ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


####

*
დღეების სრული ანალგია.
ღამეთა ტკივილი და დებოში.
ღამეა.
ქუჩაა.
ქალაქია.
მოდი და სიმშვიდე შემმოსე.
*
მოდი და მე, შენი ანატომი,
გამრიყე შენს სულის ნაპირზე.
ვლოთობდი.
ვცხოვრობდი.
გღალატობდი.
მოდი და სიმშვიდე მაღირსე.
*
დღეები - შავთეთრი ნარატივი.
დავეძებ უცხოს და ანტიგენს.
ბოთლში
ნაპოვნი
ბარათივით,
მოდი და სიმშვიდით მატკინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები