 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2009 |
განსხვავებით ცისფერყანწელებისაგან, გალაკტიონის პოეზიაში ეროტიკას უკიდურესად მცირე ადგილი უჭირავს. სულ რამდენიმე ლექსია: ''გეტერა'', ''ოდეს აქტეონი ..'', ''სინანული'' ... - /ისიც, დასაფიქრებელია, რამდენად შეიძლება მათი აღქმა -ინტერპრეტირება, როგორც ეროტიული ნაწარმოებისა/. მისი პოეტური ტრფიალების პირველი ადრესატები : რაისა, ზულეიმა, იუნონა და ბოლოს მერი, გაკრთებიან თუ არა ლექსში მცირე ეროტიული მინიშნებით, ფინალამდე იდუმალი საბურველით იმოსებიან . გალაკტიონის პოეზიის ეროტიკული მოტივების შესახებ სპეციალურ მსჯელობას ამჯერად არ ვაპირებ, მინდა , ახალი წელი პოეტის ერთი ეროტიკულად შეფერილი , ადრეული ლექსით მოგილოცოთ:
გალაკტიონ ტაბიძე
ახალ წლის ღამეს
ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა... იუნონავ,შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა. დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი, და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.
გეძახოდა ჩემი სული,გეძახოდა ჩემი ვნება... მე მომწყურდა ახალი წლის შენთან ერთად მიგებება, ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე ,და ავანთე ჩემი ბინა, და მომწყინდა მარტოობა ,და უშენოდ მომეწყინა.
კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა,როგორც გველი. სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი, ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს, და ვეძებდი განახლებას,და ვეძებდი აღდგომის კვალს.
ხომლი მოკვდა,დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი, ცის ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი, შენ არ სჩანდი...დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი, და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.
დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს, ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს... დიდი ხნიდან ბედს მივენდე ,და იმისი მსხვერპლი ვხდები, და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.
მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე, ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე. სახსნელი გზა კი არსად სჩანს,და ამაოდ ველი მშველელს... და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.
/1912 დეკემბერი/
- - - - - - იუნონა -რომაულ მითოლოგიაში მთვარის, ცისა და მიწის ქალღმერთი, ქორწინებისა და დაბადების მფარველი; ითვლება იუპიტერის მეუღლედ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით. ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ მე გთხოვთ,მომკალით!"
მრავალს დაესწარით! "არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით. ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ მე გთხოვთ,მომკალით!"
მრავალს დაესწარით!
10. ხომ ვამბობდი გალაკტიონის ყველა ლექსი არ არის შედევრი :) ხომ ვამბობდი გალაკტიონის ყველა ლექსი არ არის შედევრი :)
9. აქ სიმბოლოების ძიება დიდად არც არის საჭირო:ახალი წლის ღამეს ბინაში მარტო მყოფი კაცი ელის ქალს/ქალღმერთს/ და ნელსახცებლით ნასხურები სარეცელიც მზად აქვს,ქალი კი არ მოდის.. აქ სიმბოლოების ძიება დიდად არც არის საჭირო:ახალი წლის ღამეს ბინაში მარტო მყოფი კაცი ელის ქალს/ქალღმერთს/ და ნელსახცებლით ნასხურები სარეცელიც მზად აქვს,ქალი კი არ მოდის..
8. ეს ლექსი არ ვიცოდი, სამწუხაროდ, დიდად არ აღმაფრთოვანა :) ისე, პირადად ჩემთვის მისი ეროტიულობაც ცოტა საკამათოა. ცნობილი გამონათქვამის თანახმად, "ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა" და ყველაფერში სიმბოლოების დანახვა... შეიძლება ნიჭია, შეიძლება - ზედმეტობა. ეს ლექსი არ ვიცოდი, სამწუხაროდ, დიდად არ აღმაფრთოვანა :) ისე, პირადად ჩემთვის მისი ეროტიულობაც ცოტა საკამათოა. ცნობილი გამონათქვამის თანახმად, "ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა" და ყველაფერში სიმბოლოების დანახვა... შეიძლება ნიჭია, შეიძლება - ზედმეტობა.
7. შობა ახალწელს გილოცავთ ქალბატონო ნინო! :) :) :) შობა ახალწელს გილოცავთ ქალბატონო ნინო! :) :) :)
6. არ ვიცოდი ეს ლექსი;;) არ ვიცოდი ეს ლექსი;;)
5. შობას გილოცავთ! მუდმივად საინტერესო სარკმელი გაქვთ! შობას გილოცავთ! მუდმივად საინტერესო სარკმელი გაქვთ!
4. არაჩვეულიბრივია გალაქტიონი. გმადლობთ დებორა!!! არაჩვეულიბრივია გალაქტიონი. გმადლობთ დებორა!!!
3. დებორას ყოველი შემოსვლა საქმიანი და პროფესოულია. მსგავსი ათიოდე ადამიანი მაინც რომ იყოს პორტალზე, სისხლსავსე სალიტერატურო ცხოვრება იჩქებდა. დებორას ყოველი შემოსვლა საქმიანი და პროფესოულია. მსგავსი ათიოდე ადამიანი მაინც რომ იყოს პორტალზე, სისხლსავსე სალიტერატურო ცხოვრება იჩქებდა.
2. შობას გილოცავ დებორა! გალას უყვარდა ქალების, ეროტიული თვალები! შობას გილოცავ დებორა! გალას უყვარდა ქალების, ეროტიული თვალები!
1. გალაკტიონი აქაც დიდია! მადლობა დებორას... გალაკტიონი აქაც დიდია! მადლობა დებორას...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|