ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2016


ახალმუხრანული ( ნინო დარბაისელი)

ნინო დარბაისელი

ახალმუხრანული
- - - - - - - - - -

ეს პატარა მარგალიტი არის თურმე მაგალითი,
რას უშვრება ბედი კრული, რა ჯვარზეა ის გაკრული,
ვინც შინაურს და გარეულს,  ჭკვიანსა და გადარეულს,
უცნობ- ნაცნობს,
მტერ - მოყვარეს,
მისთვის შენაწუხარს
მეტის მეტად,
რეტის რეტად
უყვარს,
უყვარს
უყვარს...

ზოგს მამულად, ზოგს სამყოფად,
ზოგსაც კიდევ გასაყოფად,
ზოგს საძარცვად,
ზოგს საყიდად,
ზოგსაც კიდევ გზად და ხიდად,
ზოგს საჯიჯგნად, ზოგს სათხრელად,
ზოგს საგრძნობლად, ზოგს სათქმელად,
ზოგსაც სულის მოსათქმელად,
ზოგს სახრავად,
ზოგს საფლავად
და ზოგს კიდევ შილაფლავად
შვილს დამშეულს და მოკეთეს,
ვინც წყვდიადში გამოკეტეს,
მტერს გულმონამსუყარს,
ვერ იკავებს ვინც მდუღარე ცრემლის ნაკადს თუ ღვარს,
ყველას ერთად და ცალ-ცალკე
ეს პატარა საქართველო
თან სძულს და თან უყვარს.

საქართველოს გაუმარჯოს,
მეტად აღარ გაიტანჯოს,
სიკეთისთვის მოეცალოს,
ასე მტერი დაეცალოს სათნოს და სანუკვარს!

მჯერა, მართლა გადარჩება,
ვინც ღვთისანაბარა რჩება.
მძიმე არის უფლის რისხვა და წყალობა უხვ არს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები