ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2016


ჯერარდაწერილი ლექსის ნაწყვეტები ანუ წერილები ნილს

ნილ,
ხშირად ვიგონებ იმ გაზაფხულს ჩვენს ქუჩაზე
ხეებს რომ სხლავდნენ,
შენ არიდებდი თვალებს გამვლელებს
ხეებს, ტოტებს, მეც
შენი თვალები ვერ იტევდნენ გაუკვირტავი
ფოთლების სევდას

ნილ
ჩვენ მივუყვებით ტბისპირს, შენ ჩუმად,
მე კი გიყვები უშენო დღეებს
სინამდვილეში არაფერია მოსაყოლი
მაგრამ ვცდილობ გადავფარო შენი
დუმილის ხმაური და უცვლელი შიში

ნილ
ხო, ვიცოდი, რომ ეს ერთხელ, რომ ეს ერთხელ,
მაგრამ ყოველთვის გავურბოდით
ფიქრებს და მხოლოდ შუაღამის მიწურულზე
ღვინის ბოთლით აივანზე რომ მპოულობდი
უცვლელი მზერით, გეკითხებოდი
-ეს ხომ ჯერ არა?!

ნილ
მე ჩვენი სახლის სახურავზე ვიძნებ ახლა
შენზე ვეღარ ვწერ, უფრო არ ვწერ,
კვლავ იშვიათად მძინავს და ისიც
დილისპირზე როგორც მაშინ
და ძველებურად ვუსმენ სიჩუმეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები