 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 19 მარტი, 2016 |
ნინო დარბაისელი
ბოსხი. ,,სულელების ხომალდი" - - - - - - - - - - - - (ზეინაბ სარაძეს)
სულელების ხომალდი, კაპიტანიც - სულელი, ნამთვრალევნი, ხომლამდი ყირას გადასულები!
გზა მთვარემდე პგონიათ ნიჩბის ერთი მოსმა, ნების თავისუფლება - ზედ გემბანზე მოფსმა, ღრიანცელში სჩვევიათ ცეცხლზე ზეთის მოსხმა. სულაც არ ენაღვლებათ ის, რაც იცის ბოსხმა, რაც შორეულ ანტიკას ჩაესახა საშოში: არის ძალზე საშიში ბრძენის მასხრად აგდება. ამ აგდებით ქვეყანა ბრიყვებით მარაგდება. შუა ზღვაში ბრიყვობა არის ნამეტანი, დააშორო ერთმანეთს, ვით თავი და ტანი, ხომალდი და იმისი ბრძენი კაპიტანი.
მაგრამ ტვინის ნასახიც არ ემჩნევათ ლუპით, საჭმელ-სასმელს დააცხრნენ, ნთქამენ ყლაპა- ყლუპით, როკავენ და ცეკვავენ ფეხის ტყაპა-ტყუპით. მერე - ვეღარ უშველით ცრემლის ღაპაღუპი, სულელების ხომალდი არის დასაღუპი!
მაგრამ მეტისმეტადაც ნუ დაგწყდებათ გული. უკვე დაღუპულია და ხავსმოდებული ხმელეთზეა ხომალდი სადღაც მიგდებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბოსხს რომ მოეწონებოდა, ისეთია.
არ ვიცი, ვაჟა-ფშაველამ არწივში რა იგულისხმა, ბოსხის კიდევ უფრო მეეჭვება, მაგრამ რაღაც ძალიან ნაცნობია აქ. :) ბოსხს რომ მოეწონებოდა, ისეთია.
არ ვიცი, ვაჟა-ფშაველამ არწივში რა იგულისხმა, ბოსხის კიდევ უფრო მეეჭვება, მაგრამ რაღაც ძალიან ნაცნობია აქ. :)
1. https://www.facebook.com/1497943103810556/photos/a.1498014430470090.1073741828.1497943103810556/1701459683458896/?type=3&theater
"ბოსხი. სულელთა ხომალდი.
სიუჟეტი ძალიან მარტივია. ღრეობა ხორხოცი და თვაშვებულობა მგზავრთა. ხომალდი კარგა ხანია გაჩერებულა და მიწას შეზრდილა, ვერც ერთი მგზავრი ვერ ამჩნევს თუ რაოდენ დიდი ხნის გაჩერებულია ხომალდი. ხომალდის ანძა ისე გაფოთლილა და იმხელა ვარჯი გაუკეთებია, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რაოდენ დიდი ხანია რაც ხომალდი უძრავად დგას. მგზავრები ნადიმობენ და თავაშვებულნი გუნდურად მღერიან. ამასობაში პატარა ბიჭმა დროც კი იხელთა, რომ ღორის ხორცი მოიპაროს. მგზავრები ერთობიან და ერთმანეთს ეთათუნებიან, ვნებისა და ემოციის გარეშე. დაჩლუნგებული გრძნობებით უაზროდ გამომძღარი მასა. რა დიდებული იქნებოდა ხომალდი თავიდან. უზარმაზარი ხედ ქცეული ანძაც ხომ მის მასშტაბს ასახავს. "სულელთა ხომალდი" ასე უწოდა ბოსხმა. რამხელა მისია ჰქონდა ალბათ ამ ხომალდს, მაგრამ ის დგას! მგზავრებს აღარავისი ხმა ესმით, ვერც კი ხვდებიან რომ ხომალდი დგას. რატომ უწოდებს მათ ბოსხი სულელებს? ალბათ იმიტომ, რომ ამ ხმაურში მგზავრებს აღარავისი ხმა არ ესმით, ისიც კი რომ ხომლადი დგას და მიწას შეეზარდა. ხომალდზე თამაშია გაჩაღებული, ძაფზე ვაშლი მოუბამთ და ჩაკბეჩას ლამობენ. ვაშლი, რომელიც სიმბოლოა პირველდაცემისა და სამოტხიდან განდევნისა. ადამმა და ევამ რა იგემეს ვაშლი აკრძალული ხიდან, განდევნილ იქნენ სამოთხიდან, მაგრამ აბა აქ დააკვირდით. ამ სულელებს აკრძალული ხილის ჩაკბეჩვაც ვერ მოუხერხებიათ. ვაშლი ძაფზე კიდია და თამაშია გაჩაღებული. ბოსხი დასცინის ყველას, ან იქნებ არც დასცინის და მწუხარებით მოგვითხრობს ხომალდის ამბავს. მღერიან და ლოთობენ სულელები. ანძაზე დროშა ჰკიდია და თუ დავაკვირდებით ზედ მთვარეა გამოსახული, სიმბოლო დროისა მაგრამ უპირველესად სიმბოლო სისუსტისა, უნებისყოფობისა. სწორედ ასეთი დროშა ფრიალებს ხომალდის თავზე, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ხედ გადაქცეული ანძის ვარჯი. ხეზე თავის ქალა მოსჩანს. სწორედ ასე გამოსახავენ ადამ კადმონს, რომლის თავის ქალაც მუდამ გამოისახება ჯვარცმის ძირში, თავად ჯვარიც ხომ ხეა სიცოცხლისა. ნუთუ ბოსხი იმას ამბობს, რომ ეს ხომალდი კიდევ უფრო ქვემოთაა ვიდღე თავად ადამ კადმონი? გემზე ასევე ვხედავთ მასხარას, რომელიც ცალკე ზის, ზურგშექცეული ყველაფერთან. სწორედ მასხარა უნდა იყოს სიმართლის მთქმელი, მისი დანიშნულებაც ხომ ესაა, მაგრამ სულელთა ხომალდში ისიც კი გაგდებული, მოწყენილი, არაფრის შემძლე და სევდიანია. არავის სჭირდება ხომალდზე მასხარა და თავისთავად სიმართლეც. თუ კარგად დავაკვირდებით ნახათ ეს სიმართლე, ანუ მასხარა, თოკით მოუბამთ ხეზე. არავითარი დინამიკა ნახატში, მხოლოდ დროშა ფრიალებს, რომელზეც სისუსტის სიმბოლოა გამოსახული. ხომალდი, რომელიც ასეთი დიდებით აიგო, ხმელეთს შეზრდილა და მისი ანძა უზარმაზარ ხედაა ქცეული. სულელთა ხომალდი, ასე უწოდა ბოსხმა ამ ნამუშევარს".
კარგი ლექსია, ქალბატონო ნინო, კაცობრიობის ბოლო ჟამს შესანიშნავდ ასახავს, ბრავო!
+5!!! https://www.facebook.com/1497943103810556/photos/a.1498014430470090.1073741828.1497943103810556/1701459683458896/?type=3&theater

+5!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|