 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2016 |
* * *
ფანჯარაში ღამე, მთვარის თეთრი შუქი, ოთახია მყუდრო, კედლები კი მუქი ლურჯი. ფარდაც ასეთივე, ლურჯია და მძიმე, ბედო, დამიტირე, ლურჯად გავიწირე! ვტირი... სული მეწვის თითქოს, გულიც სადღაც დამრჩა, ტახტზე ტანი-მიგრძნობს მოსალოდნელ ამბავს...- წახვალ! დავასრულებ ვიცი, ამ მოგონილ ზღაპარს, უჩვეულოდ ნამდვილს, უჩვეულოდ მართალს. რა ვთქვა?...- გული ისევ ბავშვი, ან ვის ვუხსნი ამდენს?... ან სულელად ჩაგთვლის, ან დაგტოვებს ნატკენს. ამ დღეს, მარტო მაინც არ ვარ! მეგობრები მახლავს: მთვარე ...-თეთრ თვალს მიკრავს, ღამეც- დაეთანხმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ყოფითია და ლამაზი ყოფითია და ლამაზი
14. ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
18 თებერვალი, 2016
ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
18 თებერვალი, 2016
12. მადლობა ჰოჰ...:-*
წმინდანობაზე არა , მაგრამ ობიექტურობაზე კი ნამდვილად აქვს ჭას პრეტენზია...:)) მადლობა ჰოჰ...:-*
წმინდანობაზე არა , მაგრამ ობიექტურობაზე კი ნამდვილად აქვს ჭას პრეტენზია...:))
10. "წმინდა" ჭაო. :))
"წმინდა" ჭაო. :))
9. მადლობა თაზო...:-* მადლობა თაზო...:-*
8. მთვარიანი ღამეც ლურჯი ფერის ცაო შენი სიღრმე უფრო მხილავს წმინდა ჭაო. მთვარიანი ღამეც ლურჯი ფერის ცაო შენი სიღრმე უფრო მხილავს წმინდა ჭაო.
7. მადლობა ყველას...:-* ნიკი...:-* მიხარია შენი სტუმრობაო... მადლობა ყველას...:-* ნიკი...:-* მიხარია შენი სტუმრობაო...
6. მთვარე და ღამე კარგი მეგობრებია უღალატო :) მთვარე და ღამე კარგი მეგობრებია უღალატო :)
5. ლამაზად არის სულით ხორცამდე შეგრძნებათა კომპლექსია მოცემული, მესაიდუმლე მთვარესტან ერთად.
ამ ცივ მთვარეს რამდენი რამ შეუძლია.
ლამაზად არის სულით ხორცამდე შეგრძნებათა კომპლექსია მოცემული, მესაიდუმლე მთვარესტან ერთად.
ამ ცივ მთვარეს რამდენი რამ შეუძლია.
4. გალაკტიონის ლექსი მეგონა, თურმე შენ ყოფილხარ ჭა-ო, ანკარავ. გალაკტიონის ლექსი მეგონა, თურმე შენ ყოფილხარ ჭა-ო, ანკარავ.
3. ძალიან კარგია, ჭაო :) ძალიან კარგია, ჭაო :)
2. როგორც ამ ციკლის სხვა ლექსები, ესეც დიდებულია! როგორც ამ ციკლის სხვა ლექსები, ესეც დიდებულია!
1. ჰო. დიდებულია ! ჰო. დიდებულია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|