ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: დრამატურგია
3 აპრილი, 2016


ნიჩბისური ამბები

... ბიჭს დაბადების დღე ჰქონდა, ვაჟიშვილობის გახურებული ასაკისა სრულდებოდა. მამა და მამის მეგობრები სამივლინებო საქმეზე  მიემგზავრებოდნენ სხვა ქალაქში. ბიჭიც წამოაყვანინეს. მარტო ხომ არ დავტოვებთ, კაცი იუბილარიაო. მოკლედ ჩავიდნენ, სასტუმროში დაბინავდნენ, საქმეც მოითავეს და საღამოც დადგა. რა ვქნათ, რა ვქნათო, როგორ აღვნიშნოთო, ბჭობენ. როგორო და ბიჭს სასაჩუქრე სიურპრიზად ქალი მოვუყვანოთ და ჩვენ კიდევ ვიქეიფოთო. გაიყვეს საქმე. მამა, ბიჭი და სხვა მეგობრები საიუბილეო სუფრის მომზადებას შეუდგნენ, მეორე ნაწილი კი სასაჩუქრე ქალის მოსაყვანად გაემართა. გაიკითხეს, გამოიკითხეს და იპოვეს კაფე "სიხარული", სადაც სასაჩუქრენი იკრიბებოდნენ ხოლმე. აუხსნეს მეგობრებმა მთელი სიტუაცია პოტენციურ სასაჩუქრე სიხარულებს და საკმაო თანხაც შესთავაზეს მომსახურებისთვის. ამ სერვისის შესრულებას ყველა არ დათანხმდა, დათანხმდა მხოლოდ ერთი. სცენარი არ იყო მარტივი შესასრულებელი. ბუნებრივად უნდა ედღესასწაულა მათთან ერთად და ისე უნდა მოქცეულიყო, რომ ბიჭსაც მოსწონებოდა და მონდომებოდა ამ ტიპის საჩუქრის მიღება. მოკლედ, შეთანხმდნენ ყველაფერზე, გზად წყალ-წვენებით, შუშხუნა თუ მძიმე ალკოჰოლით, ტკბილი, მჟავე თუ მწარე მისაყოლებლებითაც შეიარაღდნენ და ხალისიანად დაბრუნდნენ სასტუმროში. ამასობაში მამას, ბიჭს და დარჩენილ მეგობრებს მშვენიერი სუფრა გაეშალათ და მოუთმენლად ელოდნენ საიუბილეო ღონისძიების დაწყებას. უეცრად, საიუბილეო სასაჩუქრემ დაინახა რა ბიჭის მამა, ელდა ეცა, სახეზე ფითრი გადაეკრა და ფერი შეეცვალა. ბიჭის მამამაც იცნო ყოფილი რძალი და მაშინათვე გაახსენდა ერთ დროს ის დიდი ქეიფები გარე საბიძაშვილოში. დანაღვლიანდა ქალი, ბიჭის მამა და საქმის დამკვეთი მეგობრები გვერდზე გაიყვანა და შეწუხებული ფულსაც უბრუნებს, მე მაგ საქმეს ვერ შეგისრულებთ, ბიჭს ძალუად ვეკუთვნიო.  რძლობა რო გდომოდა, კაი ოჯახში იყავი და იქ დარჩებოდიო, უმალ მიუგო მამამაც. ახლა ეგ ფული შეინახე და ცრემლებიც მოიწმინდე. თვალს რომ ჩაგიკრავ, ესე იგი დროა და ეგ საქმე ხუთიანზე შემისრულე, ბიჭისთვის პირველი ხარ და თუ რამე იცი მაქსიმალურად აბა შენ იციო. ეგ შენ არ გიცნობს და მე კიდე არ ვეტყვი, რომ მაგის ძალუა ხაარო. ამაზე გულიანად გადაიხარხარეს მამის მეგობრებმა და სასურველი ქეიფიც გაჩაღდა. ბიჭი კი ხვდებოდა გუმანით რაღაცას, მაგრამ არ იმჩნევდა და თვალებიც სიხარულის ნაპერწკლებით უელავდა. მართლაც, იუბილარის სადღეგრძელო შეისვა თუ არა მამამ ქალს თვალით ნიშანი მისცა, აბა შენ იცი, საჩუქრის დროაო. შვილს კიდევ შესძახა, ჩაჰყევი ქალბატონს ქვევით, ოთახიდან რაღაცეებია ამოსატანი და შენი მიხმარება სჭირდებაო.
ბიჭიც წამოდგა და უთქმელად შეასრულა მამის დავალება.
ამის შემდეგ მრავალი სადღეგრძელო შეისვა და მრავალი სიმღერაც შესრულდა. ქეიფი პიკში იყო უკვე, როდესაც ბიჭი გამოჩნდა დაწყნარებული სახითა და დაწმენდილი თვალებით. ხელში ორი ბოთლი ცივი შამპანური ეჭირა დარცხვენილად. ცოტა ხანში გადაღლილ-მისავათებული ზოიაც მოჰყვა ნამცხვრებით ხელში და მამას შორიდანვე ჩაუკრა თვალი, ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდაო. ბიჭმა ხომ არ შემარცხვინაო, მამამაც. არა, რას ამბობთ, რამხელა გაზრდილა, ნამდვილი ბუღაა, ენაცვალოს ძალუაო, მაინც წამოსცდა ზოიას და წასკდა ცრემლები. აბა, ახლა თუ სიხარულია, სიხარული იყოს! აბა, შევავსოთ, შევავსოთ! ჩვენს ბუღას გაუმარჯოს, ჩვენს ბუღასო და ქეიფიც დილამდე გაგრძელდა.

"ნიჩბისური ამბები"
პაატა ზოიძე
მახინჯაური, 2011წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს