ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2016


ჩემო საქართველო!!!

ოდესმე დიდი თუ ყოფილხარ, მინდა დავიჯერო!
არ მსურს ოცნებები სახტად დამიბერო!
იქნებ, გატეხილი გულიც გამიმთელო...
მერე ეს დარდებიც ლხინით გამინელო!
ჩემო საოცარო, ჩემო სანაქებო,
ჩემო საფიცარო, ჩემო ფრთანათელო,
ჩემო მიმინო და ჩემო შევარდენო,
ჩემო პაატავ და ღუნიაანთ ლელო,
შენთვის დავიძინო, შენთვის გავათენო!
მუდამ მოგიფრთხილდე,
ყველგან გასახელო!
ჩემო დარდიმანდო, გულ-გასახარელო,
ჩემო ყიფლიბანდო, შუბლო-საფეთქელო,
დიდი ხნიდან გიცნობ, ციცქნავ, საყვარელო,
შენთვის ვაჩხაკუნო ფანდურ, სანატრელო!
ორ ზღვას შუა ლელოც ფეხით დაგითელო!
მთლად ნუ აჰქსუვდები,
შესძელ გაიგრძელო ლაღი მომავალი, ჩემო საქართველო!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს