 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 29 იანვარი, 2016 |
კიდევ ერთი სიხარულის მოლოდინში
ახლა კი ჩვემი მოთხრობა დასასრულს მიუახლოვდა. ქოლგოსანმა და მახარემ უკვე ალისფერი ბუნებრივი საღებავის მოტანა. ბებიები მაშIნვე შეუდგნენ საქმეს, თან ერთი წამითაც არ გამოუთქვამთ გაკვირვება, ეს ალისფერი საღებავი აქ საიდან გაჩნდაო. ეს ძალზე საოცარი იყო. ალბათ ქოლგოსანმა მოახერხა რამე, მას ხომ ბევრი რამ შეუძლია თავისი ქოლგით. მახარე ისევ იმ თაროზე იყიო შემოსკუპული, სადაც ამ მოთხრობის დასაწყისში შევხვდით. თავის თავგადასავალს ჩურჩულიღ უყვებოდა ხავერდის დათუნიას და ფრთახატულა ხოხობს, რათა დათუნა არ გაეღვიძებინა. სხვათაშორის, მახარემ ცოტაოდენი ცვლილებებით უამბო თავისი თავგადასავალი ხავერდის დათუნიას და ხოხობს. არაფერი გაუზვიადებია. მხოლოდ ის არ გაამხილა, თუ როგორ იპოვა ქოლგოსანმა ალისფერი ყვევილი საკუთარ ქოლგაში. მახარემ უბრალოდ აღნიშნა, რომ ალისფერი ყვავილი მაინც ქოლგოსანმა იპოვა. ხოლო სად და როგორ, ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. კიდევ კარგი, მის მსმენელებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ამაზე, არც რობიკოს წამ,ოსცდება რაიომე ქოლგოსანის მარცხის შესახებ. მან იმთავითვე წაშალა ამ შემთხვევის ისტორია, რაც თურმე მწვანე უჯრედში ჰქონდა ჩაწერილი. როგორც ვიცით, მწვანე უჯრედში რობიკოს მცენარეების შესახებ ჰქონდა ჩაწერილი ცნობები.ასე რომ, მისი წაშლის შემდეგ, რობიკომ აღარც მწვანე მცნარეების შესახებ იცის რამე. რომ მოკლა, ანუი ნაწილ-ნაწილ რომ დაშალო, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს გამხმარ ჩხირს და მწვანე ყლორტს. მხოლოდ შავი ღრუბელი არაა მთლად სანდო, ცოტა არ იყოს, თავქარიანი ხასიათის გამო (აბა როგორი ხასიათი ექნება იმას, რომელსაც ნიავქართან ასეთი მჭიდრო მეგობრობა აქვს). მაგრამ ალბათ გახსოვთ, რომ შავი ღრუბელი ძალიან გაურკვევლად ლაპარაკობს, უფრო სწორად, ბუზღუნებს, მისი გაგება ძალიან ძნელია. ამას გარდა, არც არავინ იწუხებს თავს მის მოსასმენად. დაინახავენ თუ არა, ყველა სადღაც გარბის და იმალება. ჯერჯერობით კი შავი ღრუბეკლი ღია ფანჯრის წინ გამოკიდებულიყი და ოთახში იჭვრიტებოდა, მძინარე დათუნას უთვალთვალებდა. დათუნა უკვე იშმუშნებოდა, ჩვენს გაღვიძებას აპირებდა. საცაა გაიღვიძებდა და გაიხარებდა სადღეობო ტორტის ნახვით, რომელიც წუთი-წუთზე მზად უნდა ყოფილიყო. ცხადია, ტორტი ალისფერი კრემის ვარდებით იქნებოდა მორთული. ეს განსაკუთრებით გაახარებდა დათუნას. სწორედ ამას ელოდა შავი ღრუბელი, მას კიდევ ბევრი ჰქონდა სიხარულის ცრემლები... ანუ წვიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბუზღუნებს შავი ღრუბელი თუ დუდღუნებს? :)
ძალიან კარგი გოგო ხარ ნუნუ-ნონა, თბილი და კარგი ადამიანი. 5.
ბუზღუნებს შავი ღრუბელი თუ დუდღუნებს? :)
ძალიან კარგი გოგო ხარ ნუნუ-ნონა, თბილი და კარგი ადამიანი. 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|