ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2016


არ დაივიწყო

არ დაივიწყო მიწა დაგაქ ზურგზე ტომრებით
კითხვებს თუ დასვამ შავი მელა დაგიწყებს დევნას.
იტყი- სხეული დამეღალა, მინდა გავჩერდე,
უმალვე მოვა ზურგნაქცევი დაგიწყებს ტანჯვას.
ისევ თავიდან დაიწყება კივილი ორხმის,
ისევ თავიდან გამოგივა კუზი ზურგიდან.
გაყოფილ გზაზე თითო ბილიკს ის რომ გაივლის,
მეორე შენთვის კვლავ ზედმეტად მოგეჩვენება.
და დაიწყება ისევ მძიმე ლოდების თრევა
შენი გოგონა გაგიხსენებს სიზმრად რომ წავა.
გრძელ საყელოზე ხელის თრევით მოიჭრის ძაფებს
და კოშმარებში შემოგხვდება ღამის აჩრდილად...
არ დაივიწყო მიწა დაგაქ ზურგზე ტომრებით
კითხვებს თუ დასვამ, შავი მელა დაგიწყებს ტანჯვას.
შენი ლოცვებით უთავბოლოდ გაბრუებული
კლდის ნაპირებზე ნაპრალები გაივსებიან...
შენი გოგონა დააკერებს შენ ძველ პერანგებს
შენი გოგონა შენი ხმებით დაიწყებს ლოცვას.
გადახსნილ ყელზე ხელის თრევით ძაფს რომ მოიჭრის
მეორე ხელით შენს საყელო დაუწყებს კერვას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები