ავტორი: ანაბელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 თებერვალი, 2016
დავკარგე.
დავკარგე. ერთ დილით გავიღვიძე,სადარბაზოდან გავედი და დავკარგე... იმედნი ვინერვიულე იმდენი ვეძებე, მთელი დღე ქუჩაში გავატარე. ვიდექი და ვფიქრობდი სად ვაპირებდი წასვლას? არა და ხომ აშკარაა რომ ავდექი და სადაბრაზოდან გამოვედი მივდიოდი სადღაც. წასასვლელი არსად მაქვს.
მახსოვს რომ წერა მიყვარს მაგრამ დასწყევლოს ღმერთმა არასდროს მომწონს ჩემი ნაწერი. ამიტომ ვწერ და ვშლი მერე ისევ ვწერ და მერე ისევ ვშლი და ასე დაუსრულებლად. მახსოვს რომ ავად ვარ. სული მტკივა ექიმები იმედს არ იძლევიან.... შესაძლებელია გიჟიც ვარ არ ვუარობ. მაგრამ დედაჩემს ასეთუ ვურჩევნივარ.
მახსოვს რომ ხშირად შუაღამით მეღვიძება და მგონია რომ გულთან ვიღაცამ ხელი ჩამავლო და ამოგლეჯვას უპირებს.არ მტკივა მაგრამ მეშინია. დიდი ხანი მჭირდება რომ სუნთქვა დამისტაბილურდეს და ძილის გაგრძელება შევძლო.
მახსოვს რომ სიკვდილი ახლოსაა, რომ ხვალაც თუ ავდგები სადარბაზოდან ისე გავალ როგორც დღეს,ან გუშინ შესაძლებელია გზაზე გადასვლილას მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილოს და მისი ცხოვრებაც ისევე დავანგრიო როგორც სხვების.
მახსოვს რომ ყოველთვის როდესაც სადარბაზოში შევდივარ მახსენდება რომ მარტო ვარ. სახლის კარები რომ იღება სიცარიელე მიღიმის.
როდესაც დასაძინებლად ვემზადები შუქს ვრთავ და შესაძლებელია საათები ვიყურო სიბნელეში, ვერ ვხვდები ამ დროს ეს სიბნელე უფრო კუშტია თუ სული.
მახსოვს რომ ღიმილს ვერ ვიტან. საკუთარი თავი მძულს როდესაც ვიღიმები და იმიტომ რომ ვხვდები რომ მეც ისეთივე მარიონეტი ვარ როგორც დანარჩენი სამყარო. ცხოვრება გულწრფელად არასოდეს გვაღიმებს.
მახსოვს რომ ჩემი ბავშობის ნაწილი დავკარგე და ისე შემიძლია ვიცხოვრო თითქოს არაფერი მომხდარა.
მახსოვს რომ სიმშვიდეზე ვოცნებობ მთელი ცხოვრება და ვიცი რომ ოცნებები არ ხდება.
წამიკითხავს შენ ცხოვრებას შენ წარმართავ საკუთარ ბედს თავად წერო.... განა შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა ცხოვრების წარმართვაში და იმდენად ცუდი მწერალი იყო პასუხი შენი საკუთარი შვილის სიცოცხლე იყოს? გამიგია ცუდი დედა არ არსებობსო. მართალია... დედას იმდენივე ტკივილის მოყენება შეუძლია რამდენიც შეგიძლია შენ მიაყენო მას. მაგრამ იმდენივეს მიიღებ შენი შვილისგან.
მახსოვს რომ სუნთქვა მიჭირს და როგორც გუშინ და იმის წინ ახლაც უაზროდ ვდგავარ სადარბაზოსთან და ვერ გამიგია იქ რა მინდა.
სასაცილოა ამ ყველაფრის შემდეგ ფიზიკურად ჯანმრთელი რომ ვარ,ზუსტი მეცნიერება არ არსებობს.
უხსოვარი დროიდან დავეძებ და ასე ხშირად ვდგავარ ხოლმე სადარბაზოსთან და ვერ ვიგებ მაინცდამაინც აქ რატომ ვეძებ დაკარგულს.
მახსოვს რომ მამაჩემი 20 წლის შემდეგ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და 45 სიტყვაც არ გვითქვამს სულ ერთმანეთისთვის. სიკვდილს ებრძვის და იმის მაგივრად ყოველ ღამე ვილოცო მის სიკვდილზე, ვოცნებობ რომ იცოცხლოს.
მახსოვს რომ დედაჩემი არაჩვეულებრივი ქალია და იმის მაგივრად რომ გავაღმერთო,ცხოვრებისგან მიყენებულ ჭრილობებზე გამუდმებით მარილს ვაყრი. დედამიწაზე ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარს და იმის მაგივრად რომ ღმერთს მისი უკვდავება ვთხოვო ღმერთს ხშირად ვევედრები რომ მომკლას რადგან კიდევ უარესად დაიტანჯოს.
მახსოვს რომ ამ ყველაფრის შემდეგ ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ და არასდროს ვყოფილვარ ფსიქიატრთან.
დავკარგე....
სიყვარულის განცდა, დედა-შვილობა სიცოცხლის სურვილი ცხოვრების ჟინი ბედნიერება სიხარული გულწფელი ღიმილი ურთიერთგაგება სილამაზე სითბო
ლაპარაკის უნარი მხედველობა მოძრაობა სმენა იმედი ოცნება რწმენა რეალურის და ფანტაზიის გარჩევა საკუთარი თავის ადეკვატურად გაგება
მთელი ცხოვრება მთელი წარსული აწმყო მომავალი ..... საკუთარი თავი დავკარგე. სადარბაზოს წინ ვდგავარ და ყველა კენჭის ძირ ვცდილობ ვოპოვო დაკარგული
სასაცილოა ამ ყველაფრის მერე ფიზიკურად ჯანმრთელი რომ ვარ ფსიქიატრთან არასოდეს ვყოფილვარ!