 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 მარტი, 2016 |
ჭკვიანმა მუსლიმებმა მოითხოვეს: მოგვიზომეთ სასაფლაო, ცალკეო, ჩვენთვის. არცთუ უჭკუო ქრისტიანებმა : ჩვევენს სასაფლაოს გაგიყოფთო, გვიგულეთ გვერდით!
...და მერე, როცა მეჩეთში განსაზღვრულ დროს, მოლა "აკივლდა", ეკლესიაში "მეგაფონიც" მაშინ "ატირდა". ვეღარ გაუძლო სოფლის გიჟმა, - შეწყვიტეთ მეთქი! ხომ არ გაგიჟდით? ვის დაეძებთ, სად არის ღმერთი?!
მიწა ხმაურზე გამოფხიზლდა, ზეცას ახედა, ამოიოხრა და ჩაყლაპა ნერწყვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|