ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2016


უეჭველ ფიქრებს

ახლა ღამეა და შენზე ვფიქრობ,
ხატის წინ ბჟუტავს ზეთის კანდელი.
კანდელს დროდადრო ნიავი მიქრობს,
ფიქრებს კი, ეჭვთა კორიანტელი.

ღიმილით ვხვდები ღამის ნიავის
და უსაფუძვლო ეჭვების სინქრონს,
მათ განზრახვას, რომ მიყონ სიავე
და დანთებული ცეცხლი ჩამიქრონ.

და ღიმილითვე, ჩამქვრალ კანდელში
ზეთს ვასხამ, ვანთებ, ფითილს ზე ვუწევ.
კალამს ვავსებ და სრულ სინათლეში,
უეჭველ ფიქრებს თბილ ლექსებს ვუწერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები