ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2016


ფეხზე მეკიდა

სულ ფეხზე მეკიდა
ვფიქრობდი თუ არა,
სულ ფეხზე მეკიდა
რას გრძნობდნენ ტალღები,
არ ვიცი სიყვარულს
რამ წამოუარა,
არ ვიცი,
ამიტომ ვერაფრით ვლაგდები,
სულ ფეხზე მეკიდა
სტიმული სიცოცხლის.
სულ ფეხზე მეკიდა
სიმთვრალეც, სიფხიზლეც,
ქუჩაში უკრავდა
ვიღაცა ვისოცკის
სიმღერას,
და მერე იცვლიდა
მიმიკებს,
სულ ფეხზე მეკიდა,
პოეტად სიკვდილი,
სულ ფეხზე მეკიდა
ზაფხულის სურნელიც,
ჩემს სახლთან,
ფოთოლი
ვიპოვნე გვირილის,
ხომ ხედავთ,
ბუნებაც
ჩემია უბნელი,
სულ ფეხზე მეკიდა
ვდარდობდი, ვკიოდი,
სულ ფეხზე მეკიდა,
სისხლი და ძარღვები,
ცხოვრებას, ცრემლივით
ყოველ-დღე ვსდიოდი,
და მოვრწყე საღამოს
გრძნობების ბაღები,
სულ ფეხზე მეკიდა,
უწიგნო მოყვასი,
სულ ფეხზე მეკიდა
მძიმე და წერტილი,
ამინდებს,
დღეს ჩემი
სიტყვები მოვაცვი,
,,მიყვარხარ''
დავტოვე
ლავიწთან შეხსნილი,
სულ ფეხზე მეკიდა,
ვინა ვარ, სადა ვარ,
სულ ფეხზე მეკიდა
ოღონდაც მყოლოდი,
მე კარგი შეგრძნების
კეთილი ,,ბანდა'' ვარ,
გადავაჭარბებ
იცოდე მოლოდინს,
სულ ფეხზე მეკიდა,
ქუჩებს თუ ვუყვარდი,
სულ ფეხზე მეკიდა,
მეკიდა ფეხებზე,
სამყაროს სულ ყველა
კუთხეში ვუჩანდი,
მამჩნევდნენ,
და ხელებს
მკიდებნენ გვედებზე.
სულ ფეხზე მეკიდა,
ვინ იყო მეფე და
სულ ფეხზე მეკიდა
,,ქალების ასორტი'' ,
არ მსურდა, რატომღაც
აპრილზე შეხება,'
სათქმელსაც ვიტყოდი
მე ერთი ასოთი,
სულ ფეხზე მეკიდა,
ვფიქრობდი თუ არა,
სულ ფეხზე მეკიდა
ვინ რატომ დაკაცდა,
არ ვიცი სიყვარულს
რამ წამოუარა,
რომ
ფეხზე მეკიდა
ამდენი რაღაცა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები