ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2016


გამოგიგონე...

 

ჰო, ნუღარ მეტყვი, რომ უჩემოდ  აყვავდა ჩვენი იასამანი
და წვიმასთან ერთად  მისი ყვავილებიდანაც წვიმს.
ის კაბა, ფუნჯით  ტანზე რომ  მომიხატე ,
გულდასმით ჩამომირეცხა წვიმამ,
გაზაფხულმა ტანზე შემაყინა
და სიცივე მცრის...
გამოგიგონე, ეს ჩემი  თრობაც გამოვიგონე,
უშენობა და უღმერთობა ერთნაირად  მცლის...
და თუ მე დაღლილს, შენი ფანჯრის წინ რამდენჯერ  მოსულს
იასამნისფრად მცივა,
გამოდი , სველი თვალები კოცნით  ამომიშრე , გამათბე და გაზაფხულიც მოვა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები