ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2016


მესამედაც

პირველად, როცა გავიცანი,  სტუდენტი იყო.

თავდაპირველად  მომეწონა მისი მოთხრობა.
ახლაც  მახსოვს მისი შინაარსი:
"მის მკერდზე კონიაკი დაასხი და ისე წრუპავდი.
მერე დილით გითხრა, დარჩიო
შენ კი იცოდი, რომ თუ დარჩებოდი,  ცხოვრება აზრს დაკარგავდა.
მას კი ქმარი ყავდა."
ასეთი ბანალური მოთხრობის დამახსოვრება ჩემი დიდი ნიჭის გამო არ მომხდარა.
მე მისი ავტორი შემიყვარდა.
სამი თუ ოთხი თვე გვქონდა  ურთიერთობა და ...

როცა გიყვარს, ბრმა ხარ
როცა გიყვარს ბრმა ხარ...
კი, ბრმაც ხარ ...

- მარი, მომწონხარ
- მეც
- ქმარი გყავდა?
- მყავს
- გაცილებული ხარ?
- არა, ერთად არ ვცხოვრობთ
- ანუ გაცილებული ხარ
- არა , უბრალოდ ერთად არ ვცხოვრობთ
- ღალატობ?
- ღალატი რაა?
- არ ვიცი - ეღიმება
- მაშინ გაჩუმდი - ვეუბნები და მეღიმება
ჩუმდება და თვალებში მიყურებს.

- მარი შვილები გყავს?
- სამი
- არ ეჭვიანობენ?
- რაა ეჭვიანობა? - ვეკითხები
- არ  ვიცი  - ეღიმება და სიგარეტს ეწევა
- მაშინ გაჩუმდი- მუხლზე ვკოცნი.

მუხლი ტკივა
ვიცი რომ ტკივა და  ამიტომ ვეფერები.
ეღუტუნება  და  ფეხს გვერდზე წევს.

-სანდრო, გტკივა? - ვეკითხები
- არა
- მატყუებ  ხო?
- ტყუილი რაა?- არ უნდა რომ ვინერვიულო
- არ ვიცი
- ტყუილი ტყუილია,  გოგო . ნუ მელაპარაკები ეგრე რა...
- მიყვარხარ
- სიყვარული რაა? - ეწევა
- არ ვიცი
-  ჰოდა გაჩუმდი და  მოიწიე ჩემსკენ.
- მარი
- ჰო სანდრო
- შენ ყველაზე ლამაზი მკერდი გაქვს დედამიწაზე
- ვიცი - მეღიმება

ურთიერთობა  მას შემდეგ დაიძაბა, როცა გაიგო,  რის გამო ვიყავი  ქმართან გაშორებული.
ღალატს ვერ იტანდა.
თუ რამე მეწყინება,  გავქრებიო- მითხრა ერთხელ.

იმდენი საკონტაქტო მქონდა, სად დაიკარგება მეთქი.

მაგრამ დაიკარგა... რადარებიდან გაქრა.
იმ ძვირფას დღეებს შეველიე, რომლებსაც ერთად ვატარებდით.
განსხვავებული და უცნაური  სიყვარული გვაერთებდა...თორემ ვნება  ბევრჯერ მოსულა ჩემთან, უხეშად და
ვულგარული  აქცენტით...მათ ისევე ადვილად ვივიწყებდი, როგორც ცხელი ღამის მერე  შხაპის გელს...

რამდენიმე თვის მერე დაბრუნდა. ისე დაბრუნდა, თითქოს სამი საათის გასული იყო  სახლიდან და სადილზე დააგვიანდა...
მე კი საყვედურიც  არ ვუთხარი. სამასიმილიონ ოთხას ჩვიდმეტი წუთი ჩემი ცხოვრებისა
ამოვჭერი და  ის და  მისი  სიყვარული ერთიანად  ჩავიხუტე.

დაუვიწყარი დღეები დადგა.

ერთმანეთის სუნთქვასაც კი ვუფრთხილდებოდით.  .  .
მსურდა.  .  .
მუდამ,  დღის ნებისმიერ  მონაკვეთში, ძლიერად,  ვნებიანად.
ყველაზე მეტად ჩემი მკერდი მოსწონდა, მასთან თამაში უსასრულოდ შეეძლო.  მეც მომწონდა.
ჩვენ არასდროს ვსვამდით სასმელს, რადგან ისედაც  ვთვრებოდით ერთმანეთის სურნელით.


რამდენიმე დღიან განშორებასაც კი ვერ ვიტანდით,  ერთმანეთისაკენ გვეწეოდა გული.
თუ ქალაქგარეთ გავიდოდა, აუცილებლად მოჰქონდა კარავში ჩემთვის  დაწერილი ბევრი წერილი და
ყვავილები, იქვე დაკრეფილი...
მერე მე ვეჭვიანობდი იმ გოგონებზე, მასთან ერთად რომ მოგზაურობდნენ.

მერე ის იწყებდა ნერვიულობას  ჩემს ეჭვიანობაზე .

მერე ისევ ერთად ვიყავით და ერთმანეთის ალერსში ვათენებდით.
მერე...ის ეთამაშებოდა ჩემს მკერდს და მე აღარ ვეჭვიანობდი მის მეგზურ სიგარეტიან  გოგონებზე.

ამასობაში ინსტიტუტი მიატოვა და..დარჩა მარადიული სტუდენტი.
- მარი, სამსახური ვიშოვეო, -  მიმახარობლა.
თუმცა ფინანსები არასდროს ყოფნიდა.
მალე როგორც  ყველას, მის ოჯახსაც პრობლემები გაუჩნდა. ...მე მისი დახმარება არ შემეძლო.
ბინა  გამოიცვალეს და დროებითი  განშორება ისევ მისი გაქრობით დამთავრდა.

ჰო, სრულიად მოულოდნელად  ისევ გაქრა...
მიმატოვა მაშინ, როცა გათენება მისი არსებობის გამო მიხაროდა და დაღამება მისი მოსვლის გამო.
არა, ასეთი დიდი ტკივილის დაწერა შეუძლებელია.
ცხოვრება თავზე ჩამომემხო და მიტოვებისგან გული დამეკაწრა.
(აქ ვეღარ ამოვჭერი  სამასოცი  დღე, ამდენივე ღამე და  ოცდასამი  საათი. )

დიდხანს ვეძებდი,  თვალებს ვაცეცებდი. ხანდახან მისი ხმა მესმოდა და მაგიჟებდა.
ვიგრძენი, ვგიჟდებოდი და ...საყვარელი გავიჩინე. გაგიჟებას გადავურჩი, თუმცა  ტვინის ხვეულები ბოლომდე
არ იხსნებოდა..ტესტოსტერონები არ მემორჩილებოდა.


არადა მას ვგრძნობდი, ვიცოდი ახლოს ტრიალებდა და არ მენახვებოდა...მთელი სხეული მენგრეოდა და  სუნთქვა მიძნელდებოდა...


ის მესამედაც დაბრუნდა...

სრულიად უემოციოდ შევხვდით ერთმანეთს.
მან სიგარეტი გაააბოლა და  მითხრა:

- მარი, უნდა  დაწერო.
- რა?
- შენ ჩვენზე უნდა დაწერო.
- დამთავრდა სანდრო...
- ჰოდა, მაშინ წერენ, როცა მთავრდება.
- არ ვიცი. მე წერა არ შემიძლია.
- დაგელოდები, როცა დაწერ
- წერისთვის ემოცია არ მყოფნის
-  ვიცი, დაწერ...
- ახლა რას აკეთებ?
- სამსახური შევიცვალე,  მალე გიდი გავხდები და ბევრს ვიმოგზაურებ.


იმ ღამეს ჩემს ნაცვლად ის წერდა.
მთელ ღამეს მკერდზე  მეფერებოდა და თან წერდა.. ალბათ უფრო ხატავდა, რადგან როცა დილით წავიდა,
მე სარკეში ჩავიხედე და სხეულზე  ფერადი იეროგლიფები მეხატა.
- ალბათ ამჯერად  იაპონიაში წავიდა  - დავასკვენი და აბაზანაში შევედი.

დასასრული




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები