 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2016 |
და რა გეგონა? ჩვეულებრივად რომ ვიქნებოდი? ამას ელოდი? - მე მგონი - არა! ამიტომ მენდე, ათიათასში ამიტომაც გამომარჩიე: ჩვეულებრივი არა ვარ, ვერ ვარ... შენც ხომ იცოდი, ან არადა, ხომ გრძნობდი მაინც: წვიმის წვეთები რომ მატირებდნენ, და მზის სხივებს რომ ვუმღეროდი... ისიც იცოდი, რომ მსუბუქი ვერ ვიქნებოდი... მეტისმეტად ვეება ტვირთი ავიკიდე დიდი ხნის წინათ... ხომ ამიტომაც შემომიშვი შენ სამყაროში, სადაც სიტყვა "სიყვარულის" აღარც გჯეროდა... ხომ ამიტომაც მომიჩინე ადგილი გულში, სადაც ადამიანები ტალახიან კვალს ტოვებდნენ და მერე გული დიდხანს, უსაშველოდ დიდხანს გტკიოდა ამ კვალის გამო... მე მოვედი და... ჰო, კარგად ვიცი, ფორიაქი რომ მოგიტანე... სადარდელიც კი გაგიჩინე, სულ სხვა, ახალი... მაგრამ ყველაზე ბედნიერი ამით იყავი... ისიც იცოდი, უცნაურ სიზმრებს შეხიზნული ბავშვი რომ გყავდა ცოლად, მეუღლედ... ბავშვი, რომელიც ვერასოდეს იქცეოდა სტანდარტულ ქალად... ვერ ჩაჯდებოდა ჩვეულებრივი ცოლის ჩარჩოში... და აი, ასე: ხელში აყვანილს უნდა გეტარებინა, ზურგზე უნდა მოგეკიდებინა და ისე მიგეყვანა მეზობლის სახლიდან სახლამდე... უნდა გეგუნდავა მასთან ერთად, თოვლის ბაბუაც უნდა გაგეკეთებინა, გუბეებშიც უნდა გეტყაპუნა და ბოლოს და ბოლოს, წამიც არ უნდა გქონდა ამ ბავშვის გარეშე... ჰო, ეს იცოდი... იცოდი და მოგწონდა კიდეც, რომ შენი ცოლი, ცოლი, რომელიც არ იყო ქალი და ბავშვად დარჩა, შენთან ერთად დადიოდა ყველგან, სადაც კი გსურდა; რომ შენ ცოლს მუდამ თან ჰქონდა შენი ფოტო; რომ შენი ცოლი არ იყო მხოლოდ ცოლი: იყო შენი ყველაზე დიდი მეგობარიც ამქვეყანაზე და: გიხაროდა! ამაყობდი! ამით ხარობდი! შენ იცოდი, რომ ცოლად ქალი კი არა, ბავშვი გყავდა, უცნაურ სიზმრებს შეხიზნული თავნება ბავშვი, რომელიც ერბო-კვერცს წესიერად ვერ შეგიწვავდა, მაგრამ ყოველ საღამოს ლექსებით გაგითბობდა სულს... შენ ეს იცოდი... და იყავი ისე ლამაზი... ცამდე მართალი... რადგან: სწორედ ასეთი ამირჩიე ათიათასში. სწორედ ასეთი დამაყენე შენ გვერდით, შენთან. სწორედ ასეთი გამხადე შენი ცოლობის ღირსი! და ახლა, როცა... ახლა, როცა ასე მიმძიმს, აუხსნელად მიმძიმს და მტკივა, ბედნიერი ვარ, ამაყიც ვარ: შენ გეკუთვნოდი, შენ გეკუთვნი მხოლოდ და მხოლოდ!!! და ამ სიმძიმილს, ტომრად კი არა, უზარმაზარ ლოდად რომ მაწევს ამ მტკივან გულზე, ისე ავიტან გოლგოთაზე, როგორც მხოლოდ შენ შეგეძლო ანდა შეძელი: ღიმილით, მშვიდად და სიყვარულით... მე არასოდეს გავიზრდები, დავრჩები ბავშვად, რომელიც ასე გიყვარდა ჩემში... ........................................................... და მაგ ხელებით, ჩემ საფერებლად გაჩენილი ორივე ხელით, ამწიე მაღლა, ჩამოვარდნა არ დამანებო... მე ხომ მიყვარხარ..........................................
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგია. ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ დრამატიზმი ახლავს. კარგია. ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ დრამატიზმი ახლავს.
10. ადამიანები, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მითუმეტეს ისინი ვისაც თავადაც გამოუცდია ახლობლის დაკარგვა, არასოდეს შეწუხდებიან თქვენი ტკივილის გამოხატვით და გაზიარებით. ადამიანები, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მითუმეტეს ისინი ვისაც თავადაც გამოუცდია ახლობლის დაკარგვა, არასოდეს შეწუხდებიან თქვენი ტკივილის გამოხატვით და გაზიარებით.
9. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ნიაკო და ძალიან დამწყდა გული რაღაცნაირად ჩემს თვალწინ ( ვირტუალურად თვალწინ ) შექმნილი ოჯახი, თავისი სიხარულით, თავისი პრობლემებით და თავისი დიდი სიყვარულით და უცებ ასეთი ამბავი მართალია პირადად არ გიცნობდი და მითუმეტეს არც გიას, მაგრამ გული ისევე დამწყდა როგორც ძალიან დიდი ხნის ნაცნობ და ახლობელ ადამიანზე ღმერთმა სულით გაანათლოს იმ ქვეყანაზე და იქიდან არასოდეს დაგანებოთ ჩამოვარდნა . თქვენი დიდი სიყვარულის გამო ამ ლექსით ფაქტიურად ყველაფერი თქვი, მთელი თქვენი ცხოვრება და სიყვარული
ეს ყველაფერი შეიძლებოდა პირადშიც მომეწერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, პირადშიც იგივეს დავწერდი
კითხვებიც ბევრი მაქვს ამ ამბის გამო, მაგრამ არც აქვს აზრი და მნიშვნელობა მათ დასმას
მეტს აღარ დავდებ აქო რომ წერ, მაგაში კი ვერ დაგეთანხმები არც არავინ შეგიწუხებია და პირიქით, ყველანი თქვენი დიდი სიყვარულის მოწმეები ვიყავით
აწიც ხშირად შეგაწუხებს სათქმელი და როცა ლექსად შემოგეწერება, იცოდე რომ აქ ბევრი გამზიარებელი გეყოლება კი გითხრა უკვე ნეფერტარმაც
ღმერთმა გაგაძლიეროს ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ნიაკო და ძალიან დამწყდა გული რაღაცნაირად ჩემს თვალწინ ( ვირტუალურად თვალწინ ) შექმნილი ოჯახი, თავისი სიხარულით, თავისი პრობლემებით და თავისი დიდი სიყვარულით და უცებ ასეთი ამბავი მართალია პირადად არ გიცნობდი და მითუმეტეს არც გიას, მაგრამ გული ისევე დამწყდა როგორც ძალიან დიდი ხნის ნაცნობ და ახლობელ ადამიანზე ღმერთმა სულით გაანათლოს იმ ქვეყანაზე და იქიდან არასოდეს დაგანებოთ ჩამოვარდნა . თქვენი დიდი სიყვარულის გამო ამ ლექსით ფაქტიურად ყველაფერი თქვი, მთელი თქვენი ცხოვრება და სიყვარული
ეს ყველაფერი შეიძლებოდა პირადშიც მომეწერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, პირადშიც იგივეს დავწერდი
კითხვებიც ბევრი მაქვს ამ ამბის გამო, მაგრამ არც აქვს აზრი და მნიშვნელობა მათ დასმას
მეტს აღარ დავდებ აქო რომ წერ, მაგაში კი ვერ დაგეთანხმები არც არავინ შეგიწუხებია და პირიქით, ყველანი თქვენი დიდი სიყვარულის მოწმეები ვიყავით
აწიც ხშირად შეგაწუხებს სათქმელი და როცა ლექსად შემოგეწერება, იცოდე რომ აქ ბევრი გამზიარებელი გეყოლება კი გითხრა უკვე ნეფერტარმაც
ღმერთმა გაგაძლიეროს
8. უკვე ყველაფერი დამთავრებული რომ იყო, მაშინ გავიგე, თორემ აუცილებლად ჩამოვიდოდი... ძალიან მიყვარხარ და "ძალიან ჩემი" ხარ!...
გკოცნი, ჩემო ძლიერო სულის ადამიანო!... უკვე ყველაფერი დამთავრებული რომ იყო, მაშინ გავიგე, თორემ აუცილებლად ჩამოვიდოდი... ძალიან მიყვარხარ და "ძალიან ჩემი" ხარ!...
გკოცნი, ჩემო ძლიერო სულის ადამიანო!...
7. მე არასოდეს გავიზრდები, დავრჩები ბავშვად, რომელიც ასე გიყვარდა ჩემში... ........................................................... და მაგ ხელებით, ჩემ საფერებლად გაჩენილი ორივე ხელით, ამწიე მაღლა, ჩამოვარდნა არ დამანებო... მე ხომ მიყვარხარ..........................................
ნიიიიინ!... :( მე არასოდეს გავიზრდები, დავრჩები ბავშვად, რომელიც ასე გიყვარდა ჩემში... ........................................................... და მაგ ხელებით, ჩემ საფერებლად გაჩენილი ორივე ხელით, ამწიე მაღლა, ჩამოვარდნა არ დამანებო... მე ხომ მიყვარხარ..........................................
ნიიიიინ!... :(
6. ნეფერტარი... მე არ ვიცი რეალურად ვინა ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან შემიყვარდი :) მადლობა, დიდი მადლობა და გაიხარე შენ... ჰო, დრო არაფერს კურნავს, ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის... მიყვარხარ, ნეფერტარი :) :* ნეფერტარი... მე არ ვიცი რეალურად ვინა ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან შემიყვარდი :) მადლობა, დიდი მადლობა და გაიხარე შენ... ჰო, დრო არაფერს კურნავს, ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის... მიყვარხარ, ნეფერტარი :) :*
5. შეწუხება კი არა, პირადად ჩემთვის დიდი პატივია თქვენი წუხილის გაზიარება. მხოლოდ ასე შეიძლება დარდის გაყუჩება. როცა პანაშვიდზე ხალხი მოდის, ისინი თავისი ენერგიით ანეიტრალებენ იმ მძიმე ენერგიას, რომელიც გარდაცვალებას მოაქვს, ძალას მატებენ გარდაცვლილის სულს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უდიდესი დახმარებაა რაც ადამიანებს შეუძლიათ გაიღონ, დარდის და ნაღველის გაზიარებით. ყველას თქვენი დარდის ნამცეცი მიაქვს თან და ასე ცოტავდება ნაღველი, სამაგიეროდ თავისი ენერგიის ნაწილს ტოვებენ და ამას ვერცერთი სხვა დახმარება ვერ შეედრება.
არავის არაფერი ბეზრდება, უბრალოდ იციან, რომ დიდ მწუხარებას დუმილით მიეგება პატივი და არა სიტყვებით. ზღაპარიც იმიტომაა ზღაპარი, რომ მუდამ იარსებოს და ადამიანთა სულები გაანათოს. შენი ზღაპარი, მხოლოდ შენია. მთავარი მხოლოდ შენი რწმენაა, რაშიც ქრისტიანულ რელიგიას არ ვგულისხმობ, ის მხოლოდ რწმენის შემადგენელი ნაწილია რომელიც გზას უჩვენებს. შენ ხშირად იგრძნობ რომ უხილავად გეხმარებიან, რაღაც ისეთები გამოგივა, რომელიც ადრე გეგონა, რომ არასოდეს გამოგივიდოდა. თავად იგრძნობ რომ გარდაცვალება სულაც არ არის სიკვდილი და მისი აღარ შეგეშინდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ერთი არაბული ანდაზა, რომელიც ძალიან ღრმაა თუმცა რამდენიმე სიტყვას შეცავს: "დრო არაფერს კურნავს, მხოლოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის." ჩემი მეუღლეც გარდაცვლილია ამიტომ მე კარგად მესმის თქვენიც და ამ არაბული ანდაზის აზრიც.
პატივისცემით,
შეწუხება კი არა, პირადად ჩემთვის დიდი პატივია თქვენი წუხილის გაზიარება. მხოლოდ ასე შეიძლება დარდის გაყუჩება. როცა პანაშვიდზე ხალხი მოდის, ისინი თავისი ენერგიით ანეიტრალებენ იმ მძიმე ენერგიას, რომელიც გარდაცვალებას მოაქვს, ძალას მატებენ გარდაცვლილის სულს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უდიდესი დახმარებაა რაც ადამიანებს შეუძლიათ გაიღონ, დარდის და ნაღველის გაზიარებით. ყველას თქვენი დარდის ნამცეცი მიაქვს თან და ასე ცოტავდება ნაღველი, სამაგიეროდ თავისი ენერგიის ნაწილს ტოვებენ და ამას ვერცერთი სხვა დახმარება ვერ შეედრება.
არავის არაფერი ბეზრდება, უბრალოდ იციან, რომ დიდ მწუხარებას დუმილით მიეგება პატივი და არა სიტყვებით. ზღაპარიც იმიტომაა ზღაპარი, რომ მუდამ იარსებოს და ადამიანთა სულები გაანათოს. შენი ზღაპარი, მხოლოდ შენია. მთავარი მხოლოდ შენი რწმენაა, რაშიც ქრისტიანულ რელიგიას არ ვგულისხმობ, ის მხოლოდ რწმენის შემადგენელი ნაწილია რომელიც გზას უჩვენებს. შენ ხშირად იგრძნობ რომ უხილავად გეხმარებიან, რაღაც ისეთები გამოგივა, რომელიც ადრე გეგონა, რომ არასოდეს გამოგივიდოდა. თავად იგრძნობ რომ გარდაცვალება სულაც არ არის სიკვდილი და მისი აღარ შეგეშინდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ერთი არაბული ანდაზა, რომელიც ძალიან ღრმაა თუმცა რამდენიმე სიტყვას შეცავს: "დრო არაფერს კურნავს, მხოლოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის." ჩემი მეუღლეც გარდაცვლილია ამიტომ მე კარგად მესმის თქვენიც და ამ არაბული ანდაზის აზრიც.
პატივისცემით,
4. ვიცი... ვიცი, რომ ასე იქნება, ნეფერტარი... მადლობა ყველას... და ლუტეცია, გაივლის ესეც... ისიც ვიცი, საკუთარი ტკივილით სხვა რომ არ უნდა შევაწუხო და ისიც, რომ ადამიანებს სამწუხაროდ, მხოლოდ წუთით შეგვიძლია გავიზიაროთ ერთმანეთის დარდი და ნაღველი, მერე გვბეზრდება... ეს ბოლო ლექსია აქ... აქ მართლა მეტს აღარაფერს დავდებ, რადგან თუ რამეს ვწერდი და ვაქვეყნებდი, გიას გამო და გიათი მიხაროდა... ახლა დედამიწაზე დასრულდა ეს ზღაპარი, გრძელდება კი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემთვისაა საინტერესო და საჭირო, დანარჩენისთვის... არა... მიყვარხართ ყველა და მადლობა ყველას. პ.ს. ხვალ ხარებაა. გილოცავთ ყველას. სიხარული და სიკეთე არ მოგკლებოდეთ, ადამიანებო ვიცი... ვიცი, რომ ასე იქნება, ნეფერტარი... მადლობა ყველას... და ლუტეცია, გაივლის ესეც... ისიც ვიცი, საკუთარი ტკივილით სხვა რომ არ უნდა შევაწუხო და ისიც, რომ ადამიანებს სამწუხაროდ, მხოლოდ წუთით შეგვიძლია გავიზიაროთ ერთმანეთის დარდი და ნაღველი, მერე გვბეზრდება... ეს ბოლო ლექსია აქ... აქ მართლა მეტს აღარაფერს დავდებ, რადგან თუ რამეს ვწერდი და ვაქვეყნებდი, გიას გამო და გიათი მიხაროდა... ახლა დედამიწაზე დასრულდა ეს ზღაპარი, გრძელდება კი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემთვისაა საინტერესო და საჭირო, დანარჩენისთვის... არა... მიყვარხართ ყველა და მადლობა ყველას. პ.ს. ხვალ ხარებაა. გილოცავთ ყველას. სიხარული და სიკეთე არ მოგკლებოდეთ, ადამიანებო
3. ეს წერილი კი არა, სიყვარულის ოდაა. ძალიან ლამაზი და ღრმა მიძღვნაა. ესმის მას ყველაფერი. ჩემ საფერებლად გაჩენილი ორივე ხელით, ამწიე მაღლა, ჩამოვარდნა არ დამანებო...
არც დაგანებებს ჩამოვარდნას. ნახავ შენ თვითონ რომ ასეც იქნება. :)
ეს წერილი კი არა, სიყვარულის ოდაა. ძალიან ლამაზი და ღრმა მიძღვნაა. ესმის მას ყველაფერი. ჩემ საფერებლად გაჩენილი ორივე ხელით, ამწიე მაღლა, ჩამოვარდნა არ დამანებო...
არც დაგანებებს ჩამოვარდნას. ნახავ შენ თვითონ რომ ასეც იქნება. :)
2. :( მესმის თქვენი, ძვირფას ახლობელს რომ კარგავ, გინდა სულ მუდამ მასზე წერო. ისიც ვიცი, ამ სურვილს ბევრი ვერ გაიგებს. მაგრამ თქვენ არაფერი გაკლდებათ ამით. ეს მხოლოდ მათ ადამიანობის ნაკლებობაზე მეტყველებს.
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. :( მესმის თქვენი, ძვირფას ახლობელს რომ კარგავ, გინდა სულ მუდამ მასზე წერო. ისიც ვიცი, ამ სურვილს ბევრი ვერ გაიგებს. მაგრამ თქვენ არაფერი გაკლდებათ ამით. ეს მხოლოდ მათ ადამიანობის ნაკლებობაზე მეტყველებს.
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
1. შენ იცოდი, რომ ცოლად ქალი კი არა, ბავშვი გყავდა, უცნაურ სიზმრებს შეხიზნული თავნება ბავშვი, რომელიც ერბო-კვერცს წესიერად ვერ შეგიწვავდა, მაგრამ ყოველ საღამოს ლექსებით გაგითბობდა სულს... შენ ეს იცოდი... და იყავი ისე ლამაზი... ცამდე მართალი... რადგან: სწორედ ასეთი ამირჩიე ათიათასში. სწორედ ასეთი დამაყენე შენ გვერდით, შენთან. სწორედ ასეთი გამხადე შენი ცოლობის ღირსი!
"ჩამორჩენილი" ვარ ალბათ, არ მიყვარს თეთრი ლექსი, მაგრამ ეს ლექსი მომეწონა :) შენ იცოდი, რომ ცოლად ქალი კი არა, ბავშვი გყავდა, უცნაურ სიზმრებს შეხიზნული თავნება ბავშვი, რომელიც ერბო-კვერცს წესიერად ვერ შეგიწვავდა, მაგრამ ყოველ საღამოს ლექსებით გაგითბობდა სულს... შენ ეს იცოდი... და იყავი ისე ლამაზი... ცამდე მართალი... რადგან: სწორედ ასეთი ამირჩიე ათიათასში. სწორედ ასეთი დამაყენე შენ გვერდით, შენთან. სწორედ ასეთი გამხადე შენი ცოლობის ღირსი!
"ჩამორჩენილი" ვარ ალბათ, არ მიყვარს თეთრი ლექსი, მაგრამ ეს ლექსი მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|