ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ვასაძე
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2016


მუხრანის გავლენით !

გალაკტიონს თუ კითხულობ ირიბად,
თუ იწვი და ვერ ისვენებ დილიდან,
მთვარეც თუკი გეჩვენება ლირიკად,
პოეზიის არაფერი გაგეგება,
რომ შეეშვა,
სხვამ მიხედოს,
ღირს იმად...
რუსთაველს თუ ვერ აღიქვამ გენიად,
ბარათაშვილს იღბლიანს თუ იხილავ,
რეპრესია თუ გახსენებს ტიციანს,
ეგ წიგნები დახურე და
სხვა რამ ნახე,
სხვებმა იქნებ მათზე მეტიც იციან.
თუ ილიას არ დაახლი ცხელ ტყვიას,
გალაკტიონს არ მიუშვებ სარკმელთან,
გაანებე თუ კაცი ხარ ! - რა გინდა ?
არ მინდოდა წყენინება, ფაქტია,
დამიჯერე ! დამერწმუნე ! ნამდვილად !
პოეზია უშენოდაც კარგია !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები