 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 6 მაისი, 2016 |
მარხვა სრულდება და ბედნიერებით აღსავსე ხალხი მოუთმენლად ელის თორმეტი საათის დადგომას,რომ ბოლოს და ბოლოს სამარხო კერძების ნაცვლად მათთვის უფრო მისაღები საკვები მიირთვან. დიდ ხნიანი მარხვის შემდეგ ბევრმა წონაში ისე მოიმატა,რომ გადაადგილება ცუტა უჭირს. სამარხო ნამცხვრები,ფუნთუშები და კიდევ ათასი რამ ყელში ამოვიდა და როგორც იქნა "შოკოლადიანი" ტორტი დააგემოვნა მარხვის პერიოდში მუხლებგადატყავებულმა ახალგაზრდა გოგონამ,რომელმაც სიამოვნება ვერ დამალა პირველი ლუკმის შემდეგ. მრუშმა უფალს მადლობა გადაუხადა მარხვის პერიოდში კარგი შემოსავლის გამო და სანთელი დაუნთო ღვთისმშობლის ხატს. ეკლესიის ეზოები ხალხს ვერ იტევს. ბაბუაჩემის ჯოხივით წელში მოხრილი ახალგაზრდა ბიჭი მიიჩქარის ტაძრისაკენ. იქიდან გამოსული კი ფურთხვითა და ლანძღვა გინებით მიდის სახლისაკენ რადგანაც საშიშროებაა იმისა,რომ დედის ნაჩუქარი ოქრო გაუყიდონ,რომელიც ლომბარდში მოხვდა ერთი თვის წინ. კოსტუმიან მამაკაცს,რომელიც ტაძარში გვერდულად შევიდა სანთელი დაუვარდა დაბლა, მაგრამ აღება ვერ შეძლო,ვინაიდან საშიშორება იყო იმისა,რომ მის შარვალს საფრთხე დამუქრებოდა. რამდენიმე წუთში გარეთ გამოვიდა და კიბეებთან ხელგამოშვერილ ხანში შესულ ქალს ზიზღით დახედა. რა თქმა უნდა ტაძრის ეზოდან გამოსვლის შემდეგ არ დავიწყებია ას ოთხმოცი გრადუსით შემობრუნება და პირჯვრის გადასახვა. ღამისთევაზე იმდენი ხალხია,რომ მათი დანახვის შემდეგ წესით ბედნიერებით უნდა აივსო. ძალიან შედეგიანი გამოდგა ახალგაზრდებისთვის ეს დღე,რადგანაც იმაზე მეტი ადამიანი გაიცნეს ვიდრე ელოდნენ. ანუ ეს წელი მათთვის შედეგიანი გამოდგა. ქრისტე აღსდგა რაც ნიშნავს,იმას რომ რაც შეიძლება ბევრი წითელი კვერცხი უნდა გატყდეს. მე მყავს მეგობარი. მე ვიცნობ ადამიანებს და მე ვიცი ღმერთი რომელმაც იმარხულა სულით. რომელმაც ყველაფერი დათმო სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. რომელსაც ძვლები ეტყობოდა,შიმშილისაგან. იყო მარხვაზე არ ნიშნავს,იმას რომ შეზღუდო საკვები. იყო მარხვაზე ნიშნავს,იმას,რომ იბრძოლო შენი სულის გადარჩენისთვის. გწამდეს უფალი ეს არის ყველაზე რთული რამ დედამიწაზე. ღმერთი მივატოვეთ გავწირეთ დავამცირეთ და ამ ყველაფრის მიუხედავად ის ჩვენთანაა. ქრისტე აღსდგა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად ჭეშმარიტად. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად ჭეშმარიტად.
4. ასეთ მგრძნობიარე თემაზე ცოტა ფრთხილად დაწერა არ იქნებოდა ცუდი. მე არ ვარ წინააღმდეგი, დაიწეროს ის, რასაც დავინახავთ, თუმცა არ უნდა ტოვებდეს ისეთ განცდას, რომ ავტორი კრიტიკის მოდას აყოლილი კი არაა, არამედ მართლა სიღრმისეულად უყურებს ნაწერში დასმულ პრობლემებს. ძლიერი დასასრული სჭირდება ასეთ ნაწერებს. წარმატებები. ასეთ მგრძნობიარე თემაზე ცოტა ფრთხილად დაწერა არ იქნებოდა ცუდი. მე არ ვარ წინააღმდეგი, დაიწეროს ის, რასაც დავინახავთ, თუმცა არ უნდა ტოვებდეს ისეთ განცდას, რომ ავტორი კრიტიკის მოდას აყოლილი კი არაა, არამედ მართლა სიღრმისეულად უყურებს ნაწერში დასმულ პრობლემებს. ძლიერი დასასრული სჭირდება ასეთ ნაწერებს. წარმატებები.
3. სიმართლე ბევრია, პოეზია ნაკლებად. სიმართლე ბევრია, პოეზია ნაკლებად.
2. ამ დამოკიდებულებისთვის გეთანხმები, არის სიმართლის 80 პროცენტი საშუალოდ. ამ დამოკიდებულებისთვის გეთანხმები, არის სიმართლის 80 პროცენტი საშუალოდ.
1. ჭეშმარიტად აღსდგა! ... სიყვარულისთვის ... აქ კი რამხელა სიძულვილია :(
ჭეშმარიტად აღსდგა! ... სიყვარულისთვის ... აქ კი რამხელა სიძულვილია :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|