ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანემონე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2016


* * *




მეძინოს ისე , სიზმარს რომ ეყოს,
ვიტირო ისე , მეყოს ცრემლები,
შენ, თვალებიდან წაშლილო, მზეო,
ნუღარ მაბრმავებ ერთი შეხედვით.

გზაში მიმავალს სვენებ–სვენებით,
არ მინდა შენი სხივის სადავეც,
მზეო, თავზე არ შემოგევლები,
ოღონდაც გულში რომ ჩაგივარდე.

სხვას უერთგულე ბოლო სხივამდე,
რომ გადიდგულებს მისი ტარება,
ისე დადექი ნუ შემაწუხებს,
ყოველდღიური გამონათება.

აუტანელი სიჩუმის იქით,
არცერთი შენი სინათლის მჯერა.
ნუ გეგონება შენ გაჩნდი მისთვის,
რომ ჩაუვარდე თვალები ყველას .







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები