ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2016


არ დამიმჩნიე

მგონი, იმაზე მეტი  მომინდა
რაც მეკუთვნოდა...
რაც მერგო


ბავშვობაში კაკალს რომ  ვიყოფდით ხოლმე
მაშინაც ასე წავეპოტინებოდი
იმაზე მეტს. .  .
რაც. . . 

ახლაც..."დიდობაში"
ისევ  გავიარე შენს ფიქრებთან,
მაგრამ ახლოსაც ვერ წავეკარე

როგორ  მინდოდა შევხებოდი,
შემერხია
ყველაზე მძაფრ  ლაქად
დავმჩნეოდი...

არ დამიმჩნიე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები