ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2016


შინაგანი ემოცია

ძნელია მარტო იყო სახლში და
ფიქრობდე იმ ოცნებებზე
რომელიც უკან მოგრჩა.
ოცნებები,რომლის ასახდენადაც
ყველაფერი გააკეთე,მაგრამ რეალობიდან
გამომდინარე, მასზე მხოლოდ წარსულში
შეგიძლია ისაუბრო.
ხშირად ყველაფერი ისე არ არის როგორც
ჩვენ გვინდა.
ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
იბრძვი,
წვალობ,
გტკივა
მაგრამ ვერ აღწევ თავს ამ ყველაფერს.
ხან მარტოობა გინდა,ხან კი მარტოობას გაურბიხარ.
დადიხარ ცარიელ ოთახში და უყურებ კედლებს,
რომელზეც შენი ბავშვობის სურათებია გაკრული.
უყურებ კედლებს,რომლებიდანაც შენი ბედნიერი
ცხოვრება მოჩანს.
(უფროსწორად მოჩანდა)
მერე კი სულ რამდენიმე წამი გინდა ჩაიხედო
სარკეში და მიხვდე,რომ ყველაფერი დასრულდა.
გარეთ კი წვიმა გადაღებას არ აპირებს.
იდუღებ ჩაის,ყავას ან ამისი თავიც
არ გაქვს და  წვები საწოლზე.
იხსენებ მათ ვინც შენს ცხოვრებაში წარუშლელი
კვალი დატოვა.
იხენებ მათ ვინც უზომოდ გიყვარს.
იხსენებ და გული ტკივა,რომ არავინ არის
ისეთი ვინც ხმის ამოღების გარეშე,
შენი ყვირილისა და ოხვრის გარეშე
მოვა შენთან და წაიკითხავს სიცარიელეს.
ვინც შენთან ერთად ივლის არსაით.
ბევრი ადამიანის ცრემლი დაცემულა ჩემს წინ.
ბევრი ადამიანისთვის შემიმშრალებია თვალები.
ბევრი წამომიყენებია ფეხზე.
მე კი როდესაც რაღაც ძალიან მაწუხებს
საკუთარი ხელიტ ვიმშრალებ ტკივილებს.
მარტოობა იმდენაც შემომეჩვია,რომ ყოველ
საღამოს მასაც ვუდუღებ ხოლმე ერთ ფინჯან
ყავას და ვდგამ ფანჯრის რაფაზე.
როდესაც ტირი,გინდა, ვიღაცამ
ისე ჩაგიკრავს გულში რომ სხეული გაგითბეს.
მაგრამ მხოლოდ შენს მოგონებებთან გიწევს ახლო
ურთიეთობის დამყარება.
არასდროს მიმიტოვებია შუა გზაზე
ვინმე.
არასდროს ამივლია გვერდი ადამიანისთვის,
რომელიც ტკივილებით დაბლა იყო დაცემული.
ჩემი ცხოვრება არაფრიდან დაიწყო,მაგრამ
მინდა ყველაფერი მოვასწრო.
სიყვარული ისე გაუფასურდა,როგორც
მოღალატის სული.
მეც ბევრჯერ დავცემულვარ,მაგრამ
ხელის გამოწვდის მაგიერ
ზედ მივლიდა ყველა.
მე კი ავდგები
სამოსიდან ტკივილებს
ჩამოვიფერთხავ და იმის
კეთებას განვაგრძობ რაც
ყველაზე მეტად მგვრის შვებას.
რაც შეიძლება ბევრი ადამიანის
გული უნდა გავახარო.
რაც შეიძლება ბევრს უნდა დავუბრუნო
ცხოვრების ხალისი.
რაც შეიძლება ბევრი უნდა შევიყვარო.
რაც შეიძლება ბევრი უნდა შევიყვარო.
რაც შეიძლება ბევრი უნდა შევიყვარო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები