკითხე და შენთან ერთად ჩვენი ბათუმლებიც...:-*
16. ჩემი მოკითხვა :* ჩემი მოკითხვა :*
15. როგორ მიყვარს ღამის სამი:)
მეორეს მესამე. მეოთხეს მეოთხე და ისედაც!
5.
როგორ მიყვარს ღამის სამი:)
მეორეს მესამე. მეოთხეს მეოთხე და ისედაც!
5.
14. ვუყურებ მთვარეს, სასიკვდილო პირი არ უჩანს, არადა ღამეს დღის ლაქები უკვე გაუჩნდა.
ასეთი მთვარის ყუება სიამოვნებაა. შესანიშნავი ლექსია და ცოდოა ჩემი უბადრუკი 2 დაწერა აქ. ვუყურებ მთვარეს, სასიკვდილო პირი არ უჩანს, არადა ღამეს დღის ლაქები უკვე გაუჩნდა.
ასეთი მთვარის ყუება სიამოვნებაა. შესანიშნავი ლექსია და ცოდოა ჩემი უბადრუკი 2 დაწერა აქ.
13. მეათე კომენტარს ვეთანხმები სრულიად. მეათე კომენტარს ვეთანხმები სრულიად.
12. ვიფიქრებ მაგ სიტყვაზეც..."დაჰქრის"...- არც მე მომწონს...:) ვიფიქრებ მაგ სიტყვაზეც..."დაჰქრის"...- არც მე მომწონს...:)
11. მადლობა ყველას დროისთვის, შეფასებისთვის და შენიშვნებისთვის...:-* ბატონო ნოდარ...:-* ძველი ლექსებია ესენი...ვდებ რომ ცოტა გავაშალაშინო,მერე იქნებ კრებულზეც ვიფიქრო...:) ერთად მაინც იქნება აკინძული...არ მინდა რომ დაიკარგოს ამიტომ ძალიან წამადგება თქვენი კომენტარები, შენიშვნები...კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა...:-* მადლობა ყველას დროისთვის, შეფასებისთვის და შენიშვნებისთვის...:-* ბატონო ნოდარ...:-* ძველი ლექსებია ესენი...ვდებ რომ ცოტა გავაშალაშინო,მერე იქნებ კრებულზეც ვიფიქრო...:) ერთად მაინც იქნება აკინძული...არ მინდა რომ დაიკარგოს ამიტომ ძალიან წამადგება თქვენი კომენტარები, შენიშვნები...კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა...:-*
10. გონება სწრაფად დაჰრის >> ვერ გავიგე. დაჰქრის? გონება არა, ფიქრი დაჰქრის.
"და ბოლოს ფიქრით, ისევ შენთან -შენი მკლავს დარდი" >> ეს ფრაზა გასამართია. ფიქრით, ისევ შენთან (რა: მოვდივარ? უკვე მოვედი? თუ ფიქრით გხედავ?) -" შენი მკლავს დარდი" ვერ ლაგდება.
ბოლო ორი სტრიქონი სონეტისებურია და კარგია, ყველა სტროფს ჯობია და ცალკე ლექსია. მგონია, რომ სწორედ ეს ბოლო ორი სტრიქონი გაჩნდა ჯერ, და მერე "აშენდა" ლექსი.
გონება სწრაფად დაჰრის >> ვერ გავიგე. დაჰქრის? გონება არა, ფიქრი დაჰქრის.
"და ბოლოს ფიქრით, ისევ შენთან -შენი მკლავს დარდი" >> ეს ფრაზა გასამართია. ფიქრით, ისევ შენთან (რა: მოვდივარ? უკვე მოვედი? თუ ფიქრით გხედავ?) -" შენი მკლავს დარდი" ვერ ლაგდება.
ბოლო ორი სტრიქონი სონეტისებურია და კარგია, ყველა სტროფს ჯობია და ცალკე ლექსია. მგონია, რომ სწორედ ეს ბოლო ორი სტრიქონი გაჩნდა ჯერ, და მერე "აშენდა" ლექსი.
9. მეორე კომენტარს ვეთანხმები. წარმატებები მეორე კომენტარს ვეთანხმები. წარმატებები
8. მეორე კომენტარს ვეთანხმები. წარმატებები მეორე კომენტარს ვეთანხმები. წარმატებები
6. მშვენიერია! 5 მშვენიერია! 5
5. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
4. ასე ჯერ შენი ლექსი არ მომწონებია! ალალი 5. ასე ჯერ შენი ლექსი არ მომწონებია! ალალი 5.
3. იტყოდა რატომ, გარდავიცვალე თემ? : )
მოკითხვა კამკამა წყალს : * იტყოდა რატომ, გარდავიცვალე თემ? : )
მოკითხვა კამკამა წყალს : *
2. მეჩვენება, რომ შენს შემოქმედებაში რაღაც ახალი საფეხური იწყება. 5 გისურვებ წარმატებებს! მეჩვენება, რომ შენს შემოქმედებაში რაღაც ახალი საფეხური იწყება. 5 გისურვებ წარმატებებს!
1. "ვითომ ბევრია,მთვარევ,შენზე ნათქვამი უკვე და მოსაწყენი გახდა ჩვენთვის დაბლიდან ცქერა? არა მგონია, ნახევარზე მეტს მალავ უკან საიდუმლოს და..." აი აქ მიყიდა ლექსმა. დანარჩენიც რა თქმა უნდა ჩემგან ხუთი პატივისცემით და საერთოდაც, როგორც იტყოდა ლუ - ყველა სიკეთე:) "ვითომ ბევრია,მთვარევ,შენზე ნათქვამი უკვე და მოსაწყენი გახდა ჩვენთვის დაბლიდან ცქერა? არა მგონია, ნახევარზე მეტს მალავ უკან საიდუმლოს და..." აი აქ მიყიდა ლექსმა. დანარჩენიც რა თქმა უნდა ჩემგან ხუთი პატივისცემით და საერთოდაც, როგორც იტყოდა ლუ - ყველა სიკეთე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|