ისმინეთ ოდინის ძენო, ისმინე ბრძენის სიტყვა, რომელსაც ოდინის საჩუქარზე კითხულობს ბრძენი, ესაა სიბრძნე: როცა იპოვი ვინმეს, ვინც ცდომილებაშია და ბედნიერია ნუ შეუშლი ხელს, დაე იყოს იქ რადგან ოდინმა ასე განუჩინა, ესაა სიბრძნე: ნუ მისცემ რუნების სიბრძნეს, მას ვისაც არ უნდა ის, ხოლო ყოველ მთხოვნელსაც ნუ მისცემ, რადგან არავინ იცის რა უდევს მღიმარ კაცს გულში, მას მიეცი სიბრძნე, ვისაც მიდგარდიდან ასგარდში სურს მოგზაურობა, მას მიეცი, ვისი სულიც საკუთარი რაგნაროკითაა გამოწვრთნილი. ისმინე ოდინის ძევ: ინადირე სიბრძნეზე, გაიზარდე თმა და მიაბი ტყის ყველა ხეს შენი თმა, რადგან, რასაც ხეები ღამით ჩურჩულებენ, ის დღისით მიდგარდის ცოცხალი სიზმარია, ისმინე ყორანის სიბრძნე ოდინის ძევ, იყავი მაღალი შენი აზრებით, რადგან მაღლიდან ყველაფერი უკეთ ჩანს, იქედან ყველაფერს იხილავ გვამებსაც და ქორწილებსაც, ბრძოლებსაც და განძეულსაც, ისმინე ჰუგინის სიბრძნე, გააფართოვე შენი ყურები, ყველაფერი რაც იმირისგან შეიქმნა, იმისთვისაა, რომ ისწავლო და დატკბე მისით, იმისთვის, რომ იბრძოლო უომრად და ააშენო ქვის გარეშე, იმისთვის, რომ მიხვდე ერთი უიარაღო მეომარი, რომელმაც იცის თუ ვინ არის თავად, უფრო მეტია ვიდრე 1000 კარგად შეიარაღებული, მაგრამ საკუთარი თავის არ მცოდნე და თავად მინახავს და შენც ნახავ თუ როგორ ხდება ეს, კმარა სიტყვები ბრძენისა, ახლა დროა ბრძოლის შემდგომი დუმილის მსგავსი, დაე დუმილმა თქვას შემდეგი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. იყავი მაღალი შენი აზრებით, რადგან მაღლიდან ყველაფერი უკეთ ჩანს,
მომეწონა!
იყავი მაღალი შენი აზრებით, რადგან მაღლიდან ყველაფერი უკეთ ჩანს,
მომეწონა!
3. "მას მიეცი, ვისი სულიც საკუთარი რაგნაროკითაა გამოწვრთნილი ისმინე ოდინის ძევ: ინადირე სიბრძნეზე," მიყვარს მე ეს გვერდი...ყოველთვის სანტერესო რამეს წაიკიხავს აქ კაცი...:-*
იმირი, ოდი, მიდგარდი, ასგარდი...- ბევრი მითოლოგიური გმირია ერთი ლექსისთვის...ახსნაც უნდა მოაყოლო ხოლმე...:)
მაინც მომწონს...უბრალოდ სიბრძნეებს ღაღადებენ ფრაზები აქ...:-* "მას მიეცი, ვისი სულიც საკუთარი რაგნაროკითაა გამოწვრთნილი ისმინე ოდინის ძევ: ინადირე სიბრძნეზე," მიყვარს მე ეს გვერდი...ყოველთვის სანტერესო რამეს წაიკიხავს აქ კაცი...:-*
იმირი, ოდი, მიდგარდი, ასგარდი...- ბევრი მითოლოგიური გმირია ერთი ლექსისთვის...ახსნაც უნდა მოაყოლო ხოლმე...:)
მაინც მომწონს...უბრალოდ სიბრძნეებს ღაღადებენ ფრაზები აქ...:-*
2. მეც გილოცავ ^_^ მეც გილოცავ ^_^
1. აღდგომას გილოცავ, ოდინის ძენი ჩვენ ვართ? აღდგომას გილოცავ, ოდინის ძენი ჩვენ ვართ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|