ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2016


***

მარტი ვეღარ მოhiმერია,
შენც ხომ ხედავ?!
არ ვირევი ძველებურად
ამინდივით.
გამაგიჟებს ,მხოლოდ შენი შემოხედვა,
მერე ქუჩებს შეშლილივით დავივლიდი,
რომ შემეგრძნო უკეთესად
ფერთა გამა
გაზაფხულის, ან სურნელი
სველი მიწის,
მზის,რომელმაც შენი თავი შემაყვარა
და ერთობის, სამუდამო ,
ჩვენი ფიცი.
აღარც ქარებს დავრთავ ნებას ამაღელვონ,
თუ ნავივით ნაპირისკენ
მივირწევი,
სიყვარული გულით დამაქვს.ამავე დროს
ვიიოლებ გზას სამყაროს მივიწყებით.
სითავხედე, თუმც მარტისთვის ჩვეულია,
ხშირად ჩემს თავს მის ხასიათს ვადარებდი.
დადინჯება,  თურმე მარტსაც შეუძლია.
სიყვარულით,
მოფერებით,
დაყვავებით !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები