ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 იანვარი, 2016


ჩემი ემიგრანტები

              (ეძღვნება ზაზას ხსოვნას.)
 
    ორი მცირეწლოვანი შვილის რჩენა ქვრივი ქალისათვის  ადვილი არ იყო, ამიტომ ზაზა  სკოლიდან გამოიყვანა და  მეზობლის
  სახელოსნოში შეგირდად მიაბარა.
    თვითონაც  მუშაობდა,მაგრამ ოჯახის რჩენა მაინც უჭირდა ქვრივ ქალს.
        ბიჭი ჯერ  ხელობას  სწავლობდა,  შემდეგ  კი  ისეთი  სუფთა ხელი  აღმოაჩნდა, მალე  მთელი "ცეხის" ტყავს  ის ამუშავებდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა.  ორივეს მუშაობით სული მოითქვეს, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 
  ქარხანა,  სადაც ქალი  მუშაობდა, არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა, ამიტომ მალე უმუშევარი დარჩა.
ოჯახი ზაზას ხელფასის შემყურე გახდა.
  დედა ყოველთვის ცრემლებს ყლაპავდა,  როცა ბიჭი სახლში ფულს მიიტანდა.
ახლობლებთან კი თავს ვერ იკავებდა და ქვითინებდა,თოთხმეტი  წლის ბიჭი მირჩენს ოჯახსო.
      სახლში მცირეწლოვანი ძმაც ყავდა,ზვიადი.  უნდოდა მას  მაინც ესწავლა.  შემოსავალი კი ყველაფერს ვერ გასწვდებოდა...
  დედა იძულებული იყო საზღვარგარეთ წასულიყო.ზაზა და ზვიადი კი დეიდასთან ქუთაისში დარჩებოდნენ , დროებით.
    თუმცა კოშმარი ამის მერე დაიწყო.
  დედის  გარეშე ცხოვრება აუტანელი გახდა ბიჭებისათვის.  ერთადერთი მშობელი და ისიც ასე შორს...
  ისხდნენ მეცხრე სართულზე და ელოდნენ .
    დეიდას დიდი მზრუნველობის მიუხედავად,ბიჭებს არაფრის გაგონება არ უნდოდათ, მხოლოდ დედა და საბერძნეთი.
    ალბათ არც გაემტყუნებოდათ: საქართველოში არც დენი იყო,მაშინ , არც გაზი და არც ცივილიზაციის რაიმე ნიშანწყალი,
  საბერძნეთი კი მიმზიდველი იყო სავსებით.

  ბინა გაყიდეს და დედასთან გაემგზავრნენ.
შემდეგ იყო საბერძნეთში  უსაბუთოდ ცხოვრება და ორ წელიწადში  ორჯერ დეპორტაცია.

    როცა მესამედ საბერძნეთში შევიდნენ,  აღარც ბინის ფული ჰქონდათ და აღარც საკუთარი გვარები. ყველაფერი მათმა
დაჟინებულმა სურვილმა ,  დედასთან ერთად ეცხოვრათ,  შეიწირა.

      მერე დადგა საბერძნეთის "გაზაფხული"
  თანდათან ყველაფერი კალაპოტში დგებოდა.ზაზა  იქაც  თავის საქმეს დაუბრუნდა.
ტყავზე მუშაობის  დიდი გამოცდილება ჰქონდა. კარგად უხდიდნენ. ზვიადიც ახლოს იყო და დედაც.

ხოლო როცა გულმა სიყვარული მოითხოვა, ქართველი გოგონა გაიცნო.  ლამაზი და მშვენიერი.
ერთმანეთს ხვდებოდნენ,კინოში დადიოდნენ,კაფეში ერთად სადილობდნენ.

იმ დღესაც  სამსახურიდან ადრე მოვიდა,იბანავა,წვერი გაიპარსა, ლამაზად ჩაიცვა.საქართველოში დარჩენილ მოხუც ბებოს
სკაიპიდან დაენახვა, ახლა ჩემი გოგოს სანახავად მივდივარო და სახლიდან გავიდა.

    კაფეში მხოლოდ წვენი შეუკვეთეს და როცა  მაგიდას მიუსხდნენ, მოულოდნელად ჭიქა  მთელ სიგრძეზე, თვალნაცემივით,
  გასკდა და შუაზე გადაიხსნა
  გოგონას  ხასიათი გაუფუჭდა...ზაზასაც...
  ჭიქის ასეთი არაბუნებრივი  გახლეჩა  არასდროს ენახა
  სათქმელი პირზე შეაცივდა.
  შარვლის დასველება რა სახსენებელი იყო, ფაქტი  ენიშნა ცუდად...
          იმ დღეს ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლო და სხვა დროისათვის  გადადო.

    სახლში გაფითრებული  და აღელვებული მივიდა, მაგრამ დედას არაფერი გაუმხილა.
  ივახშმა .
  შეუძლოდ იყო, მაგრამ არ  იმჩნევდა. დივანზე წამოწვა და...
  გვიან ღამით , ტელევიზორის ყურებისას , უეცრად გარდაიცვალა.
  შემთხვევით საძინებლიდან გამოსულმა დედამ უკანასკნელ წუთს გაიგო მისი უბედურების ამბავი, მაგრამ ვეღარაფერი შეძლო.


          გარდაცვალების მიზეზი უცნობია__ასე წერია სამედიცინო დასკვნაში.
  სასწრაფომ ცოცხალს ვერ მოუსწრო, თუმცა იგი  საავადმყოფოში მაინც გადაიყვანა.
მთელი ღამე უბედური დედა და ძმა ერთმანეთს ეკროდნენ და კანკალებდნენ , მაგრამ მეზობლების შეწუხება ვერ გაბედეს ,
ვერც  ქართულად მოთქმა და ტირილი. 

  გულგახეთქილმა დედამ დილით ახლობლებთან  საქართველოში დარეკა, თუმცა გადაწყვეტილება მაინც თვითონ მიიღო და
ზაზა საბერძნეთში დაასაფლავა.
      დასამარხი  ორი  მეტრი მიწის ყიდვას  დედა მხოლოდ ხუთი წლით "შესწვდა"...
გარდაცვალებიდან  ხუთი  წლის შემდეგ, ისევე მოთმინებით  დაესწრო მისი ნეშტის ამოსვენებას  და შესაბამის ყუთში ჩასვენებას,
როგორც მაშინ,  როცა მიწას მიაბარა...
ქალს გული ისე გაცივებოდა, ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა. 

    მამის გვერდით მისი კუთვნილი მიწა დღემდე ცარიელია.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები