ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2016


იქ, ახლა გაზაფხულია...

... იქ, მთის ძირში, ტბის პირას ერთი მშვენიერი მუხის ხე დგას მარტოდმარტო, ამაყად და გრძნეულად, რომელიც, ვინ იცის უკვე რამდენი წელია მოთმინებით მელოდება. ახლა, ალბათ ყვავილობს, იკვირტება. მალე გაშლის ტოტებს, გაიფოთლება, მხრებში გასწორდება და იქ შემთხვევით მოხვედრილ, მასავით ეულს, მგზავრობით გადაღლილს შეიფარებს, სანუკვარ ჩრდილს მისცემს შესასვენებლად და თაკარა მზისგანაც დაიცავს. ყველა მას უყვება თავისი ცხოვრების ავან-ჩავანს. ხემ ბევრი რამ იცის, ბევრი წუხილიც და სიხარულიც, დარდიც და მონატრებაც გადაუტანია. ბევრი რამ მოუსმენია, ბევრიც უნახავს. ღრმად აქვს გადგმული ფესვები და თავის დედა პლანეტასთან ერთად დაუღლელად მოგზაურობს უკიდეგანო კოსმოსში დაბადებიდან. იქვე, ხის ძირას ანკარა და უგემრიელესი პატარა წყაროც ამოედინება. ლაღად მოსჩქეფს და ტბისკენ მიწანწკარებს კეკლუცად. როკვით მიირწევა, სიცოცხლეს უმღერს და უკვდავებას ესალმუნება. ესაა ჩემი ბუნებაც. მეც მისით ვხარობ და ვცოცხლობ. სიზმრებშიც სულ იქ ვარ. ირგვლივ მდელოზე უკვე ფერად-ფერადი ყვავილებიც გაიშლებოდნენ ჩემს მოლოდინში, სურნელოვნად გაიფურჩქნებოდნენ ჩემთან შესახვედრად. უზომოდ მიყვარს და ყოველთვის სიგიჟემდე მენატრება.
იქ, ახლა გაზაფხულია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს