 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2009 |
როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთა პოსტში , გალაკტიონის სასიყვარულო ლირიკის ერთი ,მცირე ნაწილისათვის ძირითადად დამახასიათებელია ეროტიკული შეფერილობა,რომლის შემდეგაც ლექსის მდინარებაში ქალი იდუმალების საბურველით იმოსება.
და მაინც, შეუქმნია თუ არა გალაკტიონს ოდესმე საკუთრივ ეროტიკული ლექსი?
გალაკტიონის ლირიკაში სიყვარულის გამოსახვის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი აზრი :
''გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკისათვის უცხოა სიყვარულის გრძნობად-ხორციელი განცდა.ათიანი წლების მიჯნაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი /''არ მშორდება სევდა მწარე'', შუაღამეა'', ''მარტონი ვართ''/ ერთგვარი ხარკია იმ დროს პოპულარული ფსევდოსენტიმენტალური ლირიკისადმი,ხოლო ''მაისის ღამე'' - ერთადერთი გამონაკრთომი აღმოსავლური მგრძნობელობით შეფერილი ეროტიზმისა''. /თეიმურაზ დოიაშვილი, ''გზა არტისტული ყვავილებისკენ''; გ.ტაბიძე,საარქივო გამოცემა 25 წიგნად, ტ.I, თბ,2007, გვ.353/.
გადავშალოთ გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულის პირველი ტომი,სადაც შესულია მისი ადრეული ლირიკა და გავიხსენოთ ლექსი,რომელსაც მკვლევარი აქ ასახელებს:
გალაკტიონ ტაბიძე
მაისი ღამე
მაისის ღამეს,გაბრწყინვებულ მაისის ღამეს ლამაზ ლეილას ფანჯარასთან მე მივიპარე. მე ფეხაკრეფით გავიარე ბაღის ბილიკი და მეშინოდა,რომ ღამის ლანდს მპარავდა მთვარე... მე შევიხედე ფანჯარაში.ლეილა ამ დროს ფიქრს მისცემოდა უდარდელად წამოწოლილი, სჩანდა,რომ რაღაც ოცნებებით შორს გატაცებულს გულმკერდს ურხევდა და ჟინს გვრიდა სიამე ფრთხილი. აი,წამოდგა...ტყის გედივით ყელმოღერილმა ვარსკვლავთ გახედა დაფიქრებით და გაიღიმა, იგი შვენოდა - ნაზი,როგორც პირველი ვარდი და მკვირცხლი,როგორც უდარდელი მაისის წვიმა. წიგნი მიაგდო,ბროლის თითით თმა გაიშალა, შემდეგ გაიძრო ტანსაცმელი - ასძრა საბანი, და მე სპეტაკი,ვით მაისის თეთრი ყვავილი, წინ წარმომიდგა ახალგაზრდა ქალწულის ტანი! მაისის ღამეს,გაბრწყინვებულ მაისის ღამეს, როცა ვარდები იშლებოდა,ყვაოდა ველი, ბევრჯერ ლეილას ფანჯარასთან მიდარაჯნია, ბევრჯერ მდენია ტრფობის ცრემლი შეუწყვეტელი.
/1914 წლის ივნისამდე/
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩემი გალაკტიონი :) ჩემი გალაკტიონი :)
4. და ამიტომაც ქრიან სიონი, როცა ახლოა.................... და ამიტომაც ქრიან სიონი, როცა ახლოა....................
3. გალაქტიონი!!! გალაქტიონი!!!
2. მადლობა გალაქტიონის მოწოდებისთვის. მადლობა გალაქტიონის მოწოდებისთვის.
1. გალაკტიონი_საოცრება მარადიული... გალაკტიონი_საოცრება მარადიული...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|