ბეთლემი. ღამე. ჩვილი. იესო... ღვთისმშობლის მშვიდი, სათნო თვალები, და საკმეველის მსუბუქ კვამლს იქით, ფრესკები ჩანდნენ ოდნავ მკრთალები.
ჩაჩოქილიყავ ხატთან ღვთისმშობლის, ზეციდან მოძღვნილ წყალობას ჰგავდი. იბადებოდა ჩემშიც იესო, უფლისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.
გვათენდებოდა თავზე ბეთლემი, ზეცისკენ აჭრილ თეთრ ფრინველს ჰგავდა, ჩვენც ვმაღლდებოდით, გვერდით უფალი ერთგულ შემწედ და მფარველად გვყავდა.
სადა ხარ ახლა, წელია უკვე, აღარც შენ, აღარც ჩუმი ტაძარი, ცოდვებმა ხელი ისე დამრიეს ვწევარ ჩემს ქოხში ღჯუ და საპყარი.
მომნატრებია სიცილი შენი, და თოვლისფერი შენი ხელები, როცა მიწაზე უნდა დავეცე შენ მიდიხარ და სხვას ეშველები.
ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი სამშობლოს ვეძებ საქართველოდან, არ მერქმეოდა მე წაგებული, შენი სუნთქვა რომ გვერდში მყოლოდა.
სადა ხარ ახლა, რომელ გზის ბოლოს, ან სად მიჰყვები ცხოვრების აღმართს, ამ ყოფისათვის არ მემეტები, შენ უნდა ცაში არწევდე აკვანს.
სადა ხარ ახლა, ან ვისზე ფიქრით, დილა მოდის და ღამე თენდება, ბეთლემი, ღამე. ჩვილი იესო, საკმევლის სუნი თუ გახსენდება.
მიდიოდი და ჩრდილივით გდევდა დადევნებული ლოდივით დარდი, რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
შენ სათნოებით ხარ დაღდასმული და ტკივილს სხვისას გვერდს ვერ აუვლი, და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული... 1985წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. მირქმას გილოცავთ... მირქმას გილოცავთ...
26. მომეწონა! 5! მომეწონა! 5!
25. არაჩვეულებრივია, სულის ფერწერაა555555 არაჩვეულებრივია, სულის ფერწერაა555555
24. ბრავისიმოოოო !!!! ბრავისიმოოოო !!!!
22. კარგიააააა 5 კარგიააააა 5
20. ნინო, ახლა გამახსენდა ჩემს წიგნებში "რას ტვიფრავ სულზე'' და "სიტყვებს მიღმა" შეტანილია ეს ლექსი ამ სტროფის გარეშე. ნინო, ახლა გამახსენდა ჩემს წიგნებში "რას ტვიფრავ სულზე`` და "სიტყვებს მიღმა" შეტანილია ეს ლექსი ამ სტროფის გარეშე.
19. რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
ბატონო დავით, თქვენისთანა თავმდაბალი ადამიანისგან არ მოველოდი ნეკერა გეთანხმები, ნინო! მართალი, ხარ. მეც არ მოველოდი. რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
ბატონო დავით, თქვენისთანა თავმდაბალი ადამიანისგან არ მოველოდი ნეკერა გეთანხმები, ნინო! მართალი, ხარ. მეც არ მოველოდი.
18. არაჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის5 გილოცავთ უკვე დამდგეარ შობა-ახალ წელს, კეთილი სურვილებით. არაჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის5 გილოცავთ უკვე დამდგეარ შობა-ახალ წელს, კეთილი სურვილებით.
17. რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
ბატონო დავით, თქვენისთანა თავმდაბალი ადამიანისგან არ მოველოდი :D რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
ბატონო დავით, თქვენისთანა თავმდაბალი ადამიანისგან არ მოველოდი :D
14. 5 სააღოლ მაგარი კაცი ხარ ;) 5 სააღოლ მაგარი კაცი ხარ ;)
13. მარადიული დღესასწაული მარადიული დღესასწაული
12. შესანიშნავიაააააააა:) შესანიშნავიაააააააა:)
10. ათასჯერაც რომ წავიკითხო, არ მომწყინდება. ათასჯერაც რომ წავიკითხო, არ მომწყინდება.
9. შენ სათნოებით ხარ დაღდასმული და ტკივილს სხვისას გვერდს ვერ აუვლი, და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული.
კარგია! შენ სათნოებით ხარ დაღდასმული და ტკივილს სხვისას გვერდს ვერ აუვლი, და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული.
კარგია!
8. გაიხარეთ,ბატონო დავით! გაიხარეთ,ბატონო დავით!
7. მიდიოდი და ჩრდილივით გდევდა დადევნებული ლოდივით დარდი, რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
შენ სათნოებით ხარ დაღდასმული და ტკივილს სხვისას გვერდს ვერ აუვლი, და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული...
არაჩვეულებრივია, ბ-ნო დავით! 10 მიდიოდი და ჩრდილივით გდევდა დადევნებული ლოდივით დარდი, რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.
შენ სათნოებით ხარ დაღდასმული და ტკივილს სხვისას გვერდს ვერ აუვლი, და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული...
არაჩვეულებრივია, ბ-ნო დავით! 10
6. გული ამტკივდა...რამხელა სევდაა, ტანაც ნამდვილი..
რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი. -კი, ასეა...55555
გული ამტკივდა...რამხელა სევდაა, ტანაც ნამდვილი..
რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა, რომ გენიალურ პოეტს უყვარდი. -კი, ასეა...55555
5. შობას გილოცავთ ასევე, გფარავდეთ. შობას გილოცავთ ასევე, გფარავდეთ.
4. შობას გილოცავთ, კარგო შემოქმედოო!!! :) შობას გილოცავთ, კარგო შემოქმედოო!!! :)
3. ძალიან კარგი ლექსია! და ეს ორი სტროფი კიდევ უფრო გამორჩეულად მომეწონა:
''მომნატრებია სიცილი შენი, და თოვლისფერი შენი ხელები, როცა მიწაზე უნდა დავეცე შენ მიდიხარ და სხვას ეშველები.
ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი სამშობლოს ვეძებ საქართველოდან, არ მერქმეოდა მე წაგებული, შენი სუნთქვა რომ გვერდში მყოლოდა''...
ძალიან კარგი ლექსია! და ეს ორი სტროფი კიდევ უფრო გამორჩეულად მომეწონა:
``მომნატრებია სიცილი შენი, და თოვლისფერი შენი ხელები, როცა მიწაზე უნდა დავეცე შენ მიდიხარ და სხვას ეშველები.
ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი სამშობლოს ვეძებ საქართველოდან, არ მერქმეოდა მე წაგებული, შენი სუნთქვა რომ გვერდში მყოლოდა``...
2. და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული... :) რამდენჯერმე წავიკითხე, მაგარია :)
იბადებოდა ჩემშიც იესო, უფლისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.
და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა, მარადიული დღესასწაული... :) რამდენჯერმე წავიკითხე, მაგარია :)
იბადებოდა ჩემშიც იესო, უფლისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.
1. არაჩვეულებრივია მეგობარო!!! არაჩვეულებრივია მეგობარო!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|