მონასტერში (ახლანდელი დრო)
-ვწუხვარ, შენი მეგობრის გამო... -ახლაც კი მიჭირს ამ ყველაფრის გააზრება -ვთქვი მე -თუმცა, თითქმის წელიწადი გავიდა ხო? -კი, ასე გამოდის.-სიჩუმე -მორჩილებაში ყოფნის დრომ, მალე განვლო... -გენატრება ხოლმე საერო ცხოვრება? -მხოლოდ ისინი. -? -მეგობრები და ახლობლები. -თუმცა... -თუმცა ბედნიერი ვარ. მე ხომ სწორედ ამას ვეძებდი. ადგილს და მდგომარეობას სადაც ბედნიერებას განვიცდიდი. აქ კი, სწორედ ასე ვარ. ამ ხნის განმავლობაში აქაც იყო და არის ბევრი სირთულეები, რაღაც ბარიერები რისი გადალახვაც მიწევს, არის ცრემლი და ტკივილიც თუმცა, ზუსტად ვიცოდი რა მელოდა წინ. ყველაფრის და მიუხედავად როდესაც უკან ვიხედები იქ წარსულში ვხვდები რომ აქ, მე, მე ვარ სანდრო ტაბატაძე... - იოანე... -შემახსენა ბერმა -ნამდვილად -გამეღიმა - მორჩილი იოანე... -მაშ, მორჩილო იოანე -პაუზის შემდეგ განაგრძო ბერმა- შემდეგ რა მოხდა? -შემდეგ მოხდა ის რომ, ჩვენი გაგა მიწას მივაბარეთ. ვერც კი აღგიღწერთ თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული იმ დღეს. ხალხი საიდან აღარ იყო, ჩამოსული. მას ყველა აფასებდა და მისი სახით დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს. ამის შემდეგ მე, გიო და ბიჭები ჩემთან წავედით. უბრალოდ აღარ შემეძლო იქ გაჩერება... -მესმის შვილო, მესმის... -ის ერთადერთი ადამიანი გახლდათ ვინც გაიგო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და სამუდამოდ შეინახა. -თავად როგორ დაუბრუნდი, შემდეგში ყველაფერს? -ერთ დილას გავიღვიძე და მივხვდი რომ უნდა გამეგრძელებინა გზა. ცხოვრების კანონებიც ხომ ასეთია. მადლობა უფალს გაძლიერებისთვის...
*** მას შემდეგ რაც მონასტერში ამოვედი და მორჩილად დავრჩი, დიდმა დრომ განვლო. მორჩილების პერიოდი რთული და ამავდროულად საინტერესო გამოდგა ჩემთვის. ჩავები მონასტრულ ცხოვრებაში და ისევე ვმსახურობ როგორც სხვა იქ მყოფი. ვასრულებ კურთხევას, ვმუშაობ ფიზიკურად, ვუვლი შინაურ ცხოველებს, ვღებულობ მონაწილეობას მონასტრის მშენებლობაში და თავისუფალ დროს ბევრს ვკითხულობ. დილას და საღამოს ლოცვებს ვესწრები. მარხვის დროს კი ბევრად რთულია აქაური ყოფა. თუმცა, ყველაფრისთვის ვცდილობ რომ სულიერად კიდევ უფრო განვმყარდე. არის ბრძოლებიც, როდესაც საერო ცხოვრება მახსენდება ხოლმე და მხოლოდ მაშინ ტყეში გავდივარ ჩემთვის განმარტოებით. სადმე ხიზ ძირას ჩამოვჯდები ხოლმე და ერთ წერტილს მიჩერებული დიდხანს ვფიქრობ ჩემს აქაურ და განვლილ ცხოვრებაზე. ხშირად ადამიანებისათვის რთულია ამ მდგომარეობის გათვითცნობიერება თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით თუ რა ხდებოდა აქამდე ჩემს გულში თუ სულში. ყოველ დღეს და ყოველ წამს მე აქ ვიყავი ჩემი გონებით. ბოლო დროს კი საერთოდ აღარაფერი აღარ მაკავებდა ერში. ვერსად ვერ ვხედავდი ჩემს თავს. არაფერი ისეთ სიხარულს არ მანიჭებდა როგორც აქ ამოსვლა და დარჩენა იყო. ხანდახან მგონია რომ ეს ძალიან ღრმა ასაკიდან მოდის ადამიანში და უბრალოდ გარკვეული დროის შემდეგ ხვდება და ესმის ის ძახილი, სულის ძახილი. ვიხსენებ იმ დღეს როდესაც უკანასკნელად ამოვედი მონასტერში. ეს იყო უდიდესი სიხარულის განცდა. დღე როდესაც დავუბრუნდი იმ მშობლიურ ყველაფერს, რასაც თითქოს ჩემდაუნებრურად გავურბოდი.ჩემთვის ყველაზე ძვირფასს. ახლა 24 წლის ვარ თუმცა მერწმუნეთ, მე არაფერს ვნანობ. ბედნიერია ის ვინც დარწმუნდება რომ საბოლოოდ იპოვა ცხოვრებაში საკუთარი გზა. ჩემმა გზამ კი აქ მომიყვანა მონასტერში და ამით დასრულდა. დასრულდა საერო ცხოვრება და დაიწყო ახალი, რასაც ბერ-მონაზვნობა ჰქვია. ამ ეტაპზე მორჩილი ვარ და წინამძღვრის კურთხევებს ვასრულებ, რის შემდეგაც წინამძღვარი და საძმო გადაწყვეტენ თუ როდის ვიქნები მზად იმ ღვაწლისა და ცხოვრებისთვის, რასაც ბერობა ჰქვია. ამ ეტაპითაც კმაყოფილი ვარ. მორჩილებამ მომცა როგორც გამოცდილება ისე ცოდნა. გავიგე და შევისწავლე ბევრი რამ. დავაფასე და გავაცნობიერე ბევრად მეტი, რასაც ვამჩნევდი ან სულაც ვერ ვამჩნევდი. ასე ცალკე განმარტოვება კი ბევრ რამეში მეხმარება, ფიქრი. ხოლო კითხვები რომლის პასუხებსაც ვერ ვპოულობ, ამაში მონასტრის საძმო მეხმარება. თითოეული მათგანისგანაც რაღაც ახალს ვიგებ და ვიმახსოვრებ. არ ვიცი როდის მოვა ბერად აღკვეცის დრო თუმცა ხომ გითხარით, ამისთვის მეც დრო მჭირდება. მორჩილება კი ამაში მეხმარება. ხო მართლა!.. მორჩილების დროს სახელი შემიცვალეს და ახლა სანდროს მაგივრად, მორჩილი იოანე ვარ. რომელიც სავარაუდოდ ბერად აღკვეცის შემდეგ ისევ შეიცვლება. იქამდე კი... *** -გისმენთ. -სანდრო, გიო ვარ... -ხო, გიო?! -შეგიძლია ჩემთან რომ მოხვიდე? -სახლში? -სახლში... -ახლა სამსახურიდან გამოვედი და პირდაპირ წამოვალ, მაშინ. -კარგი გელოდები. -...
სიმართლე გითხრათ მეუცნაურა გიოს ეს ზარი. გული თითქოს რაღაცას მიგრძნობდა. თუმცა რაღა დაგიმალოთ და ბოლო დროს, ზედმეტი ფიქრისგანაც კი დავიღალე...
*** -რა ხდება? -ვაიმე სანდრო, მადლობა ღმერთს... -რა ხდება, ქალბატონო ნანა? -აი ასე ვარ შვილო. დილიდან მისი ოთახის კარებთან ვდგავარ. -რა მოხდა? -თვითონაც არ ვიცი. რაღაც გაგვიუცხოვდა ეს დღეებია და ოთახშია გამოკეტილი. -დიდი ხანია რაც ასეა? -2 დღეა უკვე სანდრო შვილო. იქნებ შენ უშველო რამე... -გიო, მე ვარ -კარებზე მივუკაკუნე, თუმცა ამაოდ. ხმას არ მცემდა -გიო... რა დაგემართა დედა? გაგვიღე კარები. მგონი სასმელიც აქვს შეტანილი... -სვაამს? -გაგას ტრაგედიის მერე, სულ ასეა. გონს ვერ მოსულა და მუდამ ნასვამი მოდის სახლში, ახლა კი... -გიო, სანდრო ვარ . კარები გამიღე რა ბიჭო, რა დაგემართა?! -სანდრო შენ ხომ იცი რომ ჩვენს გიოს განსაკუთრებულად უყვარხარ?! -აღელვება დაეტყო ქალს -ნუ ნერვიულობთ! თვითონ დამირეკა და მთხოვა მოვსულიყავი...
-სანდრიკ,შეგიძლია წახვიდე. არ უნდა დამერეკა -ოთხიდან გამომძახა გიომ -სისულელებს მოეშვი და კარები გამიღე თორემ... -თორემ, რა, სანდრიკ? მემუქრები? -ღმერთო სულ მთლად შეიშალა მგონი -სახეზე ხელები წაიშინა ქალმა -გიო კარებს შემოვამტვრევ - ვუთხარი მე. -უკან დაბრუნდი თქო, სანდრო ...
ხელის მოძრაობით დედამისი უკან გავწიე და თვალებით ვანიშნე რომ სხვა ოთახში გასულიყო. -სანდრო... -მაპატიეთ, ასეა საჭირო -ვთქვი მე და წიხლის ძლიერი დარტყმით მისი ოთახის კარები შევამტვრიე. წინ წარმოუდგენელი კადრი დამიდგა თვალთ. გიო, ოთახის აივნის მოაჯირზე იყო შემომდგარი და ყელზე, იარაღის ლულა ჰქონდა მიბჯენილი. ღვინის ცარიელი ბოთლები კი იატაკზე იყო მიმობნეული. წამიერად ადგილზე გავშეშდი.ნამდვილად შეურაცხადს გავდა. პაუზის შემდეგ კი ნაბიჯი მისკენ გადავდგი.
-უკან დაიხიე სანდრიკ, მე არ ვხუმრობ -გამომხედა გიომ -დაბლა ჩამოდი... -აქ უკეთესია იცი?! -გიო... -ახლოს არ მოხვიდე თქო! ამას ნამდვილად გავაკეთებ. -და რას გააკეთებ ამით? -და აქ რას ვაკეთებ რომ ამ ბინძურ მიწაზე? - იყვირა გიომ -მეც ხომ შენთან ვარ, შენი ოჯახიც... -შეენ? -მე... -მგონია რომ შენც მიმატოვებ იცი?! გაგაც აღარ გვყავს და მე? მე აღარ მინდა სანდრო... -რაზე საუბრობ? -არაფერი არ მინდა. ალბათ სუსტი ვარ და დავიღალე ამ ყველაფრით?! -გიო, გონს მოეგე ცოტა... -გიო, გიო, გიო.... შეგიძლიათ რომ უბრალოდ მომისმინოთ? გესმის?! მომისმინოთ... -გისმენ
პაუზა...
მე ვუსმენდი მას. ვუსმენდი მის გამართლებას ამ ყველაფერზე. მის წარმოდგენებს და იდეას, რამაც ამ ქმედებამდე მიიყვანა. ეს იყო დეპრესია. სიცარიელე მასში. ის ვერ ხედავდა გამოსავალს და ხსნას. წუთით ვერც კი წარმოედგინა მისი თავი მომავალში და შემდეგ. ვუსმენდი და საპასუხოდ არაფერს ვამბობდი. ის კი შორს, სადღაც იქით იყურებოდა და საუბრობდა. მე კი ასე, გაშეშებული ვიდექი და ვცდილობდი მომეკრიბა ძალა. ბოლოს სიტყვა ისევ მე გავაწყვეტინე...
-გახსოვს! თუ რას მეუბნებოდი მუდამ? -არა... -აწი რაღა დაგვაშორებსო...
მან თავი დაბლა დახარა. წამით ჩაფიქრდა და მოულოდნელად ჩემსკენ მოტრიალდა. იარაღი დაწია და შემდეგ შორს მოისროლა. მალევე მოაჯირიდან ჩამოვიდა და ადგილზევე ჩაიმუხლა. მაშინვე მივუახლოვდი, გვერდზე ჩამოუჯექი და მხარზე ხელი მოვხვიე. სულმთლად აკანკალებულიყო...
-დავიღალე სანდრიკ, დავიღალე. -მე ხომ შენთან ვარ... -და რას გიყვებოდა, იქ მონასტერში? -ამბობდა რომ მან იქ იპოვე სიმშვიდე, რაც ასე აკლდა. ის ბედნიერი იყო გიო, ბედნიერი... -მართლა? -კი. ყველაფერი გააზრებული ჰქონდა და მამაცურად შეხვდა განგებას. მას ჩვენ ვუყვარდით და ის ჩვენითაც იყო ბედნიერი. -მიხარია ამის მოსმენა... -დღეს რომ მას ასე ენახე, ნამდვილად დაგიჭერდა და მაგრად გცემდა -გავუღიმე მე, რასაც გიოს სიცილიც მოჰყვა. -ვიცი ხო... -ადექი წავიდეთ. -სად? -ცოტა გავიაროთ... -გიო, შვილო- ოთახში შემოვიდა დედამისი -როგორ ხარ? -უკეთესად ქალბატონო ნანა -ვუპასუხე მე -წამოდი შვილო ცოტა მოისვენე, გამოფხიზლდი. დასვენება გჭირდება. -მართალია ქალბატონი ნანა, ახლა მოსვენება გჭირდება. საღამოს კი ჩემთან დარჩი. -ხელი გავუწოდე გიოს. ის წამოდგა და ერთად გამოვედით ოთახიდან. მე კარებისკენ წავედი -შენ გაიხარე სანდრო -უკან მომყვებოდა დედამისი -სანდრიკ -დამიძახა გიომ. მე მოვტრიალდი... -და კარები? -ჩემი ბრალია? -იუმორით ვკითხე მას -ცოტა შენი და ცოტაც ჩემი -გაეღიმა გიოს -მაშინ საღამოს ერთად მივხედოთ... -თუ გამოვა ამისგან რამე?! -მოევლება მაგ საქმესაც -ვუთხარი და მათგან წამოვედი.
*** მონასტერში (ახლანდელი დრო)
-იოანე, სად არის? -მგონი ტყეშია წასული. რა ხდება? -ვიღაც სამხედროები არიან მოსულები და მას კითხულობენ... -ვინ სამხედროები? -არ ვიცი. სანდრო ტაბატაძე ხომ მისი სახელი იყო? -კი. -მაშ, ის ყოფილა ვისაც ეძებენ...
----
-გამარჯობათ! დაგვლოცეთ მამაო... -ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო. რამ შეგაწუხათ? -ჩვენ სანდროს სანახავად მოვედით ტაბატაძის. -ეგ გასაგებია. ახლა მორჩილია წასული და დაუძახებს -მადლობთ. -დასხედით ბიჭებო, გავისაუბროთ. -კარგით. -მას საიდან იცნობთ -თქვენ?.. -კითხვით გახედა ერთმა -მამა გიორგი. -სასიამოვნოა მამაო. ლევანი და გოგა. -გაეცნენ ბიჭებიც - სანდრო 2008-ში გავიცანით როდესაც ის ჩვენს ბრიგადაში გადმოიყვანეს. -თქვენს ბრიგადაში? -დიახ. 2008-ში ჩვენ ერთად მივიღეთ მონაწილეობა, რასაც აგვისტოს ომი ერქვა. -რას ამბობთ? არ ვიცოდი. -თავიდან ის ჩვენთან ავნევის საგუშაგოზე იყო და შემდეგ ნულის საგუშაგოზე გადაყვანეს. ერთ დროს მეც ვიყავი მათთან...
-რიგითი ბახტაძე ... -სანდრო -წამოდგნენ ბიჭები. -როგორ ხართ? გამიხარდა და გამიკვირდა აქ თქვენი სტუმრობა. -ხო გიომ გვითხრა რომ აქ იქნებოდი. მორჩილად ხარ? ძალიან შეცვლილხარ... -კი. ახლა მორჩილი იოანე ვარ. -გასაგებია იოანე -გამიღიმეს ბიჭებმა და ისევ ბერისკენ გავემართეთ -იოანე, მე არც ვიცოდი ამის შესახებ. არც მამა ზენონს უთქვამს ჩემთვის რამე. -ხო. ბიჭებო მამა გიორგი სულ რამოდენიმე კვირაა რაც მეუფის ლოცვა-კურთხევით ჩვენს მონასტერში გადმოვიდა. ახლა ვეცნობით ერთმანეთს... -ასეც ვიფიქრეთ. -ესე იგი ომში შეხვდით? -დიახ ომში... -შემდეგ?
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიახ, გაგრძელებაც დევს აქ.... დიახ, გაგრძელებაც დევს აქ....
4. სანდროს მეგობრობა და ქცევა სამაგალითოა, გაგრძელება უსათუოდ საინტერესო იქნება. სანდროს მეგობრობა და ქცევა სამაგალითოა, გაგრძელება უსათუოდ საინტერესო იქნება.
3. - თორემ რა სანდრიკ, მუქარას ხომ არ აპირებ? ---->>> თორემ, რა, სანდრიკ? მემუქრები?
ცოტა უფრო მეტად გაათავისუფლე თხრობა! თითქოს დაძაბული ხარ წერის დროს. ისე ალაპარაკე გმირები, როგორც ჩვეულებრივად ლაპარაკობ-ხოლმე. შენ ხომ მეგობრებს ალაპარაკებ ერთმანეთთან?
- თორემ რა სანდრიკ, მუქარას ხომ არ აპირებ? ---->>> თორემ, რა, სანდრიკ? მემუქრები?
ცოტა უფრო მეტად გაათავისუფლე თხრობა! თითქოს დაძაბული ხარ წერის დროს. ისე ალაპარაკე გმირები, როგორც ჩვეულებრივად ლაპარაკობ-ხოლმე. შენ ხომ მეგობრებს ალაპარაკებ ერთმანეთთან?
2. მადლობთ . ვაწყდები ხოლმე რაღაც სირთულეებს თუმცა, თავად ავირჩიე ეს თემა და მომწონს მისი თხრობა მადლობთ . ვაწყდები ხოლმე რაღაც სირთულეებს თუმცა, თავად ავირჩიე ეს თემა და მომწონს მისი თხრობა
1. ალბათ რთულია ამაზე წერა. ძნელია მორჩილის აზრებს ჩაწვდე. დაველოდები გაგრძელებას. ალბათ რთულია ამაზე წერა. ძნელია მორჩილის აზრებს ჩაწვდე. დაველოდები გაგრძელებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|