 | ავტორი: რუუსკა ჟანრი: პროზა 29 მარტი, 2016 |
ბევრს ვფიქრობ, საკუთარი თავი ვამხილო თუ არა გრძნობებში და შიში მიპყრობს იმის, რომ მარტო არ დავრჩე მგზავრთა მატარებლის ვაგონში. შეპყრობილიც ვარ, ვუყურებ მას თვალებში და საკუთარ თავს ვხედავ, ჩვენ ხომ ერთი ფერის თვალები გვაქვს. მისი ყურება თვალს მჭრის და თვალს ვარიდებ. სხეულშიც, უცნაური რაღაცეები ფუთფუთებენ მის შეხებაზე, უხილავი ძაფები ებმებიან და ვატყობ როგორ მივემართები ვნების ციცაბო ბილიკზე. ჩუმად ვარ, არაფერს ვამბობ. შენ კი ჩურჩულით ამბობ " შენი ვარ " და შენი ხელები მჭიდროდ ეკვრიან ჩემს თხელს სხეულს. აქვს კი მომავალი?! ვეკითხები საკუთარ თავს და ისევ ჩუმად ვარ, ისევ ვარიდებს პასუხებს თავს. ვფიქრობ ღამე ჩვენთვისა შექმნილი, ერთმანეთის უკეთესად გასაზეპირებლად, ალბათ მარტო ღამე ხვდება ყველაფერს. შენ კი არ ჩერდები, არ ნებდები და უფრო მეტად ცდილობ ჩემში შემოჭრას. ხან მგონია მდინარის ფსკერი ვარ, რომელშიც ადრე სხვადასხვა ფერის კენჭები კარგად ჩანდა, ახლა კი აიმღვრა და აღარ აცდი საწყის ფორმაში დაბრუნებას. ანდა, ის კედელი ადრე მყარად რომ იდგა, ახლა კი იმდენად შესუსტდა შენი შეშველება სჭირდება. ჩემს ცისფერს ჟილეტს ვიცვამ შენ ასე ძალიან რომ გიყვარს. თვალს გარიდებ დაბლა ვხრი, ხელს გიშვებ და მივდივარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჰო, ჭას ვეთანხმები. სათაურში "იი" კორექტურაა, მგონი.
ჰო, ჭას ვეთანხმები. სათაურში "იი" კორექტურაა, მგონი.
1. ჟანრი შეცვალე... "და სხვაში" უნდა იდოს ეს...:-* ჟანრი შეცვალე... "და სხვაში" უნდა იდოს ეს...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|