მეჩხერად მოძრავი მანქანის შუქი აქა იქ ატანდა და ნაუცბათევად წამოანათებდა სუსხიან ღამეში მიკარგულ სკამს...
მე ვსაუბრობდი ...
არაფერზე არ ვსაუბრობდი ...
ჩემს ცხოვრებაზე...
და არარაობაზეც...
მერე კი ...
მერე რა, შემოცვდა ხელში ნაოცნებარი წამები და...
უმომავლო ადამიანი აღარაა ბედნიერი...
ფსევდო ბედნიერია, დღიურად ბედნიერი...
თავის დაჯერების მეთოდი გვაქვს ადამიანებს: მაგალითად ვიჯერებთ რომ ღმერთი გვწამს და გვწამს ღმერთი, ჩვენი რწმენა გვიყვარს, სიყვარულიც გვწამს...
მე კი არ მწამს, მე მიყვარს, რწმენა აღარც ვიცი უკვე ... ამიტომ ჩემი ღმერთიც ისაა, სიკვდილიც, სიცოცხლეც, სიტყვაც და ჩემი არსებობაც...
და ჩემს ღმერთს ვესაუბრებოდი, ჩემს ოცნებას ვუყვებოდი, ჩემი ცხოვრების უაზროებას და ბედნიერი ვიყავი, რადგან კიდევ ერთ სიტყვას ვეტყოდი მომავალში...
არ დამნანდებოდა არაფერი, იმიტომ რომ ყველა სიტყვა ჩემი იყო, არცერთი გამოგონილი, არცერთი უსაჭირო, უსაჭირო არაფერი იყო...
მე ვესაუბრებოდი და ბედნიერი ვიყავი იმიტომ, რომ მას უნდოდა მესაუბრა და მეც ვსაუბრობდი. თითოეული სიტყვა ვიყავი, ვეხებოდი სიტყვით, მზერით...
მერე...
შევეხე და ერთი წამით მისი სუნთქვა ვიგრძენი...
ოცნება აღარ დამრჩა მეტი...
უკვე ოცნების ზემოთ ვიყავი...
და ვეამბორე...
მერე ადამიანობა...
თან უაზრობით გაძეძგილი სული...
წყურვილი, ისეთი ყველა ადამიანს რომ იპყრობს სანუკვართან შეხებისას...
და დამთავრდა, სული გატყდა, დაიმსხვრა, დანაწევრდა, დაიკარგა, არსებობს წადილიც გაქრა, ერთი ჩვეულებრივი გავხდი მეც, სიკვდილის წინ რომ სანანებლებს მოითვლის და ისევ ადამიანური სურვილით დალევს სულს: მალე არ დაივიწყონ როგორმე დიდხანს ახსოვდეთ თუ როგორი იყო, რომ შეძლო მოეპოვებინა პატივი და დიდება და რომ დროის უმეტესი ნაწილი ისე გაატარა, როგორც ეწადა, მერე რა, რომ ისე არ იცხოვრა, როგორიც იყო, დაითმინა ან რამე იცრუა, სახელი ხომ დარჩა, ბედნიერად და ძლიერად ითვლებოდა ...
მაგრამ მერე რა...
მერე ინანა რომ სადღაც, ცხოვრების გზაზე თავის თავს გაასწრო, ან ჩამორჩა, სხვა გზას გაყვა, არ დაასრულა სიცოცხლე ნამდვილმა საკუთარ თავთან...
ინანა... მეც ვინანებ...
ერთ სურვილის ვერ დათმენას ვინანებ...
მხოლოდ აქამდე მისვლაში განვლილი ცხოვრების მოგონებებით ვიცოცხლებ...
ოცნებანარევი ცხოვრების მოგონებით...
რომ ვიყავი...
რომ ვეძებდი...
და რომ ვიპოვე...
და რომ ვსწავლობდი...
მისგან ვსწავლობდი...
ჩემს თავს ვსწავლობდი...
მეგობრობას ვათქმევინებდი და ღამეს მასზე ოცნებით ვტეხდი...
კიდევ ერთხელ შეხვედრის იმედად მეორე დღემდე ვატნევდი...
თავს ვიიმედებდი რომ ვახსოვდი, რომ ისიც ფიქრობდა...
სულ უბრალოდ ფიქრობდა..
იმ წუთს მაინც, როცა მორიგ უაზრო მესიჯს ვწერდი...
მერე...
ისევ ეს ოხერტიალი მერე...
აღმოჩნდა რომ არარაობად მიმიჩნევს...
და დამთავრდა...
ცებზე მოარული ბექა სევდის სავანედ იქცა...
უაზრობად იქცა...
თავის მობეზრებად ...
მერე...
მერე აღმოჩნდა რომ ასე არაა...
რომ არარაობად კი არა...
იმდენად მნიშვნელოვანი ვარ რომ...
რომ ჩემთვის ცრემლიც დაღვრაც კი ძალუძს...
და ყოველთვის იცოდა...
იცოდა რომ მიყვარდა...
იცოდა რომ მატყუარა ვარ...
ეგ მეც ვიცოდი...
მერე...
მერე ისევ ლიბოდანაკრავი სულის ამბოხი...
საკუთრების შეგრძნება...
სიყვარულის სიყვარული...
სევდიანობის დაკარგვა და წლების მანძილზე ნაფიქრი, რომ ნამდვილი ბექა არაფერია, თურმე პირიქითაა, ნამდვილი ბექა ცრემლსაც იმსახურებს, მისგან იმსახურებს...
მერე...
პირველი პაემანი...
ჯიბეში ჩაკუჭვილი მიცემად ვერ გაბედვილი ყვავილები...
მერე ხეტიალი...
უაზრო ხეტიალი...
წვიმიან ქალაქში ხეტიალი...
და სიჩუმე ...
ნაოცნებარი სიჩუმე...
სმაურიანი...
მერე სიტყვები, მონატრებისგან დალურჯებული სიტყვები...
პაემანზე ნახევარი საათით ადრე მისვლა...
ლოდინიც მონატრებია სულს...
მისთვის ლოდინი...
ისეთი ლოდინის როცა იცი, რომ ნამდვილად მოვა...
მოვა და მოგისმენს, შემოგხედავს, გისაყვედურებს...
რაზე და: ასე არ შეიძლებაო, ასეთი რამ არ არსებობსო და პასუხით განაოცები თვალები...
ნერე ისევ მარტოობა, ისევ ფურცელი და ისევ ფურცლებზე ტევა მონატრებისა...
ნაპაემნარი ადგილის შეჩვევა, ერთი და იგივე ადგილის გატკეპნვაკება...
ისევ მისი ბედნიერების შეთხოვა არსთა განმრიგესთვის და ისევ მოლოდინისათვის არსებობა...
მე მიყვარს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ისევ მისი ბედნიერების შეთხოვა არსთა განმრიგესთვის და ისევ მოლოდინისათვის არსებობა...
რაღაც დამასევდიანა, გადმოიტანე რა ემოცია კარგად... გაიხარე!!! წარმატებები... :) ისევ მისი ბედნიერების შეთხოვა არსთა განმრიგესთვის და ისევ მოლოდინისათვის არსებობა...
რაღაც დამასევდიანა, გადმოიტანე რა ემოცია კარგად... გაიხარე!!! წარმატებები... :)
14. ბექა შე ძველო :) რაფერ ხარ? დაგიწერია კიდევ რამერუმეები... :) მაგარო შენა. როდის წავბოდიალდეთ მთებში :D ბექა შე ძველო :) რაფერ ხარ? დაგიწერია კიდევ რამერუმეები... :) მაგარო შენა. როდის წავბოდიალდეთ მთებში :D
13. შენი ნაწარმოებები ლიტ.პალიტრაში წავიკითხე და ძალიან მომეწონე :) განსაკუთრებით ფანტაზიები :) წარმატებები აბა :-* შენი ნაწარმოებები ლიტ.პალიტრაში წავიკითხე და ძალიან მომეწონე :) განსაკუთრებით ფანტაზიები :) წარმატებები აბა :-*
12. უკვე ოცნების ზემოთ ვიყავი...
და ვეამბორე...
მერე ადამიანობა...
თან უაზრობით გაძეძგილი სული...
წყურვილი, ისეთი ყველა ადამიანს რომ იპყრობს სანუკვართან შეხებისას...
კარგად გადმოეცი განცდები, ბექა! მომეწონა:)
''კიდევ ერთხელ შეხვედრის იმედად მეორე დღემდე _ ვატანდი'' უნდა იყოს აქ. უკვე ოცნების ზემოთ ვიყავი...
და ვეამბორე...
მერე ადამიანობა...
თან უაზრობით გაძეძგილი სული...
წყურვილი, ისეთი ყველა ადამიანს რომ იპყრობს სანუკვართან შეხებისას...
კარგად გადმოეცი განცდები, ბექა! მომეწონა:)
``კიდევ ერთხელ შეხვედრის იმედად მეორე დღემდე _ ვატანდი`` უნდა იყოს აქ.
11. ისევ მისი ბედნიერების შეთხოვა არსთა განმრიგესთვის და ისევ მოლოდინისათვის არსებობა...
მოლოდინი გაგმართლებოდეს, ისევე, როგორც ქრისტეს შობით კაცობრიობას აუხდა მოლოდინი... ისევ მისი ბედნიერების შეთხოვა არსთა განმრიგესთვის და ისევ მოლოდინისათვის არსებობა...
მოლოდინი გაგმართლებოდეს, ისევე, როგორც ქრისტეს შობით კაცობრიობას აუხდა მოლოდინი...
10. ქრისტესშობას გილოცავ!!! ქრისტესშობას გილოცავ!!!
9. სევდიანი ბექა:)
სიყვარულიანი თბილი ნაწერია
"მერე სიტყვები, მონატრებისგან დალურჯებული სიტყვები..."
სევდიანი ბექა:)
სიყვარულიანი თბილი ნაწერია
"მერე სიტყვები, მონატრებისგან დალურჯებული სიტყვები..."
8. ვაი,ამას უკვე ვეღარ წავიკითხავ,თვალები ამიჭრელდა:(
შობას კი გილოცავ! ვაი,ამას უკვე ვეღარ წავიკითხავ,თვალები ამიჭრელდა:(
შობას კი გილოცავ!
7. წარმატებები! წარმატებები!
6. ძალიან, ძალიან კარგია... ძალიან ჩემია, პირველი ნაწილი მაინც განსაკუთრებით... მე კი არ მწამს, მე მიყვარს, რწმენა აღარც ვიცი უკვე ... ამიტომ ჩემი ღმერთიც ისაა, სიკვდილიც, სიცოცხლეც, სიტყვაც და ჩემი არსებობაც... 55555555555555 ძალიან, ძალიან კარგია... ძალიან ჩემია, პირველი ნაწილი მაინც განსაკუთრებით... მე კი არ მწამს, მე მიყვარს, რწმენა აღარც ვიცი უკვე ... ამიტომ ჩემი ღმერთიც ისაა, სიკვდილიც, სიცოცხლეც, სიტყვაც და ჩემი არსებობაც... 55555555555555
5. შეყვარებულოოო :x გაიხარე მრავალ წერტილებით :)) შეყვარებულოოო :x გაიხარე მრავალ წერტილებით :))
4. ალალი 2 ქულა! ალალი 2 ქულა!
3. გაიხარე მრავალწერტილებში!!!!!! :D =)) გაიხარე მრავალწერტილებში!!!!!! :D =))
2. გილოცავ შობას! გილოცავ შობას!
1. ვიღაცამ თქვა, მრავალწერტილებიანი ტექსტი არასერიოზულიაო, იყოს არასერიოზული, მერე რა ... :) ვიღაცამ თქვა, მრავალწერტილებიანი ტექსტი არასერიოზულიაო, იყოს არასერიოზული, მერე რა ... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|