ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2016


* * *

ქალაქი-უძრავი ჩრდილების ქაოსი,
ზაფხულის წვიმების ნაცნობი ქრონიკა,
ღამეებს-უშენო სიზმრებით დაოსილს
წალეკავს, მოკლებულს ყოველგვარ ლოგიკას.
ჩვენ გავილუმპებით და სადმე ქუჩაში
ვიპოვით წვიმისგან შესაფარ შენობას,
მე მოგეფერები თმაზე და ტუჩებზე,
შენ კი გაიტრუნე ან როგორც გენებოს,
იდექი და მხრების ბავშვური კანკალით
მომენდე და მზერა მიაპყრე აივნებს,
იგრძენი, თმაში რომ თითებით ვწანწალებ
და ტანში ამბორის სიცხელე გაივლე,
რომ მერე ბაგეებს აღმოხდეთ ბუტბუტი,
ბაგეებს, რომლებსაც კოცნისთვის მოცლიათ,
მე გკითხავ: "ძვირფასო, ოდესმე ქუთუთო
ან შენი თვალები თუ დაუკოცნიათ"?!
შენ იტყვი "არას" და წამწამებს ჩამოყრი,
ასეთ დროს მორცხვობას მივიჩნევ ალიბად
და მე კი უშენო სიზმრები გამომხრავს
და ამბორს გაჩუქებ თაფლისფერ თვალებზე
და წავალთ სრულიად სველები ხიდისკენ,
წვიმაა-ქალაქის ნაცნობი ტაროსი...
ზურგს უკან მოგვრჩება: ბუტიკი, კიოსკი,
კაფე და უძრავი ჩრდილების ქაოსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები