ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მე მაგიდის შუა ნაწილში ვზივარ, ანუ ამ დაწესებულებაში უმნიშვნელო პერსონა ვარ. ჩემს წინ მჯდომი ქეთის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა გვარად ფიქრობს, ანუ მას საკუთარი თავი მნიშვნელოვანი გონია. ნუ რაღაც მხრივ მართლა საჭიროა, მაგრამ ეს პროფესია თავის ტვინით კი არა, სხეულით იშოვა, უფრო კონკრეტულად ლამაზი მკერდით და არც თუ ისე დიდი საჯდომით. თუ ვცდები, მაშინ ერთხელ მაინც ცადოს და სამსახურში გრძელი კაბით მოვიდეს, იმ წამსვე გააპანღურებენ, თუ რა თქმა უნდა გაფრთხილების შემდეგაც მოკრძალებულად შეიმოსება. მან ეს იცის, ამიტომაც იცმევს მეძავივით, ამიტომაც არ ხმარობს ლიფს, ამიტომაც არის გარუჯური, ამიტომაც უსვია წითელი პომადა, მაგრამ ამავდროულად თავი ჭკვიანი გონია. ის მის გვერდზე მჯდომ დავითისგან მხოლოდ სქესით და მგონი რელიგიური აღმსარებლობით განსხვავდება. ქეთი ათეისტია, დავითი, როგორც ნამდვილი ქართველი, ქრისტიანი–მართმადიდებელი. ერთხელ ზუსტად ასე თქვა, მე, როგორც ნამდვილი ქართველი, მართმადიდებელი ვარო და ქეთი სატანისტად შერაცხა. მისი ეს საქციელი მართმადიდებლობას რაღაც მხრივ შევუსაბამე, მაგრამ ქრისტიანობას ვერა. მოკლედ, ეს არის რითიც ერთმანეთისგან ვარჩევ... და ხო, კიდევ ერთი, ლამის დამავიწყდა, დათოს არავინ ხმარობს, პირიქით, სხვაგვარად ვერც ის შეინარჩუნებდა სამსახურს. მგონი ყველას მოსწონს ოფიციალურ გარემოში სექსი, შესაბამისად რომელიმე კარგ უნივერსიტეტში სწავლას, ჯობია თავს მოვუაროთ და სექსუალურ პიროვნებებად გადავკეთდეთ, რამდენად მახინჯებიც არ უნდა ვიყოთ, მხოლოდ ამის მერე შევძლებთ დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად ფილმებში ვხედავთ და სულაც ვერ ვიაზრებთ, რომ მსახიობები არიან. თუ გვინდა, რომ დილით ბანაობა, ყავის დალევა, ღიმილი, ხანდახან ჟიმაობა, ფუნთუშის ჭამა და კლასიკური მუსიკის მოსმენა მოვასწროთ, როგორც ფილმებში, აუცილებლად სექსუალურები უნდა ვიყოთ. აი დათო, ის ჩამოთვლილთაგან ყველაფერს ასწრებს, მაგრამ თუ არ ვცდები კლასიკურ მუსიკას არ უსმენს, ნუ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბებრუხანა დირექტორს ჟიმავს და ხელფასი ხუთი ათასი ლარი აქვს. თუ ვკითხავთ იტყვის, რომ ერთ–ერთი მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მაგრამ ის რეალურად პორნო ფილმის მსახიობთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიასთან. თუ გოგონა, რომელიც თავის უფროსთან ჟიმაობს ბოზია, მაშინ უყოყმანოდ შემიძლია იგივე ვთქვა დათოზე. ცდილობს, რომ სულ ფორმაში იყოს. მოდას აყოლილი ტიპია, მაგრამ რატომღაც დღემდე „კელვინ კლაინის“ ტრუსებს იცვამს. მისი ტრუსის წარწერას თვალი მაშინ მოვკარი, როცა დირექტორთან შემქონდა ჩვენი ერთ–ერთი ასევე მსხვილი კომპანიის ხელშეკრულება, სადაც ჩვენ პარტნიორობაზე იყო ხელი მოწერილი. იმ წამს საერთოდ არ შემრცხვა, პირიქით გამიხარდა ასეთი დიდებული მოვლენის შემსწრე რომ გავხდი, მხოლოდ ამის მერე არ მაგდებენ სამსახურიდან, ეშინია მაგ ბებრუხანას ვინმესთან არ წამომცდეს. ეჭვი არ შეეპაროს, რომ ჩუმად ვიქნები, როცა იქნება ყველაფერს ვიტყვი, მაგრამ ცოტა თუ დამიჯერებს, ოღონდ ეს ჭეშმარიტება მან არ იცის. ხო, უეჭველი ამიტომ არ მაგდებს, თორე აბა არც არავისთან ვჟიმაობ, არც საქმეს ვაკეთებ კარგად და არც მოდურად მაცვია. ამით ვამაყობ. საერთოდ როდესაც თავს განსხავებულად გრძნობ, მხოლოდ შენ დადებით თვისებებზე ფიქრობ, იმას არ უშვებ, რომ შეიძლება შენი ნაკლოვანებებით იყო განსხვავებული, ანუ იმდენად მაგარი ტიპი ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში ამასაც ვუშვებ. თუ არ ვცდები რომელიღაცა ქრისტიანულ წიგნში წავიკითხე: ყოველთვის იფიქრე, იქნებ შენ ცდები? ეს კითხვა რიტორიკულად ამოვიკითხე და ამის შემდეგ რასაც არ უნდა ვფიქრობდე, გულში ვიმეორებ, ამიტომ ზოგჯერ, როცა ჩათვლიდ საჭიროდ, რომ იდიოტობებს ვფიქრობ, ან ვწერ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ და მომყევით, ვინ იცის, იქნებ საინტერესო წინადადება ამოიკითხოთ. მაგიდის პირველ და მეორე ბოლოში დამფუძნებლები ზიან. ამჟამად ერთი ბოლო ცარიელია, ანუ კრება არ ტარდება და უსაქმოდ ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას. უმრავლესობა თავიანთ ძვირად ღირებულ ტელეფონებში არიან ჩამძვრალები, როგორც ყოველთვის და „ფეისბუქის“ სიახლეებს მომღიმარე სახეებით ისრუტავენ თავიანთ ტყუილად არსებულ გონებაში. დამფუძნებლების გვერდზე დირექტორი, დირექტორის ორი მოადგილე და პიარ მენეჯერები ზიან. ამ კომპანიაში მათგან ორი ღმერთია, დანარჩენები კი მთავარ ანგელოზები. ერთ დროს ლუციფერიც აქ იჯდა, მაგრამ მან სხვა, უფრო უკეთესი კომპანიაა დაარსა და საკუთარი ანგელოზები შექმნა. მოკლედ, ესენი არიან აქაურობის ბატონ –ბატრონები და მათი ყურებისას თავს იმდენად უმნიშვნლოდ ვგრძნობ, ლამისაა ავდგე და მე თვითონ გავითავისუფლო თავი. სამუშაოს დროსაც კი ერთობიან, ზოგჯერ თავიანთი ერთჯერადი ურთიერთბებით, ზოგჯერ კი ნარკოტიკებით, უფრო ხშირად კოკაინით, მაგრამ დარწმუნებული ვარ უხარისხო უნდა იყოს. რატომღაც ასე მგონია, რომ საქართველომდე ნამდვილი სუფთა კოკაინი ვერ აღწევს, თუმცა შესაძლოა ვცდები, ისევე როგორც ჩემს ყველა აზრში. სადაც არ უნდა შევიდე, ტუალეტებში, ლიფტში, კაბინეტებში, დამლაგებლის ოთახშიც კი, ყველა ჟიმაობს. ამ ჩემთვის რაღაც მხრივ სასიამოვნო ფაქტს, დღეში მინიმუმ ორჯერ ვესწრები. მათი სახეები უნდა განახათ ორგაზმს ძლივს მიღწეულები მე რომ მხედავენ, უადგილო ადგილას გაჩენილს, ნამდვილ ეკალს ფეხსაცმელში, რომლის მოშორებაც დიდი ხანია უნდათ, მაგრამ მიზეზს ვერ იფიქრებენ, ან უბრალოდ არ უნდათ ზედმეტი პრობლემები. უკვე გითხარით, მე არავის ვხმარობ და მითუმეტეს არავინ მხმარობს, შესაბამისად სუფთა ვარ. წესით და რიგით, როგორც ახლა ხდება, ჩემთან არავის არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ამ ლეპტოპს და ვირტუალურ ფურცელს, სადაც ვწერ, ცოტა მეუცნაურება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უთქვამთ წერა ყველაზე ძლიერ მოქმედი წამალიაო, მაინც ვერასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე რაიმის შექმნას შევეცდებოდი, თუნდ ცუდი ჩანახატის, ან მოთხრობის... ხო, ჯერ არ ვიცი რას დავწერ, ნამდვილ ამბავს თუ მონაგონს, ან საერთოდ დასასრულს მივუახლობდები? დავწერ იქამდე, სანამ მეორე დამფუძნებელი არ შემოგვიერთდება... სანამ კრება არ დაიწყება. როგორც წესი, ყოველ დეკემბერს ჩვენ ვზივართ ამ მაგიდასთან და გასული წლის გასავალ, შემოსავლის ჯამზე ვსაუბრობთ. თუ შემოსავლით გეგმას გადავაჭარბეთ, ყველას, ვინც აქ ვსხედვართ, პრემიები ჩაგვერიცხება. დამატებითი თანხა კარგია, მაგრამ მეეჭვება ამ წელს ეს გამოვიდეს. ხოდა ახლა წლის ბოლოა, ოცდაოთხი დეკემბერი და მე ამ წამს ვწყვეტ რაზეც უნდა დავწერო, მარტაზე და ჩემს საშინელ დაბადების დღეზე. იმ ღამეს ბარში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ერთობოდნენ ჩემი მეგობრები. მე როგორც ყოველთვის ბარის კუთხეში, ყველაზე ბნელ ადგილას, კედელს მიყრდნობილი არაკომფორტულ ხის სკამზე ვიჯექი და ყველაზე იაფიან ლუდს ვწრუპავდი. ტრადუციულად, ბარ „CROSS RIDER” - ში, შემოკლებით „CROSS” – ში, როკენროლი იყო ჩართული, უფრო კონკრეტულად, თუ კარგად მახსოვს ელვის პრესლის რომელიღაცა, ერთ–ერთი საუკეთესო მუსიკა. შიგადაშიგ მუსიკის ტემპს ფეხის მოძრაობით ავყვებოდი ხოლმე, მაგრამ მალევე ვუბრუნდებოდი ცუდ განწყობას... უფრო სწორად ჩემეულ გართობას. ეს იყო ფიქრი. ისინი ცეკვავდნენ, მე კი ფიქრით და მათი ყურებით ვერთობოდი. ფროიდის არ იყოს, კაცობრიობის ყოველი ქმედების ფუძე, სექსუალურ ლტოლვამდე ჩამოვიყვანე. „და მაინც, რა აერთიანებთ ამ ხალხს, ასე ბედნიერად რომ გრძნობენ თავს?“ ჩემს თავს დავუსვი კითხვა და ყველაფერი ჩემებურად ავხსენი. სექსი! ჯანდაბა, პასუხი ისევ სექსი იყო. მათ ბარში წასვლა გადაწყვიტეს, რადგან მოწყენილები იყვნენ, ან უბრალოდ უსაქმოდ იჯდნენ. ბარში ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რადგან ეცეკვათ. იცეკვეს, რადგან პარტნიორთან უფრო დაახლოებულიყვნენ. დაახლოვდნენ, რადგან ერთმანეთი ეხმარათ, თუმცა ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიდან, ორივეს ჰგონია, რომ ხმარობს და არა ხმარობენ, ამათგან კი მართალი არცერთი არ არის. მათ ეს ჩემთვის დამდაბლებული, ცხოველური ქმედება ხმარობთ, ორგაზმს მიღწეულები გახშირებულად, ქროშინით რომ სუნთქავენ. ხოდა, აი ასე ვფიქრობდი მათზე იმ ღამეს, ბარში, ელვის პრესლის მუსიკის ფონზე, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიაზრებ იმას, რომ იქ მყოფთაგან მინიმუმ ერთ ადამიანს შეიძლება სხვა რამეზე ეფიქრა, ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე ან, თუნდაც თეოლოგიაზე. შესაძლოა რომელიმე მათგანმა ფიქრისას, იმ წამს ღმერთი იპოვნა, როცა მე ყველა ერთ ქვაბში მოვხარშე. შესაძლოა ყველას ჩემსავით ეფიქრა. ამას ვუშვებ, იმიტომ, რომ არასდროს ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ვფიქრობთ, ან თუ რამეს ვიტყვით, ზედაპირულ თემას, როგორც ასეთს, არასდროს ვშორდებით, სიღრმისეულს არაფერს ვამბობთ, როგორც გამუდმებით ჩაფიქრებული მამაჩემი ამბობდა. ხო, ის არასდროს საუბრობდა, რადგან სულ ფიქრობდა, ვინც ფიქრობს, ის გიჟდება, გიჟები, ნამდვილი გიჟები კი არასდროს არაფერს ამბობენ, ალბათ ეშინიათ, რომ სხვაც არ გააგიჟონ, ალბათ ეშინიათ, რომ შემთხვევით სხვას არ გაუზიარონ ის მწუხარება, რომელსაც თვითონ გრძნობენ. გარდატეხის ასაკში მეც მამაჩემისნაირი გიჟი ვიყავი და არ მეგონა ოდესმე იმ მდგომარეობას თავს თუ დავაღწევდი. მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერმა ჩაიარა და ეს მათი დამსახურებაა, ვისაც ყოველდღე ვაკრიტიკებ, ან ვისი საქციელებიც ყოველთვის სექსუალურ ლტოლვამდე დამყავს, ადამიანები. ადამიანებს ადამიანები გვვჭირდება. მარტობააშია ჩასაფრებული სიგიჟე, მწუხარება, ყოველი დამთრგუნველი, გამადგურებელი შეგრძნება. მთვრალმა გოგონამ მკითხა: – ამბობენ ვინც არ ცეკვავს ის ან ბებერია, ან ცეკვა არ იცისო და შენ რომელი ხარ? – სარკეში ჩახედვა და იმაში დარწმუნება მომინდა, რომ ნამდვილად ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი. – მე ბებერი ვარ. – გადაიხარხარა და ჩემს წინ, დროებით თავისუფალ ადგილას დაჯდა. – გჯერა ამის?–სერიოზული გამომეტყველებით ვკითხე, თუმცა მგონი ვხუმრობდი, კარგად არ მახსოვს. – მე იმის უფრო მჯერა, რომ ცეკვა არ იცი. – სიგარეტი შევთავაზე, თავიდან იუარა, მაგრამ მერე კოლოფს დააკვირდა და თუ მარლბოროა მომეცი, მომეცი, მოვწევო. რაღაცნაირად მოუხდა სიგარეტი. მეოთხე ნაფაზის შემდეგ ვუთხარი: – ალექსანდრე. – რა მითხარი? – ისე მკითხა, ხომ არ წამომცდა, სექსი ხომ არ შევთავაზე მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, ჩემსკენ რომ მოიწია, თურმე მუსიკის გამო ერთმანეთის ძლივს გვესმოდა და ყვირილით უნდა გველაპარაკა. – მე ალექსანდრე მქვია. – ააა... – ამოიოხრა, თითქოს იმ კითხვაზე მეპასუხა, რომელიც ჩამოყალიბებიდან აწუხებს. – მე... მე ის მქვია, რაც შენ გინდა რომ მერქვას. – და... მშობლებმა რა დაგარქვეს? – მშობლები გარდაცვლილი მყავს. – უხერხულობა ვიგრძენი და ეს სხეულითაც გამოვხატე... სხეულის ენის მცოდნეს ჩემთვის მაშინ რომ შემოეხედა, ყველაფერს მიხვდებოდა. – ვწუხვარ... – მერე გავთავისუფლდი ამ საშინელი გრძნობისგან, გეხუმრეო რომ მითხრა. შენი სახისთვის უნდა შეგეხედა, ნერწყვს ვეღარ ყლაპავდიო. გადააჭარბა. – მოკლედ, მშობლებმაც, ბიძებმაც, დედმამიშველებმაც და ყველა იმან, ვისაც კი ვიცნობ, ვინც კი ნანახი მყავს, დამარქვეს ის, რაც შენ გინდა, რომ მერქვას. – ესეიგი ანაბელი? – ნუ... როგორც გინდა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ცოტა დაფიქრდე და ისე შემირჩიო სახელი, ბოლოს და ბოლოს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა გამყვეს. – დიდი ხანი არ დავფიქრებულვარ. – მარტა! აი, რა გქვია შენ. ასე გავიცანი წითელ თმიანი, მაღალი, დაღრეცილ ფეხება, სწორ ცხვირიანი, გრძელ თითება, გამხდარი, ჭკვიანი, პიანისტი, თვალშისაცემი სტილის მქონე, ულამაზესი, ფილოსოფიის მოყვარული, სხვა ადამიანებთან შედარებით განვითარებული თეოლოგიაში, მობის მსმენელი, ფოტოგრაფიით შეპყრობილი, ბუნების მოყვარული მარტა და ასე გამიცნო მან მე, უბრალოდ ერთი ტიპი, რომელსაც ბარში ყველა ადამიანის ქმედება სექსუალურ ლტოლვამდე დაყავდა. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ყველაზე მოსაწყენი პერიოდის გადალახვისას, თეატრებში და კინოთეატრებში დავიწყეთ სიარული. ხშირად ბალეტსაც ვუყურებდით. თუ ქალაქში ვერ ვერთობოდით, ან უბრალოდ თავგადასავალს ვეძებდით, მოვიკიდებდით ჩვენს სალაშქრო აღჭურვილობას და აქვე, ქალაქთან ახლოს ტბის პირას ვბანაკდებოდით. გასაოცარ დროს ვატარებდით იქ, სადაც სრული სიჩუმე სუფევდა. მზის ჩასვლისას ტბის პირას ჩამოვჯდებოდით ხოლმე და ლუდს ფორმალურად ვწრუპავდით. ალკოჰოლი არცერთს მოგვწონდა, უბრალოდ ერთ დღეს ვაღიარეთ, რომ მთვრალებს უფრო კარგი საუბარი გამოგვდიოდა. ფხიზლები გამუდმებით ფილოსოფიას, თეოლოგიას და ფილმებს განვიხილავდით, აი სიმთვრალისას კი ჩუმად ვისხედით და მდუმარებით ვსაუბრობდით. ეს მან მითხრა, რომ მდუმარების სიღრმით საუბარი მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს შეეძლოთ და დაუფიქრებლად დავუჯერე. გამორჩეულობა მომწონდა. მოკლედ, ჩუმად მხოლოდ მაშინ ვიყვაით, როცა ვთვრებოდით ან სექსი გვქონდა, თუ რა თქმა უნდა გახშირებულ სუნთქვებს და უეცარ წამოძახილებს არ ჩავთვლი, რომელიც ორგაზმის დროს ხდებოდა. ის ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო და არა მხოლოდ სექსში. მისი თვისებები დღითი დღე უფრო მაოცებდა. საუბრობდა მაშინ, როცა ეს მე მინდოდა. მოკლედ, აკეთებდა იმას, რაც მე მინდოდა და ეს ყველაფერი უთქმელად ხდებოდა. ამის გამო ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ეს გოგო ხომ არ გამოვიგონე და „მებრძოლთა კლუბის“ გმირს ხომ არ დავემსგავსე მეთქი, მაგრამ ამის წინააღმდეგიც არ ვიყავი, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ტაილერ დერდენი. ნუ იმ ასაკისსთვის ეს პერსონაჟი ჩემთვის იყო შექმნილი. ამაზე გამახსენდა, ტბის პირას მაგრად დავთვერი და სრული სერიოზულობით ვკითხე: – შენ მართლა არსებობ? – თავისებური პასუხი გამცა: – არ ვიცი. თუ გინდა ვარსებობ, თუ გინდა არა, ეს შენი გადასაწყვეტია. – და შენ დარწმუნებული ხარ, რომ არსებობ? – არ ვიცი. შეიძლება ვარსებობ, შეიძლება არა. შეიძლება შენი ჰალუცინაცია ვარ, ან შენ ჩემი. – ისევ მდუმარება ვარჩიე, მას მივბაძე და ტბას გავხედე. მარტას არსებობაზე, არ არსებობაზე ფიქრმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ღმერთი ვარ, რა თქმა უნდა გამოფხიზლებამდე. მე მჯერა, რომ იმ ტბაზე ახლაც დასეირნობს რადიოჰედის, მობის, ლედ ზეპელინის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ბახის და შოპენის მუსიკის ექო... კიდევ ჩვენი სიცილის. მოიცა, როგორ იყო? „გაისმის ექო ჩვენი სიცილის. თითქოს მკვდრები ვართ მის საუფლოში“ ამბობდა მარტა, როცა ჩვეულებრივზე მეტად დათვრებოდა და სულ ვინტერესდებოდი ვისი სიტყვები იყო. ეს არ მიკითხავს. რომ ეპასუხა, ჩემი არ არისო, გული დამწყდებოდა. ხო, ამ სიტყვების ექოც დასეირნობს იმ ტბის მახლობლად, ხეებს შორის, იქ, სადაც სახლი უნდა აგვეშენებინა, ეს ფხიზლებმა გადავწვყიტეთ და მთვრალებივით დავიჯერეთ, რომ ამ ოცნებას ავიხდენდით. შეთანხმებისამებრ, სახლში... თუ ქოხში, უნდა ყოფილიყო ბევრი წიგნი, კალამი და ფურცელი. კარებზე წარწერა იქნებოდა: უფასო ჩაი იმ სტუმრისთვის, რომელიც არ შემოგვითრევს არანაირ ტექნიკას. უფასო ჩაი მაინ მოიფიქრა, დანარჩენი კი მე. მოვუსმენდით მხოლოდ მოცარტის ბავშვურ მელოდიებს და სახლის წინ გავაშენებდით მარიხუანას პლანტაციას. დღისით თუ ღამით, დაბოლილები უნდა გვევლო ტყეში. მოწყენილობის ჟამს, თუ წიგნის კითხვა და წერა არ მოგვინდებოდა, ხეებზე უნდა გვეძრომიალა. და ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ის იქნებოდა, მზის ჩასვლისას ტბის პირას რომ ჩამოვსხდებოდით, მდუმარედ. ამ ყველაფერს ახლა იუმორის თვალით ვუყურებ, ადრე კი პირიქით, ეს იყო ჩემი მაცოცხლებელი ძალა. ზამთარი იყო, ორიათას თორმეტი წლის დეკემბერი, როცა იმ დაწყევლილ აპოკალიფს ველოდით, მაიას ტომელებმა რომ იწინასწარმეტყველეს ბნელით მოცულ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო წლებში. გიჟებივით, ამის კი არ გვეშინოდა, პირიქით, რომანტიულად მივიჩნევდით. აპოკალიფსს დიდი სიხარულით ველოდით. გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა მოვმკვდარიყავით ოცდაერთ დეკემბერს, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. გახარებულები დავრჩებოდით, თუ ეს სამძღნერეთი დასასრულს მიუახლოვდებოდა. – წარმოიდგინე – მითხრა მარტამ, ოცდაერთ დეკემბრის მზიან, მაგრამ ცივ დღეს, როცა მთაწმინდის ერთ–ერთი პარკიდან მთლიან თბილისს ვუყურებდით. – დღეს ყველაფერი დამთავრდება. თბილისს, სავარაუდოდ შავი ზღვის მლაშე წყალი გადაუვლის, ან... ან მიწა გაიხსნება და ყველაფერს შიგ ჩაიტანს. – ხო, მეც ეგრე მგონია, რომ აქ მიწისძვრა იქნება. – აპოკალიფსი დედამიწის წამალია. ჩვენ აღარ ვიარსებებთ, შესაბამისად დასამარდება ყოველი უპასუხო კითხვა. დიდი ხანია მივხვდი იმას, რომ ამ მშვენიერ სამყაროს არ ვუხდებით, ჩვენ, არაფრის მაქნისი ორგანიზმები. სამყაროს არ უხდება გაუგებრობა, კითხვები, და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ, ადამიანები ვქმნით. შენი აზრით რა იქნება? – არ ვიცი... მგონი არაფერიც არ იქნება. უბრალოდ ჩვენ ვიჯერებთ იმას, რაც გვინდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მოსაღამოვდა რეალისტები გავხდით და იქვე სკვერში ლუდით გამოვთვერით. მხოლოდ ამის შემდეგ გარდავიქმენით გულუბრყვილო ოპტიმისტებად და გადავწყვიტეთ, რომ არც ისეთი საშინელებაა კაცობრიობა, როგორადაც ვთვლიდით. – ხო რა, რაღაც ხიბლს ვხედავ ამ გაუგებრობაში. – მითხრა მარტამ და ორი წუთიშ შემდეგ, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. – არანაირი წესები! – ეს იყო ჩვენი ერთადერთი წესი, რომელიც არ უნდა დაგვერღვია. და დაიწყო ჩემი ცხოვრების ის ერთადერთი მონაკვეთი, სადაც მე ბედნიერი ვიყავი. ჩემს ორ ოთახიანში ახალ წელს ისე შევხვდით, როგორც პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში, ან, შესაძლოა ბევრად უკეთესადაც. ახალ წელს ალკოჰოლზე უარი ვთქვით და ეს ყველაზე დიდი პარადოქსული მოვლენა იყო, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია. ბინა საახალწლო განათებებით მოვრთეთ და ის დამთრგუნველი, ორმოცდაათ თეთრიანი ნათურები ნაგავში მოვისროლეთ. ფეიერვერკების ყურების შემდეგ, ამბიენტის სტილის მუსიკა ჩავრთეთ და რამდენიმე საათი ექსტრასული ცეკვის წყალობით ყველაფერს, რაც მიწიერია მოვშორდით, თუ სწორად გაიგებთ. კიდევ ვიცეკვებდით, საერთო მეგობრები რომ არ დაგვდგომოდნენ. იმათმა დალიეს, ჩვენ არა, მაგრამ მაინც მთვრალებივით ვიქცეოდით, ან ეს იყო ნამდვილი არაფხიზელი მდგომარეობა, სიფხიზლე, რეალობასთან შეგუება, ან სიზმარი, რომელსაც რატომღაც ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგ პერიოდად ვთვლი. ალბათ დამთრგუნველობას იმდენად შევეჩვიე, რომ შეუძლებლად მიმაჩნია იმ პერიოდის დაჯერება, როდესაც ბედნიერი ვიყავი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. სახლი და სამსახური, ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. მხოლოდ ახლა, მარტოობის ჟამს ვფიქრდები ღმერთზე და საერთოდ ყველაფერზე, რისი პასუხებიც დასაბამიდან არ არსებობს და სწორად ამიტომ ვგიჟდები. სადღაც ამოვიკითხე, ფიქრი აგიჟებსო, ხო ზუსტად ასე, მარტო დარჩენისას იძულებულები ვართ ვიფიქროთ, მერე კი ვგიჟდებითო. ეს დავიჯერე და მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ ათას სისულელეზე, რომლის პასუხებს ვერასდროს გავიგებ. ეს იმდენად მოსაწყენია, რომ თავს მკვდრად ვთვლი. არააფრის მაქნისი, უუნარო, ერთი ჩვეულებრივი რობოტი ვარ, რომელსაც ისევ იმის იმედი აქვს, რომ ვიღაც შეუყვარდება. მარტას დროს ასე არ ვიყავი. მაშინ მთელ ყურადღებას სიყვარულს ვუთმობდი, შესაბამისად ყოველ წამს მედიტაციაში ვიყავი. არ მქონდა იმის დრო, რომ ჩემი სახლის კედლებზე, მოწყენილობის აუტანელ დროს დამეწერა ტერენტი გრანელის სიტყვები: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა. მარტა მეუბნებოდა: – ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ის არის იოცნებო, აზრზე მოსვილსას უკვე ბებერი ხარ. ან, უარეს შემთხვევაში მკვდარი. – მეუბნებოდა – შენს ბედნიერებას ხელს შენივე ოცნებები უშლის. – მეუბნებოდა – მხოლოდ შენი ოცნებების დაკარგვის შემდეგ გახდები სრულყოფილი – მეუბნებოდა – როცა არაფერი გადარდებს, მაშინ ხედავ მზეს, და არა სიყვარულის დროს. – მეუბნებოდა – შენ ოცნებობ მოგზაურობაზე და გგონია, რომ ამის ახდენა არც ისეთი მარტივია? გაიხსენე კოსმონავტი მაიმუნი, აპოლო ცამეტი, ევერესტზე ძლივს ამძვრალი ხალხი, ვიკინგების სიკვდილი პირდაპირ ბრძოლის ველზე, ომში დაღუპული ჩვენი მამები, კოსმოსიდან პარაშუტით გადმომხტარი ტიპი და სხვა მრავალი. გაიხსენი რამდენი შეძლეს ადამიანებმა და სადამდე მოვედით. ამის შემდეგ თუ იფიქრებ, რომ მოგზაურობა არც თუ ისეთი მარტივია, როგორც მე მგონია, ესეიგი საერთოდ არ დაფიქრებულხართ იმათზე, ვინც ჩამოგითვალე. – მეუბნებოდა – თუ გინდა, რომ ჰიმალაის მთებზე იბოდიალო დაუყოვნებლივ თვითმფრინავის ბილეთები იყიდე. – მხოლოდ ერთხელ შევეწინააღმგედე: – და თუ ფული არ მაქვს, რა ვქნა? – არ ვიცი... ბანკი გაძარცვე. ახალი წლის შემდეგაც ყველაფერი კარგად მიდიოდა. მართალია, ჩვენი სახლი გამუდმებით არეული იყო, მაგრამ ამას არასდროს არავითარი დისკომფორტი არ შეუქმნია. მომწონდა მტვრის ჰაერში ფრენა, მზის სხივების მეშვეობით რომ ვაფიქსირებდი, მარტას შიშველი სხეულის გვერდზე, რომელსაც ხელოვნების თვალსაზრისით ავღვიქვამდი. რა თქმა უნდა მისი სხეული სრულყოფილი არ იყო და სწორად ამიტომ ვთვლიდი სრულყოფილად. ეს მარტამ არა, ჩაკ პალანიკმა მასწავლა, რომ სრულყოფილება არასრულყოფილებაშია. მისი ნახევრად შემოსილი სხეულის ყურება განსაკუთრებით მაშინ მიყვარდა, როცა შუადღეს, ახალ გაღვიძებულზე სამზარეულოში ტკბილ ჩაის ვსვამდი. ამ დროს, კიდევ ჟურნალის კითხვა მიყვარდა, როგორც ამერიკულ ფილმებშია. ხო, მომწონდა, როცა ამ ცხოვრებაში თავი მთავარი პერსონაჟი მეგონა. იმ დროს ჩემი გონებით სასიყვარულო ფილმს ვქმნიდი. მან მითხრა, რომ ჩემი ცხოვრების რეჟისორი მე ვიყავი და დავიჯერე. ახლაც სწორად ასე მგონია. მუშაობა მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა შიმშილისგან კუჭი აგვტკივდა. მე “CROSS RIDER” ში ბარმენად მოვეწყვე, ის კი რომელიღაცა ქართულ რესტორანში ოფიციანტად. ფიქრობდა, რომ მისგან განსხვავებით მე, სამსახურის მხრივ გამიმართლა და მართლაც, არასდროს დამიწუწუნია, არც რთული სამუშაო გრაფიკი და არც დაბალი ხელფასი. ერთმანეთს მხოლოდ ღამე ვხვდებოდით და ეგეც მალევე ვიძინებდით თუ რა თქმა უნდა შემდეგ დღეს სამსახურში წასვლა გვიწევდა. ძილი მაშინაც ისე მსიამოვნებდა, როგორც ახლა, ან... ან კი არა, უფრო მეტადაც. დაღლილებს სექსი არც გვახსენდებოდა. ხშირად ტანსაცმლიანები ვწვებოდით ლოგინში და რომელიმე წყნარ მუსიკას ვრთავდით. მაქსიმუმ ერთ საათიანი საუბრის შემდეგ ისე ტკბილად გვეძინებოდა, როგორც სამი დღის ღამე ნათევ ლოთს. (ალბათ უკეთესი მაგალითის მოყვანაც შემეძლო, მაგრამ არამგონია ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.) მხოლოდ მუშაობის მერე დავაფასეთ დრო. ყოველდღიური საქმიანობა არ გვაძლევდა იმის უფლებას, რომ ერთმანეთთან თუნდ ჩახუტება, გაგვეუფასურებინა. ბოლოს, სულ ბოლოს ვივალდის სევდიანი მელოდიების მოსმენა დავიწყე. ეს მაშინ, როცა ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა. მარტა მოვიდა და... მგონი, თუ არ ვცდები გამანადგურა. ხო, ესე იყო, კარგად მახსოვს. – მე ვკვდები, ძვირფასო. – მითხრა, მაგრამ მისთვის ყურადღება თითქმის არ მიმიქცევია და „ყორანის“ ყურება აუღელვებლივ განვაგრძე. – მეც, ძვირფასო, და არამხოლოდ, ყველანი ვკვდებით, ოღონდ თავის დროზე. რომელიღაცა დღეს, როცა მე ვმუშაობდი მარტა ექიმტან მივიდა და უთხრა: – გულის გარდა, ხშირად მტკივდება მარხენა მხარი. – ექიმმი ალბათ დაკონკრეტებას მოთხოვდა და ის თავისი მშვიდი ხმით განაგრძობდა. – გულის არეში უცხო სხეულს ვგრძნობ. თითქმის ყოველწამს ძლიერ ბიძგები მაწუხებს... – მოკლედ, მოუყვებოდა, რა. ექიმი დიაგნოზის შეპარვის მაგივრად, პირდაპირ ეტყოდა: – სტენოკარდია, ჩემო კარგო. – სტენოკარდია რა არის? – ამ დაავადების შესახებ მან გაიგო, მე არა, იმის გარდა, რომ სასიკვდილოა. ხოდა, ფილმის ყურებას თავი დავანებე, რომ მითხრა: – სერიოზულად, ვკვდები, ამის დედაც...– ჩვილი ბავშვივით ტიროდა. – მარტა, ამიხსნი თუ არა რა ხდება? – სტენოკარდია, ამის დედას შევეცი. – მითხრა მან. – სტენო... რა? – ცრემლები მოიწმინდა, გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. – ეს გულის სასიკვდილო დაავადებაა, ჭკუის კოლოფო. – ასე მოკვდა ის, ასე მოვკვდი მე, თუმცა, ისეთ სიკვდილს, როგორი სიკვდილითაც ჩვენ მოვკვდით, ნამდვილი სიკვდილი ჯობდა, უსასრულო სიბნელეში მოგზაურობას რომ ვუწოდებ. სადღაც ამოვიკითხე, უბედურები იმიტომ ვართ, რომ შემდეგში ჩვენი გაბდნიერების მიზეზი დავაფასოთო, თუ რაღაც ამდაგვარი. მე ამდენი წლის განმავლობაში უბედურად ვგრძნობდი თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოხელა ვიყავი და ბოლოს, სადღაც, რომელიღაც დაწყევლილ ბარში გავიცანი ჩემი ბედნიერების მიზეზი. და რა მოხდა? ვკვდებიო, მითხრა. ენით აუღწერელი უბედურება დამატყდა თავს. რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე ადამიანის მსგავსად, დროებით სამსახური მივატოვე და მთელ დროს სახლში ვატარებდი, მარტასთან ერთად. ის სულ იწვა და დამთრგუნველ კლასიკას უსმენდა, უფრო ხშირად ვივალდის „ზაფხულს.“ ეს მუსიკა მხოლოდ მაგ პერიოდის გამო შემძულდა. ყოველდღე ვემსახურებოდი, უფრო სწორედ ვუვლიდი. ვუკეთებდი ჩაის, საჭმელს, და თუ საჭირო ხდებოდა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დავყვებოდი სასსეირნოდ.ვინაიდან უსაქმურები გავხდით, ლოგინზე წამოწოლილები ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ისევ და ისევ ამ დაწყევლილ თეოლოგიაზე. ბოლო პერიოდში მან ისე იწამა ღმერთი, როგორც არასდროს და შემშურდა. სჯეროდა, რომ სამოთხეში მოხვდებოდა, რომელიც თვითონ შექმნა. – მე რომ მოვკვდები, ძვირფასო, მოვხვდები სამოთხეში... – მითხრა მარტამ. – და სამოთხე არ გეგონოს ის ადგილი, სადაც გუმბათიანი სახლები დგას. იცი როგორია სამოთხე? – არა, მარტა, არ ვიცი. – ღამე იყო. ლამპიონის ნათება ჩვენს ჩაბნელებულ ოთახში აღწევდა და არამხოლოდ ამის გამო, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, ალბათ ისიც. – სამოთხე იქ არის, ქალაქთან ახლოს, ტბასთან. ხომ იცი, რაზე ვლაპარაკობ, არა? – რა თქმა უნდა ვიცი. – და სამოთხე იცი რატომ არის ზუსტად ისეთი, როგორიც ის ტბა? – არა, მარტა, აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე?! – იმიტომ, რომ მე მინდა ასე. იქ, სამოთხეში საბედნიეროდ აშენებულია ის ქოხი. ხომ იცი რაზე გეუბნები, არა? – რა თქმა უნდა, მარტა. – სამოთხეს ჩვენ ვქმნით. – მითხრა და ეს ფრაზა ისე საინტერესოდ მომეჩვენა, მომინდა გავჩუმებულიყავი და მისთვის მომესმინა. – ხო გახსოვს, რომ გითხარი რეჟისორი ხარ და შენს ცხოვრებას იღებ მეთქი? – კი, როგორ არა. – თურმე შევმცდარვარ. ჩვენ, რეჟისორები კი არა, ღმერთები ვართ. შენ ქმნი სამოთხეს, ჯოჯოხეთს, შესაბამის გარემოს... ყველაფერს, რაც შენს გარე თუ ქვეცნობიერს უნდა. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ როგორ ვმართოდ ჩვენი ეს უსაზღვრო ძალა. ჯანდაბა... იდიოტობებს გელაპარაკები, არა? – სიმართლე რომ მეთქვა ალბათ ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი. – არა, მარტა, პირიქით. იმ ღამის დასასრულს, გამთენიისას ძილის ბოლო სტადიიდან გამომიყვანა და ჩამჩურჩულა, რომ ჩემი დაბადების დღისთვის სიურპრიზი ჰქონდა. ჩემს დაბადების დღემდე სულ რაღაც სამი დღე იყო დარჩენილი და რატომღაც იმაში დარწმუნებული იყო, რომ ეს დრო იცოცხლებდა. მე ამაში არ ვიყავი დარწმუნებული, იმ დროისთვს უკვე გამოუსწორებელი პესიმისტი. მარტა თითქმის საერთოდ აღარ ტიროდა. არც მე, მისი თანდასწრებით არასდროს. როცა სრულებით ვიაზრებდი იმას, რომ ცოტა ხანში მარტო უნდა დავრჩენილიყავი, პატარა ბავშვივით გარეთ გავრბოდი, ვითომდა პროდუქტების ამოსატანად და იქვე, ჩემს ეზოში, სკვერში ჩამოვჯდებოდი ხოლმე. თუ შუაღამე იყო ტირილსაც ვახერხებდი და სიგარეტს ვეწეოდი. მხოლოდ ამით შემეძლო ჩემი მწუხარებისგან განთავისუფლება, მაგრამ არა ხანგრძლივად. ღმერთს სასწაულის მოხდენას ვევედრებოდი. როცა მას ეძინა, ჩემი საშინელი დეპრესიის შესაფერად დივანზე წამოვწვებოდი და საათს ვუყურებდი ხოლმე. დრო გადიოდა... დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. ეს იყო დროის ფარდობითომა. ამასობაში ერთ მნიშვნელოვან რაღაცას მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ტრაგედია რაც კი შეიძლება ადამიანს შეემთხვეს, დაბადებაა. ვაი თუ დაიბადე, კარგი დღე არ დაგდგომია. არსებობა სულაც არ არის კარგი. გადავწყვიტე, რომ მარტას სიკვდილის შემდეგ, თავს მოვიკლავდი მიუხედავად იმისა, რომ აღარცერთი ღმერთის არ მჯეროდა. ხო, მხოლოდ ამიტომ თუ გავბედავდი თავის მოკვლას. აღარ ვიარსებებდი და მარადიულად უსასრულო სიცარიელეში ვიმოგზაურებდი. ჩემი დაბადების დღის წინა ღამეს, მარტამ უკანასკნელი სექსი მოითხოვა. ეს ძლივს მოვახერხე. მის მკერდზე და უკანალზე ყურადღებას ვეღარ ვამახვილებდი. რა პოზა აღარ ვცადეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავათავე. მოკლედ, საშინელი ღამე იყო. ჩამჩურჩულა: – გილოცავ დაბადების დღეს, საყვარელო. – ერთ წამს, სანამ გამოვფხიზლდებოდი მისი სასიკვდილო დაავადება გადამავიწყდა და ღიმილით, მადლობა გადავუხადე. ფანჯრები ღია იყო და სუფთა ჰაერის შესუნთქვა, ძალიან მესიამოვნა. როცა მზეს თვალი ავარიდე, გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში, სახლი შევათვალიერე და გაკვირვებულმა ვიკითხე: – შენ დააალაგე? – მეხუმრა: – არა, მამაზეციერმა. – მისგან მკრეხელობა გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ვიფიქრე, კარგ ხასიეთზეა და ჩემი უაზრო ბოდვით არ გავახსენებ იმას, რომ კვდება მეთქი. არც დასვენება შემითავაზებია მიუხედავად იმისა, რომ მისი გულის ისე მეშინოდა, როგორც ბავშვობაში ვინმე, არარსებული, ვიზუალურად წარმოდგენილი „გუდიანი კაცის.“ სამზარეულოში ჩამოვჯექი და ჟურნალის კითხვა დავიწყე. მაშინ ის პერიოდი იყო, ვინმე ერეკლე დეისაძეს, წიგნ „საიდუმლო სირობის“ გამო, მიწას რომ უთხრიდნენ და სასტიკად აკრიტიკებდნენ. ხოდა ჟურნალის პირველ გვერდზე სწორად მისი სტატია იყო, თუმცა ეს რა შუაშია. მოკლედ, ისე ვიქცეოდი, თითქოს არაფერი ხდებოდა. დალაგებული სახლი მომეწონა. მარტამ ჩაი მომიდუღა და ჩემს წინ დაჯდა. მომაშტერდა. – ყველაფერი რიგზეა? – ვკითხე. – კი. რა, თუ გიყურებ, ესეიგი რაღაც ხდება? – უცნაური ხარ, მარტა. – გავიღიმე და იმ წამს გავიფიქრე, მისკენ გადავიხრები, შუბლზე ვაკოცებ მეთქი, მაგრამ დამეზარა. ვეღარ მოითმინა და სიცილი აუტყდა. არაფერი მითქვამს. ჟურნალის კითხვას თავი მივანებე და იქამდე ვუყურებდი გაკვირვებული, სანამ სიცილს არ მორჩა. – შე გამოსირებულო. – მითხრა მან. – რააა? – გაკვირვებულმა ვკითხე. გავიფიქრე, გაგიჟდა მეთქი და რამდენიმე წამით გული ამიჩუყდა. – როგორ დაიჯერე, რომ ვკვდები? – ისევ ისეთი, გიჟური სიცილი დაიწყო და თან წინადადებებს ძლივს აწყობდა – ესეც სიურპრიზი, იდიოტო, გილოცავ დაბადების დღეს. – კარგად მახსოვს, ზუსტად ოცდაცამეტჯერ ვკითხე მეხუმრებოდა თუ არა. გიჟი იყო. ხუმრობის გარეშე, ამ ყველაფერმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ ყველასადმი ნდობა დავკარგე. ყველაფერს ეჭვის თვალით ყურება დავუწყე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე და მარტას ურთიერთობა დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდა, ალბათ იმიტომ, რომ გავიზარდეთ. ჩვენი მდუმარება, საუბრებში გადაიზარდა, ბოლოს კი ჩხუბში. ალბათ ის ტბაც დაშრა, ტბის მახლობლად ტყე კი გაიჩეხა, მე და მარტას სახლი სადაც უნდა აგვეშენებინა. ერთ–ერთი დამფუძნებელი, რომელიც მაგიდის, ჩემგან მაარცხენა ბოლოში ზის, საუბარს იწყებს, მაგრამ კონკრეტულად არავის მიმართავს. – მოკლედ, განვიხილოთ ჩვენი გასული წლის გასავალი და შემოსავალი. – ქეთი მკერდს ნახევრად იშიშვლებს და დამფუძნებლის ყურადღებით მოსმენას იწყებს, ალბათ იმიტომ, რომ მისი მხრიდან ამ წელს, გასავალი უფრო მეტი იყო, ვიდრე შემოსავალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არ იყო ცუდი, მსუბუქად იკითხება. თუმცა ცოტა უცნაური თხრობაა. საინტერესო, მაგრამ რაღაც ოდნავ ხელოვნურივით, თითქოს თარგმანია. არ იყო ცუდი, მსუბუქად იკითხება. თუმცა ცოტა უცნაური თხრობაა. საინტერესო, მაგრამ რაღაც ოდნავ ხელოვნურივით, თითქოს თარგმანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|