ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2016


* * *

გარდასულ დღეთა ხსოვნისას დალევთ
პურზე "ღვთის სისხლის" ოდნავ შეხებით,
გადაიკიდებთ წარსულის ლანდებს
და ვაჟკაცებად აღიკვეცებით.
ადუღდა სისხლი, ას გრადუსს აღწევს
დაიმეგობრებთ ნამგალა მთვარეს,
დატკბება სულში იმედი ხვალის
და გახსენება ტაბიძის ქარის,
რომელიც სარკმელს აიტანს ქროლვით
აათამაშებს ვარსკვლავთა ლანდებს,
ჭექა-ქუხილი მთელს ტანში ძრწოლვით
გამოგიღვიძებთ დათრობილ დარდებს.
ჩურჩულით ლაყბობს პატარა სიოს
ამბიციური გამოხტომები,
მეათე ჭიქით იგონებთ სიონს
ლოყაზე კოცნით, გამოთხოვებით
გულთბილ მასპინძელს ემშვიდობებით
იძახით: გნახავთ ამა და ამ დროს,
გადის წლები და ხელში თოფებით
პოეტთა დამხვრეტ არმიას ათოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს