ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 თებერვალი, 2016


ფიქრი-შელოცვა

ბევრი სათქმელი მიგროვდება ხანდახან და ვეძებ სიტყვებს.
იმდენად ბევრი ტკივილია, იმდენად ჩემი, მგონია ესმით.
    უსიტყვოდ ესმით გულის ძგერა,  ხედავენ ფიქრებს.
      ჩემში შემოსულს, დაბუდებულს, ძილისას ვურწევ
              ვურწევ და ვდუმვარ, არ გამოფხიზლდეს,
                  არ გადმოიფრქვეს და არ წალეკოს
                      თავის გზაზე საწყაულები
                      მოთმინების, გონიერების
                            ვიცი და ვდუმვარ,
                            ვდუმვარ და ველი
                              გამოდარებას.
                          ვდუმვარ და ველი
                        სიმშვიდეს სულის ,
                    ჩემი ყოფის, ცნობიერების.
        გაზაფხულამდე ვუნანავებ, არ გავაღვიძებ
      რომ გაადვილდეს ამ ტკივილის გაფერადება.
......................................................................................................
ბევრი სათქმელი მიგროვდება ხანდახან და ვეძებ სიტყვებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები