 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 30 აპრილი, 2016 |
შენი თვალები ყოველ ღამე სიზმრად დამყვება, ჯოჯოხეთია გაღვიძება რადგან ვერ გამჩნევ, ჩემს სიყვარულში მართალი ვარ რადგანაც მუდამ შენთვის ვიბრძოდი,მაგრამ ბოლოს მაინდ დაგკარგე.
წახვედი ისე,არ მითხარი წასვლის მიზეზი, თვალცრემლიანი მივაშტერი ნაწვიმარ ქუჩას, მერე კი დიდხანს ღმერთნაკლული იმ გზებს მივყევი სადაც მიყვარხარ თვალებით და უსიტყვოდ მითქვამს.
მომენატრები,ალბათ ისე როგორც არასდროს, ჩემი ხელების სუნთქვა შეწყდა დიდი ხანია, ცაზე ვარსკვლავიც რახანია აღარ კიაფობს და მთვარესავით მარტო დავრჩი დედა მარიამ.
გადიან დღენი და თვალებზე ხელებს ვიფარებ მერე მივყვები სევდიანად ქუჩას ნამიანს, მე ღმერთისაგან შევისწავლე როგორ მიყვარდეს შენ კი დამტოვე გოლგოთის და ცრემლის ამარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|