ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2016


ამერიკიდან

ჯერ არც დედა და არც მამა და არც ჩემი სამშობლო,
არც სოფელი და სოფელში მონადირე ძაღლები,
პაპაჩემის უძველესი ფეხსაცმელის თასმებით,
ვაშლის ხიდან ალუბლამდე გაბლანდული ჰამაკი,
და ჰამაკში მწოლიარე ბიძაშვილის ბავშვები,
იქვე ახლოს ბოდიალა ბედნიერი ქათმები,
და ელიკო, სიბერისგან დაჩაგრული თვალებით,
პაპაჩემის შენახული დახვრეტილი ჟესტებით
ჩვენს ეზოში მოწყობილი ჩაიხანა, ყავახანა.
მთელი სოფლის ამბებით,

ჯერ არ მომნატრებია...

ჩემს ქუჩაზე ღვინით თრობა
და ბაყვაზე ქილიკი,
ამირანას ჭყინტი ყველი და არჩილას სარკაზმი,
ხან სიცილი, ხან კამათი, იშვიათად გარჩევაც,
ღმერთების და პოლიტიკის, გოგოების არჩევა,
ღვინით მთვრალზე წარმოთქმული
ტიციანის ლექსები,
ლევანის რომ ავიწყდება მაგრამ მაინც შევცქერით,
და ბოლოსკენ დალეული ჩვენი ქვეყნის დიდება,
რუსეთის და ამერიკის ხმამაღალი გინება,
მოკლედ, მოკლედ ჩვეულებრივ ჩვენი დროის ტარება.

ჯერ არ მომნატრებია...

მომენატრა მხოლოდ ერთი,
მაგარ მთვრალზე ტაქსით წასვლა,
გლდანის პირველ მიკროში,
ტაქსისტებთან ანუ მღვდლებთან
ახსარების ბარება
და ბინგოში ხვალ დილისთვის ნაბეღლავის აღება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები