ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2016


წვეთში დასანახი

ცის გზას  დავეძებ:
ბალახში
დილას ვპოულობ  ძლივს,
სხივი რომ აუციმციმებს
ანკარა ნამის მძივს.
შემეფეთება ფურცლები
ღამის ცასავით მუქი,
ხასხასა ოქროს გულიდან
მზის მომანათებს შუქი.
თითქოს ჭოგრიტად  ქცეულმა,
ზეცისკენ გაჭრა სარკმელი -
აღმოაჩინო რთულია,
იოლი არის სათქმელად.
სრულყოფილ სიმშვენიერის
არომატს გვჩუქნის ია
ჩვენსავით ისიც  სამყაროს
ასლი და  ნაწილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები