 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2016 |
ხო ვერ გამიგე ჩემო კარგო ,რა ვქნა ასეა, იქნებ გეკითხა რა მაწუხებს,ან რას განივცდი, ქარში წვიმაში დავდივრ და ქუჩა სავსეა მკვდარი ფოთლებით.ეზოს ჩუმად გვის ოთხმოცი წლის მეეზოვე,ხელებდამჭკნარი, მე კი მივყვები გზებს,უშენოდ,გადავიღალე, კითხვა მაწუხებს,ეს ცხოვრება ნეტავ რად მიღირს? ხო.. ტკივილები სამოსივით გამოვიცვალე. შენ რას გამიგებ,მეთითონაც ხანდახან მიჭირს, ჩემს თავთან მარტო დარჩენა და ხშირად ამიტომ, სიკვდილმისჯილი ტუსაღივით საკანში ვყივრი, ხმადაბლა ისე,რომ ვერავინ,ვერსად გაიგოს. რა უნდა გითხრა ისეთი,რომ სიტყვით ავღწერო, მე ვერაფერი მოვიფიქრე,გთხოვ მომიტევე, არ გინდა ვიცი,რომ ჩემს დამშრალ თვალებს ჩახედო, მოვგავარ წყალში უბედურად დამხრჩვალ მეტივეს. შეშურდებოდა გრიბოედოვს ჩემი გრძნობები, არ ჰყვარებია ჭავჭავაძე ისე ძლიერად, დამერწმუნე,დაიჯერე ჩემი სიტყვები, რომ შემიხორცდეს დატყობილი მძიმე იარა. ქარის მაგივრად მე ვუბერავ შიშველ ქალაქში, ადამიანებს ვერსად ვხედავ ან ვერ მამჩნევენ, ფეხები მტკივა სიარულით, ბევრჯერ დავეცი, შენს ფანჯრების წინ ეჰ რამდენჯერ ჩამოვიარე. ხო ვერ გამიგე ჩემო კარგო ,რა ვქნა ასეა, იქნებ გეკითხა რა მაწუხებს,ან რას განივცდი, თვალები მტკივა შენს ლოდინში,უკვე გათენდა მეეზოვე კი სევდიანად ისევ ეზოს ჰგვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიყვარული უკუღმართია თორემ , უნდა გიყვარდეს ის, ვინც გეკითხება რა გაწუხებს, ან რას განიცდი! სიყვარული უკუღმართია თორემ , უნდა გიყვარდეს ის, ვინც გეკითხება რა გაწუხებს, ან რას განიცდი!
1. მეთითონ და ავღწერო რა არის? წარმატებები, მაგრამ გრამატიკულადაც რომ იყოს გამართული ლიტერატურულად უნდა ხელის შევლება. გრიბოედოვის და ნინას სიყვარული რატომ ამოგირჩევია ასე მწვერვალად არ ვიცი, მაგრამ მსგავსი შედარებები არ უხდება წესით პოეზიას. მეთითონ და ავღწერო რა არის? წარმატებები, მაგრამ გრამატიკულადაც რომ იყოს გამართული ლიტერატურულად უნდა ხელის შევლება. გრიბოედოვის და ნინას სიყვარული რატომ ამოგირჩევია ასე მწვერვალად არ ვიცი, მაგრამ მსგავსი შედარებები არ უხდება წესით პოეზიას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|