3 ამგვარ ამაღლებულ ნოტაზე, ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრში დასრულდა უკანასკნელი სეანსი, რომლის მონაწილეები, ნებსით თუ უნებლიედ, მიენდნენ განგების ახირებებს. ტიციანი უმალვე გაეშურა ბილეთების შესაძენად, მეცნიერებმა კი გეზი ახლომდებარე ბარისკენ აიღეს, სადაც მათ წინა სტუმრობის შედეგად იძულებით განახლებული ინვენტარი და ქალაქის ვიცე-მერის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი ღრეობა ელოდათ. ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, საზეიმო ღონისძიება ფრიად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან სწორედ ამ ავადსახსენებელი პიროვნების ინიციატივით დაიხურა სპირტის მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ღვთაებრივი ნილოსივით ინარჩუნებდა რეგიონის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც არაერთხელ აღვნიშნეთ ის დრამატული გარემოება, რომელიც ქარხნის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა, ჩვენი მხრიდან სულ მცირე უსინდისობა იქნებოდა ამ, უდავოდ ისტორიული ფაქტის არასათანადოდ აღწერა. ამიტომ, ნება მიბოძეთ, ქრონოლოგიურად და დაწვრილებით მოგახსენოთ ყველა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კლარა ცეტკინის სახელობის სპირტისა და აცეტონის მწარმოებელ ქარხანას. თავდაპირველად ქარხანა თავისი დამაარსებლის სახელობისა იყო, მშენებლობას კი საფუძველი ჯერ კიდევ ქალაქის დაარსებამდე ჩაეყარა. ამ იდეის ინიციატორი გახლდათ იმ დროის თავისუფალი მოაზროვნე, ვეტერინარი, სპელეოლოგი და ექსტრემალი, რომლის ვინაობას საიდუმლოდ შევინახავ. ვიტყვი მხოლოდ იმას რომ, ამ ექსტრავაგანტული პერსონის სახელი ითარგმნება,- როგორც ერთი უსაქმური ვინმე. უსაქმური ეძახე და მისი ღვაწლი ქალაქის წინაშე შეუფასებელია, ვინაიდან სწორედ მისი წყალობით პატარა, ყველასთვის შეუმჩნეველი დასახლება, დროთა განმავლობაში გადაიზარდა არც თუ ისე მცირე ქალაქში, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანებმა მოიყარეს თავი. ერთადერთი, რაც აერთიანებდა ქალაქის ბინადრებს, ეს იყო უანგარო სიყვარული სპირტისა და აცეტონისადმი. რეგიონში პაციფისტური ორგანიზაციების გააქტიურებისთანავე, ქარხანას კლარა ცეტკინის სახელი მიენიჭა და წარმოების პროდუქციის რეპერტუარს უზადო ოდეკოლონი დაემატა, რომლის გამოყენების ტენდენცია ყველაზე მეტად მშრალი კანონის წლებში შეიმჩნეოდა. დიახ, კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე სამარცხვინო პერიოდში ქარხნის ფუნქციონირება ოდნავაც არ შეფერხებულა. კანონი, რომელიც პირდაპირ და ურცვხად ქადაგებდა ლოთი ხალხის დისკრიმინაციას, წარმატებით იქნა გადალახული, რის შემდეგაც რეგიონში ალკო-რენესანსის ეპოქა დადგა. ქალაქის ტერიტორია იზრდებოდა, პროგრესირებდა საზოგადოება, ყოველ მეორე მოქალაქეს ჰქონდა უვადო "ზაპოის" ფუფუნება. სტუმარი კი, როგორც ალისა საოცრებათა ქვეყანაში, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. სამწუხაროა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი იცვლება, იმპერიები ინგრევა, იხრწნება მეფეთა ხორცი და როგორც იტყოდა ჩემი ცალთვალა თუთიყუში, უნივერსალი მოაზროვნე მისიე დე ლეზო, „ჩვენც დაგვერხევა ბატონებო!“ ამ მარადიული კანონის თანახმად, ქალაქის ისტორიაშიც დადგა ჟამი დასასრულისა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთმა გათახსირებულმა ჩინოვნიკმა გადაწყვიტა შეეცვალა ქალაქის სულიერი იერსახე, მისი მენტალური არსი და მიუხედავად ქარხნის მდიდარი და საამაყო ისტორიისა, რომელიც, როგორც წესი, მისი ხელშეუხებლობის გარანტი უნდა ყოფილიყო, გასცა ბრძანება "კლარა ცეტკინის"დაუყოვნებლივი ლიკვიდაციის შესახებ. ხანგრძლივი და გააფთრებული საერთო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, კლარა ცეტკინიგმირულად დაეცა უთანასწორო ბრძოლაში. უმცირეს დროში მოხდა დანადგარების დემონტაჟი, შენობა დაილუქა. ქალაქმა დაკარგა სულიერი სარჩო. (აქ მშვიდობა და) შიშისმომგვრელმა სიფხიზლემ მოიცვა ადამიანთა უსუსური ტვინები. ხალხის გონებაში გაურკვევლობა და უიმედობა სუფევდა. უამრავი მოქალაქე გაეცალა მშობლიურ კერას, ქუჩები დაცარიელდა, სახლები კი პატიოსან ობობებს დარჩათ, მხოლოდ ცალკეულმა ჯგუფებმა, პირადი რესურსების ხარჯზე, გადააგორა ორი უმძიმესი წელიწადი. ორი წლის თავზე კი, ყველასთვის მოულოდნელად, თავის კაბინეტში გარდაიცვალა დესპოტი და ტირანი, ქალაქის უმოწყალო მერი. ეს, რბილად რომ ვთქვათ, სასიხარულო ამბავი ღვთის ჩარევად შეირაცხა. პირადად მე, ღმერთზე მეტად მდივანზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაუმარჯოს! ნელ-ნელა ქალაქი ქალაქს ემსგავსება და, ჩემი ღრმა რწმენით, ორიოდე წელიწადში ქარხნის სრული რეაბილიტაციაც მოხდება.
სანამ ჩვენ ვბაასობდით, ვიცე-მერის გარგაცვალების დღისადმი მიძღვნილმა ღრეობამ, რომლის ყველაზე აქტიური მონაწილეები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეცნიერები იყვნენ, დუღილის წერტილს მიაღწია. ქალაქის ყველაზე აქტუალური ბარის ჩვეულ ხმაურსა და ალიაქოთში სრულდებოდა სასიკვდილო ნომერი, გარეული ტახის მონაწილეობით. მეტსახელი მას ამ ნომრის უზადო შესრულებისთვის მიენიჭა. ეს სამასკილოიანი ჰომოსაპიენსი მაინც და მაინც მჭევრმეტყველებით ვერ დაიკვეხნიდა ,მაგრამ მისი ლექსიკის ყველაზე ხმარებადი „ტერმინი“ - მონოტონურად შესრულებული "ო",რატომღაც შესაშურ გავლენას ახდენდა ხალხზე და მის მიმართ კეთილად განაწყობდა ნებისმიერ მოსაუბრეს. ცუდად არ გამიგოთ, გარეული ტახი უფრო შინაური ღორის თვისებებით გამოირჩეოდა და სულაც არ იყო აგრესიული ბუნების ადამიანი. ბარის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მისთვის საგანგებოდ დამზადებულ სავარძელში მჯდარმა თავი უკან წაიგდო და ხახადაღებული დაელოდა გამოცდილი ასისტენტების ქმედებას. გამამხნევებელი შეძახილების ფონზე, ორმა ახალგაზრდამ ადგილობრივი წარმოების სასმელით სავსე, საკმაოდ დიდი ზომის ბოცა მოიმარჯვა, მესამე კი ტახის ხახაში ძაბრის დამონტაჟება სშეუდგა. — ბატონებო, უფრო მაღლა აწიეთ ძაბრი! — შესძახა ვიღაცამ ასისტენტებს, — არ დაგვეხრჩოს ეს ბუმბერაზი. — ოოო! — დაამშვიდა ტახმა და ნომრის შესრულებას შეუდგა. მთვრალი და ბედნიერი ხალხი მაგიდას მუშტებს ურახუნებდა, იმსხვრეოდა ჭურჭელი და დანა-ჩანგალი ცვიოდა იატაკზე. ტახი გიგანტური შავი ხვრელივით ლიტრობით ყლაპავდა სასმელს. — ნახევარი ბოცა დაგრჩა! — აცნობა ასისტენტმა შემსრულებელს. — გესმით, მაესტრო! კიდევ ხუთი ყლუპი — გათვალა მეძაბრემ. ორიოდე წუთში ცარიელი ბოცა შეურაცხყოფილად გაგორდა იატაკზე. ცოტა ხანში ამ ალიაქოთში, თავსხმა წვიმაში მოყოლილი ძაღლივით სველი მამაკაცი გამოძვრა საიდანღაც და გიჟივით ახტა მაგიდაზე. ეს საშინლად გალუმპული ვინმე ჩვენი ქიმიკოსი აღმოჩნდა. — სმენა იყოს და გაგონება! — აღრიალდა მეცნიერი. — ამას რა მოუვიდა?— იკითხა ვიღაცამ, — ასე სად დასველდი? — სმენა იყოს და გაგონება! — იმეორებდა ქიმიკოსი რომელიც პიზის კოშკივით ინარჩუნებდა წონასწორობას. — კასრში ჩამივარდა ეგ საცოდავი! — აცნობა საზოგადოებას უფროსმა მეძაბრემ. — რას ნიშნავს ჩაგივარდა? კოვზია თუ ქიმიკოსი? — კოვზი ვარ, კოვზი! — აყვირდა დაზარალებული. —კოვზი კი არა, შენ ის გვითხარი, ჩვენ რომ ვსვამთ ახლა, ეს სასმელი შემთხვევით იმ კასრიდან ხომ არ არის, შენ რომ იცურავე? — დაეჭვდა ერთ-ერთი ქალბატონი. ქიმიკოსმა მეძაბრისკენ გაიშვირა თითი, რაც უაღრესად მთვრალი კაცის ენაზე ნიშნავს ”მე რა ვიცი, იმას შეეკითხე!” მეძაბრეც არ დაიბნა და უმალვე დაამშვიდა სუსტი სქესის წარმომადგენელი: — როგორ გეკადრებათ ქალბატონო, მაგას აწი დავლევთ! — სილენსიო! — კიდევ უფრო აიმაღლა ხმა ქიმიკოსმა. — გისმენთ, ბატონო, გისმენთ! — ერთხმად ამოიხვნეშა შეწუხებულმა პუბლიკამ. — შემომხედეთ, წურწურით რომ ჩამომდის სითხე, განა სპირტია ან სხვა ოხრობა?! — მირონია, მირონი. ვიცით! — გაექილიკა მეძაბრე. — შენ შენს ოყნებს მიხედე იქ, — მოუჭრა ქიმიკოსმა და პუბლიკას მიუბრუნდა, — იხილეთ და იწამეთ სასწაული, თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც მსგავსად ყინულისა გაზაფხულის პირველ დღეებში, დნება და ორთქლდება მტრების სასიხარულოდ! — ვინ გემტერება, ხომ არ გაგვიმხელდით ბატონო? — ბუნება, ბუნება, ულმობელი და საზიზღარი! ქიმიკოსის გამოსვლა სულ უფრო ემოციური ხდებოდა:— მე, ძე მეცნიერების, — განაგრძობდა იგი — დავემსგავსე ფრჩხილის ტოლა ლიფსიტას, უეცარმა ტალღებმა რომ ამორიყეს უკაცრიელი კუნძულის ნაპირზე. ამიტომ გულისტკივილით მინდა გაცნობოთ: გემშვიდობებით სამუდამოდ. დღევანდელი საღამო თბილ მოგონებად დარჩება ჩემს გამრუდებულ მეხსიერებაში, რათა მწუხარების ჟამს მალამოდ მოედოს ახეულ ლაყუჩებს. — ამას მეტი არ დაუსხათ! — ჩასჩურჩულა ბარმენს ფიზიკოსმა, რომელიც შედარებით საღ გონებაზე ჩანდა. ქიმიკოსი კიდევ დიდხანს გამოდიოდა სიტყვით, რომელშიც უხვად იყო ისეთი გამონათქვამები, როგორიც არის "მიყიდეთ ავსტრალია!" და სხვა დაჟინებული მოთხოვნები. ბოლოს, ანუ როდესაც დასრულდა კონკრეტული შეკრებისთვის განკუთვნილი სასმისების მარაგი და გააფთრებულ სპიკერს ტანისამოსი შეაშრა, მეცნიერებმა, გარშემო მყოფთათვის შეუმჩნევლად, დატოვეს ალკოჰოლიკთა დისლოკაციის ადგილი და ბანცალ-ბანცალით გაუყვნენ ჩაბნელებულ ტროტუარს... სხვათა შორის, ტროტუარი არ არის ბერძნული სიტყვა და არ წარმოშობილა მდინარე "ტროტუსისგან", მითუმეტეს, რომ თავად მდინარე პოლონეთის ტერიტორიაზე მიედინება, პოლონეთში კი სახელმწიფო ენა, როგორც იცით, პოლონურია. რაც შეეხება ოდნავ შემაღლებულ გზას ფეხით მოსიარულეთათვის,(უცხო სიტყვათა ლექსიკონი), პოლონელები მას chodnik-ს უწოდებენ. ტროტუარი კი სინამდვილეში ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ოდნავ შემაღლებულ გზას ფეხით მოსიარულეთათვის(უცხო სიტყვათა ლექსიკონი. გვერდი იგივე.) ამ მცირედი დემაგოგიის შემდეგ გთავაზობთ ჭეშმარიტად საინტერესო ფაქტს, trottoir-თან დაკავშირებით. საზოგადოების საშუალო ფენისთვის ფრიად მნიშვნელოვან, საერთო გზისგან იძულებით განცალკევებულ მონაკვეთზე სეირნობისას, ანუ როცა სპილოს ტაატით, ქანცგაწყვეტილი ბრუნდებით უვაკანტო სამსახურიდან, რომელსაც ისე თავდადებით ებღაუჭებით, რომ თავმოყვარეობის განცდა თქვენში იწვევს მხოლოდ მსუბუქ ასოციაციებს და სესიუ ჰაიაკავას ფილმების მსგავსად, რახანია რეტროსფეროს მიეკუთვნება, მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ტროტუარი არის უნიკალური ინსტრუმენტი, არსებული რეალობის გასაცნობიერებლად. ვიწრო და მოუხერხებელი ბილიკი, რომლის გაკვალვას არასდროს მოვრჩებით, არის ის ერთადერთი პარალელური სამყარო, რომლიდანც ხანდახან გამოღწევას ვახერხებთ და შუქნიშნების მუშაობის შესაბამისად, ვიღებთ იმ ლიმიტირებულ სიამოვნებას, რასაც წარსულის რევოლუციონერები თავისუფლებას უწოდებდნენ. ეს საერთო მოხმარების ღია გვირაბი იმდენად შეერწყა ჩვენს ყოველდღიურ არსებობას, რომ მისი სასწაულებრივი და უეცარი გაუჩინარების შემთხვევაში, თითქოს ყოველგვარ დანიშნულებას დავკარგავთ და ჰაერში დაკიდულებს მცირედი დროც არ დაგვრჩება საკუთარი არსებობის გასაცნობიერებლად, ვინაიდან ორმოცდაშვიდი ლეგენდარული რონინის გზა მათ მიერვე არის გავლილი, უფლის ზრახვები კი არ არის ჩვენი ზრახვები და გზები მისი არა არის ჩვენი, ჩვენი ტროტუარია, რომლის ქვაფენილზე ფანჯრებიდან ჩამოვარდნილი ბავშვები ენარცხებიან და თვითმკვლელნი ასკდებიან ერთი-მეორეს მიყოლებით. ასეთია ჩვენი ბუსიდო! სამწუხაროდ, შემოდგომის ეს ღამე სრულებით მოკლებული იყო სუიციდის ნიშნებს. შესაბამისად, ამ ფენომენალური აქტის აღწერის პრივილეგია ფინალისთვის გადავდოთ და ფატალური სცენების მოყვარულთა გასახარებლად, (დისკრიმინირებულად რომ არ იგძნონ თავი) უანგარო და უბრძნულესი რჩევით შევიმსუბუქოთ დანაშაული. " ჩემო ძვირფასო საიდუმლო მანიაკებო, სერიულო მკვლელებო და სულიერად დაავადებულო მაზოხისტებო ამა ქვეყნისა, ვინაიდან თქვენი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე შეუფასებელია. მოწიწებით გთავაზობთ, დაუყოვნებლივ დაესწროთ, ვინმე ჭკვიანი ახლომხედველის მოსაწყენ ლექციებს საზოგადოებაში სუიციდური განწყობის შესახებ, რის შემდეგაც, არა მარტო პლატონურად გაეცნობით ეგოს განკარგვის საიდუმლოებებს, არამედ შესაძლოა თავად გახდეთ ამ უნიკალური ფენომენის მონაწილენი. გისურვებთ წარმატებებს. მარად თქვენი თ. ელიავა" როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღამე იყო მშვიდი და უწყინარი. მეცნიერები უსიტყვოდ, მაგრამ ბევრის მთქმელი სლოკინით მიაბიჯებდნენ ტროტუარზე, თითქოს ყოველივე ზემოთ თქმული სისხლით ხორცამდე ჰქონდათ გაცნობიერებული. საუბარი ფიზიკოსმა წამოიწყო: — ამაზრზენად სენტემენტალური გახდით, ჩემო გადაჭარბებამდე უძვირფასესო კოლეგავ. როგორც იტყოდა გრეღორიჩი "предменструальный сендром". ფიზიკოსის უკბილო ხუმრობებს, როგორც წესი, უმალვე არანაკლებ სულელური რეპლიკა მოყვებოდა ხოლმე, თუმცა ქიმიკოსმა ამჯერად, როგორც ჩანს იუკადრისა რომელიმე საფირმო მეტაფორით შეებილწა თავისი (როგორც თვითონ თვლიდა) სევდისმომგრველი სლოკინი და უპასუხოდ დატოვო სარკასტული კონტრიერიშისთვის შემზადებული მეცნიერი. __ საერთოდ უცნაურად იქცევი - განაგრძო ფიზიკოსმა - ჯერ, თვალ წინ ანგარიში მიტრიალე, მერე იმ ახალგაზრდას აყევი და ყველა ჯგუფის წევრი გახვიე ამ ავანტიურაში, ახლა კი სიტყვით გამოდიხარ და საჯაროდ ემშვიდობები აქაურობას. გეგონება, ვინმეს აინტერესებდეს შენი სამომავლო გეგმები. კი, ბატონო, შესაძლოა, ათდღიანი გაუჩინარება, არც ისე ცუდი იდეაა, სხვა თუ არაფერი, ნორა პეპლებს დაიჭერს და ბაბუაწვერებს შეგვიგროვებს, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ იმ პარკში?! __ უკვე სულერთია პარკში ვიქნებით თუ ალპებზე - ხმა ამოიღო ქიმიკოსმა- მთავარია, ერთხელ გავარწიო აქედან და ნებისმიერი მიმარტულებით გავუყვე გზას. როგორ არ გესმის?! ჩემზე წერდა დოსტოევსკი. "საწყალ ადამიანებში" __ ამ შედარებას უფრო "იდიოტი" მოუხდებოდა, თუმცა "საწყლების" ვარიანტიც სრულიად მისაღებია. __ მე, მომწონს ტიციანი - განაგრძობდა ქიმიკოსი- თავზეხელაღებული, იდეით დაავადებული ავანტიურისტი. შენც ასეთი იყავი, სანამ მედუზა გარგონას შეირთავდი ცოლად. მე გადავწყვიტე უყოყმანოდ გავყვე მას სადაც ინებებს და ვინ იცის იქნებ აღარც დავბრუნდე ამ ცოცხალი გვამების სასაფლაოზე. __სიმთვრალე გალაპარაკებს. __ გენრიხ ალტშულერი __ ცუდი მსახიობის პთოსით გამოაცხადა ქიმიკოსმა. __ ეს კიდევ ვინღაა? __ტრიზის გამომგონებელი. ალტოვი, იგივე გენრიხ ალტშულერი. თავის დროზე შეიმუსავა, მხატვრული ნაწარმოების შეფასების მეთოდიკა, რომელიც 5 რთული და გაუგებარი პუნქტისგან შედგება. მე კი, ადამიანმა, რომელსაც ლიტერატურასთან არ აქვს პროფისიონალური კავშირი, მიწასთან გავასწორე ალტოვის ნაბოდვარი და ვაცხადებ, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების მხატვრული ღირებულება ფასდება ერთადერტი ფაქტორით! __მოგვახსენეთ გეთაყვა __აუბა მხარი ფიზიკოსმა __და ისიც აგვიხსენით, რა კავშირშია ბატონი გენრიხი, ჩვენს რთულ და სულ მცირე, კლინიკურ შემთხვევასთან? __უმარტივესი ამბავია. რაც უფრო მეტჯერ შეწყეტ კითხვას, იმისთვის რომ წიგნის გარეკანზე მიწერილი ავტორის სახელი კიდევ ერთხელ ამოიკითხო, მით უკეთესია წიგნი. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია, თითქოს-და ნაბოკოვს უბნებოდე "ეჰ ვალოდია რა კარგად იცი ხოლმე" __ჰმ, კი ბატონო, საინტერესოა... და რას მოაყოლე? __ რას და ნაბოკოვს ჩვენზე რომ დაეწერა რამე, კითხვას ერთადერთხელ შეწყვეტდნენ და ისიც საბოლოოდ. საჭიროა რამე შევცვალოთ. ამ დროს სასწაულებრივი შემთხვევით ჩნდება ტიციანი და ეს შანსია. შეყვარებულივით ვგრძნობ თავს. მკერდში უცნაურ წვას ვგრძნობ და ყველაფრისთვის მზად ვარ. __ გულთან რომ გეწვის, წყლულია. თანაც, არც ისე შორს და არც ისე დიდი ხნით მივდივართ, ასე რომ არამგონია საგმირო საქმეები მოასწრო. __მოვასწარი უკვე __ ღიმილით უპასუხა ქიმიკოსმა __ვიცოდი, რომ რაღაცაში იყო საქმე __გული შეუქანდა ფიზიკოს__ თქვი, რა ჩაიდინე? __ გავყიდე! __რა გაყიდე? __გავყიდე და თანხაც მივიღე რამდენიმე საათის წინ. __ნუ ცდი ჩემს მოთმინებას რა გაყიდე? __ მაინც ტყვილა გვქონდა. ერთადერთხელ აღმოაჩინე რაღაც და ისიც 20 წლის აღმოჩენილი ყოფილა.- პირდაპირ თქმას მოერიდა ქიმიკოსი __ ჩემი ლაბორატორია _თავში ხელები შემოირტყა ფიზიკოსმა. __ შენი ლაბორატორია კი არა, ჩვენი სარდაფი- შეუსწორა ქიმიკოსმა __საწყალი ადამიანები კი არა იდიოტია შენზე დაწერილი. როდის მოასწარი? სად? ვის მიყიდე_ კითხვები დააყარა ფიზიკოსმა. __სანამ კასრში ჩავარდებოდი გავასხვისე, ყოველგვარი ხელმოწერების და შტამმპების გარეშე. -ამაყად განაცხადა ქიმიკოსმა __ სულ სველი რომ ხარ, სად გაქვს ფული? __იყვირა ფიზიკოსი __ვაიმე__ აყვირდა დოსტოევსკის პერსონაჟი.
გაგრძელება იქნება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ტიციანმა წინასწარ იცოდა ეგ ამბავი და მაგიტომ დადუმდა თუ? :დ ტიციანმა წინასწარ იცოდა ეგ ამბავი და მაგიტომ დადუმდა თუ? :დ
15. "მერანის" მფლობელი გამხდარა ეს კაცი- პოეზიაში :)
მე გამიხარდა :)
"მერანის" მფლობელი გამხდარა ეს კაცი- პოეზიაში :)
მე გამიხარდა :)
14. თემო გილოცავ! წინ კიდევ მრავალი წარმატება გელოდება და მიხარია. თემო გილოცავ! წინ კიდევ მრავალი წარმატება გელოდება და მიხარია.
13. +5 " რაც უფრო მეტჯერ შეწყვეტ კითხვას, იმისთვის, რომ წიგნის გარეკანზე მიწერილი ავტორის სახელი კიდევ ერთხელ ამოიკითხო, მით უკეთესია წიგნი." +5 " რაც უფრო მეტჯერ შეწყვეტ კითხვას, იმისთვის, რომ წიგნის გარეკანზე მიწერილი ავტორის სახელი კიდევ ერთხელ ამოიკითხო, მით უკეთესია წიგნი."
12. ძალიან სუბიექტური ვარ ავტორის შემოქმედების მიმართ. ყოველთვის მომწონს, აღფრთოვანებული ვარ. ძალიან სუბიექტური ვარ ავტორის შემოქმედების მიმართ. ყოველთვის მომწონს, აღფრთოვანებული ვარ.
11. ჰო, მისახედია ძალიან. ჯერ მიმეხედა და მერე დამედო? ტოჟე ვარიანტ
იუმორზე ზოგადად ვერაფერს გეტყვით - ჩემი პარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება ამგვარი ამაზრზენი ინსტინქტის ისა, თუმცა შემიძლია ვივარაუდო., რომ პირველყოფილ ადამიანებში, სიცილი უეცარმა მოღუტუნებამ გამოიწვია.
იასონ... ჩვენ შორის დარჩეს, სვიფტი ჩემი ერთერთი ფსევდონიმია. ნახსენები ტანდემიც. შუალედებში შეცდომებს ვასწორებ ხოლმე.
მადლობას მოგახსენებთ, მთელი პარტიის სახელით. ჰო, მისახედია ძალიან. ჯერ მიმეხედა და მერე დამედო? ტოჟე ვარიანტ
იუმორზე ზოგადად ვერაფერს გეტყვით - ჩემი პარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება ამგვარი ამაზრზენი ინსტინქტის ისა, თუმცა შემიძლია ვივარაუდო., რომ პირველყოფილ ადამიანებში, სიცილი უეცარმა მოღუტუნებამ გამოიწვია.
იასონ... ჩვენ შორის დარჩეს, სვიფტი ჩემი ერთერთი ფსევდონიმია. ნახსენები ტანდემიც. შუალედებში შეცდომებს ვასწორებ ხოლმე.
მადლობას მოგახსენებთ, მთელი პარტიის სახელით.
10. მერი მოკვდა, ვიცე-მერი თუ ორივე ერთად?
"ექს-მერი" თუ გაქვს მხედველობაში, პირდაპირ მასე უნდა დაწერო, ან "ყოფილი მერი".
__სულ სველი რომ ხარ, სად გაქვს ფული? __იყვირა ფიზიკოსი >სულ სველი რომ ხარ, სად გაქვს ფული? __იყვირა ფიზიკოსმა.
__ვაიმე__ აყვირდა დოსტოევსკის პერსონაჟი.>__ვაიმე!!!__ აყვირდა დოსტოევსკის პერსონაჟი.
ძალიან კარგია, მომეწონა. განსაკუთრებით ისე ჩანართი " მარად თქვენი თ. ელიავა" ... =))
ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია. გაგახარა ღმერთმა გამაცინე ამ საღამოს. კარგ ხასიათზე ვიყავი, უბრალოდ დაღლილობისაგან სიცილის თავი არ მქონდა. არადა, როგორი ჯანსაღი ბუნებრივი ინსტიქტია სიცილი.. აქ რა მოსატანია და უცბად მომივიდა აზრად, პირველყოფილმა ადამიანმა პირველად რომ გაიცინა რა იგრძნო მერე და როდის დაარქვა მაგ ინსტიქტს სიცილი... :)
მოკლედ, თუკი ტროტუარზე ამდენი წერა ისე შეიძლება რომ არ მოგწყინდეს კითხვა, იქ "პირველყოფილ სიცილსაც" არაუჭირს რა.
5 ქულა, "მარად ჩვენს თ. ელიავას."
ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ....
მერი მოკვდა, ვიცე-მერი თუ ორივე ერთად?
"ექს-მერი" თუ გაქვს მხედველობაში, პირდაპირ მასე უნდა დაწერო, ან "ყოფილი მერი".
__სულ სველი რომ ხარ, სად გაქვს ფული? __იყვირა ფიზიკოსი >სულ სველი რომ ხარ, სად გაქვს ფული? __იყვირა ფიზიკოსმა.
__ვაიმე__ აყვირდა დოსტოევსკის პერსონაჟი.>__ვაიმე!!!__ აყვირდა დოსტოევსკის პერსონაჟი.
ძალიან კარგია, მომეწონა. განსაკუთრებით ისე ჩანართი " მარად თქვენი თ. ელიავა" ... =))
ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია. გაგახარა ღმერთმა გამაცინე ამ საღამოს. კარგ ხასიათზე ვიყავი, უბრალოდ დაღლილობისაგან სიცილის თავი არ მქონდა. არადა, როგორი ჯანსაღი ბუნებრივი ინსტიქტია სიცილი.. აქ რა მოსატანია და უცბად მომივიდა აზრად, პირველყოფილმა ადამიანმა პირველად რომ გაიცინა რა იგრძნო მერე და როდის დაარქვა მაგ ინსტიქტს სიცილი... :)
მოკლედ, თუკი ტროტუარზე ამდენი წერა ისე შეიძლება რომ არ მოგწყინდეს კითხვა, იქ "პირველყოფილ სიცილსაც" არაუჭირს რა.
5 ქულა, "მარად ჩვენს თ. ელიავას."
ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ....
9. ავტორის თხრობის სტილი რაღაც მოგონებებს აღძრავს და ვერ დავკონკრეტდი. უფრო - ილფი და პეტროვი სვიფტიც ვიფიქრე. საერთოდ კი მშვენიერი თავშესაქცევი ამბავია და დასანანია, რომ გაგრძელებებში ამხელა შუალედებია
ავტორის თხრობის სტილი რაღაც მოგონებებს აღძრავს და ვერ დავკონკრეტდი. უფრო - ილფი და პეტროვი სვიფტიც ვიფიქრე. საერთოდ კი მშვენიერი თავშესაქცევი ამბავია და დასანანია, რომ გაგრძელებებში ამხელა შუალედებია
8. კარგია მომწონს ასე გადმოცემა. კარგია მომწონს ასე გადმოცემა.
7. ამ ნაწარმოებზე გადაიღებენ ფილმს და ტომ ჰენქსი ითამაშებს :))) ძალიან კარგია, რაღაცნაირად ნაცნობი სტილია. ცინიზმი სიმაღლეზეა და ამის გამოც არის მაგარი. პ.ს. ნაბოკოვზე გეთანხმები :)))))) ამ ნაწარმოებზე გადაიღებენ ფილმს და ტომ ჰენქსი ითამაშებს :))) ძალიან კარგია, რაღაცნაირად ნაცნობი სტილია. ცინიზმი სიმაღლეზეა და ამის გამოც არის მაგარი. პ.ს. ნაბოკოვზე გეთანხმები :))))))
6. ავტორი დარწმუნებულია, რომ ლამის ერთი წლის წინ დადებული დასაწყისი ამ რომანისა (?), მკითხველს კარგად ახსოვს. ხო? ;)
მთვრალი პერსონაჟები საკმაოდ დამაჯერებლად დაუხატავს :)
" რაც უფრო მეტჯერ შეწყვეტ კითხვას, იმისთვის, რომ წიგნის გარეკანზე მიწერილი ავტორის სახელი კიდევ ერთხელ ამოიკითხო, მით უკეთესია წიგნი."- საინტერესო დასკვნაა.
რატომ მგონია, რომ სადღაც წამიკითხავს?! ;)
ავტორი დარწმუნებულია, რომ ლამის ერთი წლის წინ დადებული დასაწყისი ამ რომანისა (?), მკითხველს კარგად ახსოვს. ხო? ;)
მთვრალი პერსონაჟები საკმაოდ დამაჯერებლად დაუხატავს :)
" რაც უფრო მეტჯერ შეწყვეტ კითხვას, იმისთვის, რომ წიგნის გარეკანზე მიწერილი ავტორის სახელი კიდევ ერთხელ ამოიკითხო, მით უკეთესია წიგნი."- საინტერესო დასკვნაა.
რატომ მგონია, რომ სადღაც წამიკითხავს?! ;)
5. პეღфექტო.... პეღфექტო....
4. გრეღორიჩი - ეტყობა უკრაინელი იყო. ისინი ამბობებ -ღ-ს :)))
აი, იუმორიიი! :)
აბზაცები არ აწყენდა, ელიავა. :)
კორექტურა კი აუცილებელია :) დღეს ძალიან ვისიამოვნე პოეზიით და პროზით. :)
გრეღორიჩი - ეტყობა უკრაინელი იყო. ისინი ამბობებ -ღ-ს :)))
აი, იუმორიიი! :)
აბზაცები არ აწყენდა, ელიავა. :)
კორექტურა კი აუცილებელია :) დღეს ძალიან ვისიამოვნე პოეზიით და პროზით. :)
3. მომწონს. 5 :)
სადმე რომ ვთქვა ელიავა პროზას წერსთქო, ვინ დამიჯერებს. :)
მომწონს. 5 :)
სადმე რომ ვთქვა ელიავა პროზას წერსთქო, ვინ დამიჯერებს. :)
2. მართლა უნიკალური ინსტრუმენტია ლე ტღოტუაღ ი..:)
გაგრძელება იქნება.. - იმედია მალე. . მართლა უნიკალური ინსტრუმენტია ლე ტღოტუაღ ი..:)
გაგრძელება იქნება.. - იმედია მალე. .
1. ამას წავიკითხავ ამაღამ :) პირველი ორი ტავი ძალიან მომწონდა. ამას წავიკითხავ ამაღამ :) პირველი ორი ტავი ძალიან მომწონდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|