 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2016 |
უმ ხორცს, დაცვარულს, სისხლარეულს და კანშემოცლილს, ტყავის ქვეშ, ნალით ვჩეჩქვავდი სისხამს, მერე ვჩილავდი,
ძირგახვრეტილი სათლით წყალი შემქონდა სახლში, ფსკერი კი არა, მიწა რომ ჩანდა,
თუ რამ ვიცოდი, ან თუ რამის საერთოდ მწამდა, მასაც ბოლოჟამს, ჟანგი მოედო,
რომ შემხვდა გზაზე, სავსე ნადავლით, უკვე მენახა, სიკვდილის ბოლო გაღიმება,
თვალები ჰქონდა მინავლული, ამოღებული კოვზით ბუდიდან, მშვენივრად მახსოვს,
მდინარე უცებ ამოეშრო თავახდილ მთიდან, ცეცხლოვან ენის მდორე დინებას,
მერე ღრუბლებმა დაღვარეს თავი, და ფრინველების მკვდარი გუნდები, წვიმდა დღე და ღამ,
ბადესაც უკვე ცაში ვისროდი,
ყველა დავკარგე, ვისზეც გული ამომდიოდა, ზოგი, ამ ცეცხლის ენამ გალოკა, ზოგი, გამსკდარმა მიწამ ჩაყლაპა, ზოგი, წვიმებმა უხმოდ წალეკეს,
მხოლოდ მე დავრჩი, ცალი თვალი, ცამ რომ ჩამიკრა, და მოღეღილი გულმკერდით შევხდი, ახალ სიცოცხლეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8. ძალიან კარგია O.ო ძალიან კარგია O.ო
6. მიხარია თავფურელზე ეს...:-* მიხარია თავფურელზე ეს...:-*
5. აქ რატომაა მხოლოდ 3 კომენტარი...
ძალიან კარგი ლექსია!!! აქ რატომაა მხოლოდ 3 კომენტარი...
ძალიან კარგი ლექსია!!!
3. ძალიან მაგარია! ძალიან მაგარია!
2. მძაფრი, განცდადი , თვალითაც ადვილად დასანახი... კარგი ავტორი...:-* 5 მძაფრი, განცდადი , თვალითაც ადვილად დასანახი... კარგი ავტორი...:-* 5
1. ჰორორი...
ძალიან მძაფრია, ძალიან.
ბოლოს ამოვისუნთქე.
მე მიხარია, შენ რომ გიცნობ :) ჰორორი...
ძალიან მძაფრია, ძალიან.
ბოლოს ამოვისუნთქე.
მე მიხარია, შენ რომ გიცნობ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|