აიხედე, იხილე! დაგპირდა და მოსულა დღე - ღრუბლებით მოსილი, ღამე - ცეცხლის ნათლითა, გიხმობს: -"მოსეე-ე"! იგია, ვინ წყვდიადი დაფლითა.
დგას ერი გადაღლილი, ვეღარ ითვლის იარებს. სიტყვებს შენსას მოზარე როგორ გაიზიარებს და შენც წვალობ, არ იცი, მოუხმო რაღა ღონეს ,,მკვლელო, ენაბრგვილოო!"- სიმწრით თუ დაგაღონეს.
ჰო, ამქვეყნად ყოველი არარასგან შეიქმნა, ჰო, ძნელია შესაქმე, უფრო ძნელი - გარდაქმნა, მაგრამ ვერ ასცილდება ერს აღთქმულის გამო ცვლა, რადგან უფრო ძნელია აღსვლა, ვიდრე გამოსვლა.
ღელავს ერი, შორია ნაყოფი მსხმოიარე, მაგრამ რაკი მიგიძღვის გამპობელი ვრცელი ზღვის, ნუ გეშინის შერისხვის, არ შეჩერდე, იარე!
აღსრულდება ყოველი, დღემდე რაიც იწამე, დასრულდება ყოველი, მისთვის რაც გიწამია, ოღონდ წელი ათასი მისთვის ერთი წამია და რაკი აღიარე, გვატარე, მოგვიარე, ეჭვმა რომ არ დაგვფანტოს, როგორც მგელმა- ცხოვარი.
მოდის აღთქმა ახალი, ახლოა მაცხოვარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უპ. ყოვლისა, სათაური გავსინჯოთ. ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან მოთხრობილია თორას მეორე თავში. ქართულად ამ თავს ჰქვია "გამოსვლა" ინგლისურად exodus. ბერძნულად - ἔξοδος, (éxodos) ინგლისური exodus ბერძნული ἔξοδος - იდანაა მიღებული. მე მგონია, რომ ავტორი, სათაურის შერჩევისას, სწორედ ინგლისური exodus - ს (მის გამოთქმას) დაეყრდნო, მაგრამ ბიბლია, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა, საქართველოში მუდამ ბერძნულიდან ითარგმნებოდა, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ავიღებთ ბერძნულ ἔξοδος და გადმოვიტანთ ქართულში, ბერძნულიდან ქართულად სახელების გადმოტანის კანონებისა და ტრადიციების გათვალისწინებით. (მე არ ვიცი. მგონია, რომ "ექსოდოს" იქნება) ან იყოს ქართული "გამოსვლა"
ექსოდის-ი ? არც ქართულია, არც ინგლისური და არც ბერძნული.
უპ. ყოვლისა, სათაური გავსინჯოთ. ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან მოთხრობილია თორას მეორე თავში. ქართულად ამ თავს ჰქვია "გამოსვლა" ინგლისურად exodus. ბერძნულად - ἔξοδος, (éxodos) ინგლისური exodus ბერძნული ἔξοδος - იდანაა მიღებული. მე მგონია, რომ ავტორი, სათაურის შერჩევისას, სწორედ ინგლისური exodus - ს (მის გამოთქმას) დაეყრდნო, მაგრამ ბიბლია, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა, საქართველოში მუდამ ბერძნულიდან ითარგმნებოდა, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ავიღებთ ბერძნულ ἔξοδος და გადმოვიტანთ ქართულში, ბერძნულიდან ქართულად სახელების გადმოტანის კანონებისა და ტრადიციების გათვალისწინებით. (მე არ ვიცი. მგონია, რომ "ექსოდოს" იქნება) ან იყოს ქართული "გამოსვლა"
ექსოდის-ი ? არც ქართულია, არც ინგლისური და არც ბერძნული.
6. ლექსი ძალიან მომეწონა, ქალბატონო ნინო. :)
ბიბლიაში ყველაზე მეტად ეგ ადგილი მიყვარს-როცა ებრაელმა მოსეს წამოაძახა - "შენ ის არა ხარო!.." :) და კიდევ, ღმერთს რომ საყვედურობდნენ, ამ უდაბნოში იმიტომ გამოგვიყვანა, აქ რომ დაგვხოცოსო. :))) თან მონობას რომ მისტიროდნენ "ხორცი გვქონდაო..." :))) ადამიანის უმადურობის "ფორმულაა" ეგ. ლექსი ძალიან მომეწონა, ქალბატონო ნინო. :)
ბიბლიაში ყველაზე მეტად ეგ ადგილი მიყვარს-როცა ებრაელმა მოსეს წამოაძახა - "შენ ის არა ხარო!.." :) და კიდევ, ღმერთს რომ საყვედურობდნენ, ამ უდაბნოში იმიტომ გამოგვიყვანა, აქ რომ დაგვხოცოსო. :))) თან მონობას რომ მისტიროდნენ "ხორცი გვქონდაო..." :))) ადამიანის უმადურობის "ფორმულაა" ეგ.
5. კარგია, დარბაისლური, გაუგებარი აქ არაფერია, ყვლაფერი თავის ადგილსაა. კარგია, დარბაისლური, გაუგებარი აქ არაფერია, ყვლაფერი თავის ადგილსაა.
4. მადლობა, ჩავასწორე ენაბრკუნვილი ენაბრგვილით. ძალიან მოიხდინა. შეცდომით მხსომებია ქართული სიტყვა. კი ვგრძნობდი, თითქოს, რომ რაღაც სხვა იყო მანდ საჭირო. ბგერწერულად უფრო მორგებული და აი, გონება გამინათეთ მადლობა, ჩავასწორე ენაბრკუნვილი ენაბრგვილით. ძალიან მოიხდინა. შეცდომით მხსომებია ქართული სიტყვა. კი ვგრძნობდი, თითქოს, რომ რაღაც სხვა იყო მანდ საჭირო. ბგერწერულად უფრო მორგებული და აი, გონება გამინათეთ
3. გამგები გაიგებს, ქალბატონო ნინო,
მკვლელი და ენაბრგვილი - კი მოსეს თვისტომებმა უწოდეს, როდესაც ებრაელს გამოესარჩლა და ეგვიპტელი ზედამხედველი მოკლა - დააყვედრეს, როცა დასჭირდათ!
ძალიან კარგადაა გადმოცემული სათქმელი, ოსტატურად, რაც თქვენთვის დამახასიათებელია! გამგები გაიგებს, ქალბატონო ნინო,
მკვლელი და ენაბრგვილი - კი მოსეს თვისტომებმა უწოდეს, როდესაც ებრაელს გამოესარჩლა და ეგვიპტელი ზედამხედველი მოკლა - დააყვედრეს, როცა დასჭირდათ!
ძალიან კარგადაა გადმოცემული სათქმელი, ოსტატურად, რაც თქვენთვის დამახასიათებელია!
2. მადლობა, ბატონო ოთარ! მიხარია, რომ მოგეწონათ. ცოტა არ იყოს ,,ძნელი'' ლექსია და განათლებულ, ყოველ შემთხვევაში, ბიბლიის მცოდნე მკითხველზეა გათვლილი. სხვისთვის გაუგებარი დარჩება ლამის პირდაპირი ციტირებანი: რა ღუბლით მოსილი. რა ცეცხლით, ვინ, რატომ? მოსე მკვლელი და ენაბკუნვილი?, - რატომ, რა ზღვის გაპობა და აშ
მადლობა, ბატონო ოთარ! მიხარია, რომ მოგეწონათ. ცოტა არ იყოს ,,ძნელი`` ლექსია და განათლებულ, ყოველ შემთხვევაში, ბიბლიის მცოდნე მკითხველზეა გათვლილი. სხვისთვის გაუგებარი დარჩება ლამის პირდაპირი ციტირებანი: რა ღუბლით მოსილი. რა ცეცხლით, ვინ, რატომ? მოსე მკვლელი და ენაბკუნვილი?, - რატომ, რა ზღვის გაპობა და აშ
1. კარგი ლექსია!
+5!!! კარგი ლექსია!
+5!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|