 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 7 აპრილი, 2016 |
*** წვიმს...მიყვარს იცი, ასეთ ამინდში ყურება გარეთ, ჩემი ფანჯრიდან, ამ გაზაფხულსაც ისევ დაგიცდი, ათვლას დავიწყებ სწორედ ამ დღიდან. ეს მარტიც გავა, ქარებს გადივლის... და თუ დამინდობს წელსაც აპრილი, შენი ნახვის და წვიმის წადილი გახდება ალბათ ბევრად ადვილი. წვიმს...დაჟინებით არ გთხოვ დარჩენას, მინდა იცოდე, კაცს და კაცს კი არ, ღმერთს და შენს შორის გავაკეთებ მე ამ არჩევანს. წვიმს...უსასრულოდ სჯობს რომ გელოდო, უფლის სახელის ხსენებასაც სჯობს მოვერიდო
*** რა ხანია ცას ცრემლები დასდის, წვიმამ ფანჯრებს სევდა ააფარა, ვიტირებდი, აბა რას ვიზამდი, რად დამტოვე წვიმის ანაბარა. ცის ფეხებთან ჭირისუფლად ვზივარ, ყველა გუბე დავიტირეთ ერთად, ვიცი, შენთვის უმნიშვნელო კი ვარ, მაგრამ ,მაინც მოდი ახლა ჩემთან! მოდი, თორემ გული დამისველა ცამ...,- მთლიანად ჩაიწურა შიგნით, ეს "ლოდინიც" ხდება წვიმის წერა, აღარც სუნთქავს, აღარც ფეთქავს თითქმის. მოდი ახლა, მოდი, დამიჯერე! ამ ერთხელაც უნდა მივეშველოთ, გავაცოცხლოთ!...ჰოდა, ამის მერე, გაგრძელდება ისევ უსაშველოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ახლა კი ცა მთლიანად ჩემს ფანჯრებზე ჩაიწურა. როგორი უცნაური დამთხვევაა, ლექსშიც წვიმს და სინამდვილეშიც. ძალიან მიყვარს წვიმები )))
+5 ახლა კი ცა მთლიანად ჩემს ფანჯრებზე ჩაიწურა. როგორი უცნაური დამთხვევაა, ლექსშიც წვიმს და სინამდვილეშიც. ძალიან მიყვარს წვიმები )))
+5
13. კარგია განსაკუთრებით ბოლო. მოგიკითხე ნანა :)
კარგია განსაკუთრებით ბოლო. მოგიკითხე ნანა :)
12. გულიდან ამოსული გრძნობა გულიდან ამოსული გრძნობა
11. ძალიან მომეწონა. :)
5 ძალიან მომეწონა. :)
5
10. ვანო. გლ...:-* მადლობა . მიხარია თუ ასეთი განცდა დაგიტოვათ ლექსმა...
მადლობა ყველას, ვინც დროს მითმობთ...:-* ვანო. გლ...:-* მადლობა . მიხარია თუ ასეთი განცდა დაგიტოვათ ლექსმა...
მადლობა ყველას, ვინც დროს მითმობთ...:-*
9. კარგი იყო :* კარგი იყო :*
8. წვიმს...მიყვარს იცი, ასეთ ამინდში ყურება გარეთ, ჩემი ფანჯრიდან, ამ გაზაფხულსაც ისევ დაგიცდი, ათვლას დავიწყებ სწორედ ამ დღიდან.
ეს მარტიც გავა, ქარებს გადივლის... და თუ დამინდობს წელსაც აპრილი, შენი ნახვის და წვიმის წადილი გახდება ალბათ ბევრად ადვილი.
წვიმს...დაჟინებით არ გთხოვ დარჩენას, მინდა იცოდე, კაცს და კაცს კი არ, ღმერთს და შენს შორის გავაკეთებ მე ამ არჩევანს. წვიმს...უსასრულოდ სჯობს რომ გელოდო, უფლის სახელის ხსენებასაც სჯობს მოვერიდო..
ვაჰ, ვთქვა მომეწონაო ცოტაა..ისეთი შეგრძნება მაქვს, ამას ჩემი უხლოესი ადამიანი მწერდეს წვიმს...მიყვარს იცი, ასეთ ამინდში ყურება გარეთ, ჩემი ფანჯრიდან, ამ გაზაფხულსაც ისევ დაგიცდი, ათვლას დავიწყებ სწორედ ამ დღიდან.
ეს მარტიც გავა, ქარებს გადივლის... და თუ დამინდობს წელსაც აპრილი, შენი ნახვის და წვიმის წადილი გახდება ალბათ ბევრად ადვილი.
წვიმს...დაჟინებით არ გთხოვ დარჩენას, მინდა იცოდე, კაცს და კაცს კი არ, ღმერთს და შენს შორის გავაკეთებ მე ამ არჩევანს. წვიმს...უსასრულოდ სჯობს რომ გელოდო, უფლის სახელის ხსენებასაც სჯობს მოვერიდო..
ვაჰ, ვთქვა მომეწონაო ცოტაა..ისეთი შეგრძნება მაქვს, ამას ჩემი უხლოესი ადამიანი მწერდეს
7. დიდებული <3 დიდებული <3
6. მადლობა ყველას...:-* მუხას..:- *განსაკუთრებით... მადლობა ყველას...:-* მუხას..:- *განსაკუთრებით...
5. მოკლედ სულ გაგვლუმპე და ეგ არი. ბრავო! მოკლედ სულ გაგვლუმპე და ეგ არი. ბრავო!
4. ლამაზია, სევდიანი და მოლოდინიანი.
ნ ე ქ ტ ა რ ი. ლამაზია, სევდიანი და მოლოდინიანი.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. მშვენიერი და მელოდიურია :) მშვენიერი და მელოდიურია :)
2. ძალიან ლამაზი, წვიმის წვეთი გულის კუნჭულში რომ ჩაეწვეთება ისეთია ძალიან ლამაზი, წვიმის წვეთი გულის კუნჭულში რომ ჩაეწვეთება ისეთია
1. იყოს ეს წვიმიანებიც ამათთან...:) მინდა რომ ყველა ერთად იყოს...კიდევ რამოდენიმე იქნება... იყოს ეს წვიმიანებიც ამათთან...:) მინდა რომ ყველა ერთად იყოს...კიდევ რამოდენიმე იქნება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|