ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2016


როცა...

როცა ისე აფრინდები,
რომ აღარ გჭირდება ფრთები...
როცა მუზებს ყოველ დილით,
შუადღით თუ ღამით ხვდები...
როცა თავს აღარ ეკუთვნი
იდუმალი სჩანან გზები...
სცნობ, რომ მიწას სტუმრად იყავ
წაქცეულიც ბევრჯერ დგები.
როცა სულით შემოქმედი
სახლისკენ გზას დაადგები...
სხეულით ხვდები რამდენი
გავლილ-სავლელია წლები
გრძნობ, რომ მხოლოდ მას ეკუთვნი,
ვინც აქ მოგავლინა ნებით
და რომ სხვისი ვერასოდეს
ვერავისი ვერ გახდები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს