ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2016


დაარქვი რაც გინდა

მახსოვს  როცა მივდიოდი მითხარი  რომ არსებობს გრძნობების სასაფლაო
სადაც იმარხება ყველა ის სიტყვები და დაპირებები რაც კი ოდესმე ერთმანეთისთვის გვითქვამს
მე გიპასუხე რომ ნაკლებად მჯერა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების
ხოლო გლოვა და სასაფლაო სუსტი ადამიანების მიერ მოგონილი მიზეზია
რომ გამუდმებით მისტიროდნენ წარსულს და არ გაიხედონ მომავლისკენ, ან თუნდაც იცხოვრონ დღევანდელი დღით
შენ უბრალოდ გაიღიმე და დაიწყე ნაცნობი მესაფლავე სასმელის ძებნა რომელიც გრძნობების დამარხვაში უნდა დაგხმარებოდა
და აი ახლა, როცა მეც მიმატოვეს, როცა მეც მომიხურეს ცხვირწინ კარი,
ვერაფრით გავბედე ჩემი გრძნობების დასამარება , რადგან  მათ არასოდეს ეყოლებოდათ პატრონი
რადგან გამიგია რომ გრძნობები რომლებსაც სახელი არ აქვთ ვერასოდეს იკვლევენ გზას სასუფევლისკენ და ვერ იმკვიდრებენ სამარადისო სიმშვიდეს.
ამიტომაც მოვუყარე თავი ყველა იმ ცრემლს, ტკივილს, ბედნიერებას, ვნებას თუ სიხარულს რაც კი ოდესმე განმიცდია,
კრემაცია გავუკეთე და მისი ფერფლი ონკანის წყალს გავატანე როგორც ცუდი სიზმარი
და აი ახლა ვდგავარ შენ წინაშე სრულიად დაცლილი და თავისუფალი და გეუბნები
რომ ვერაფრით მოვახერხე ვყოფილიყავი უსუსური და მომერგო მგლოვიარე ქვრივის როლი რომლის ხილვასაც შენ ასე  ელოდებოდი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები