ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2016


"სასაფლაო"

ზეცამ აირეკლა სევდა საფლავიდან,
ანუ დადუმდა და ძლიერ აქვითინდა,
გოგომ ცრემლიანი თვალი მოიწმინდა,
გლოვა მოისმოდა ღმერთის სასახლიდან.
იდგა მოტეხილი წელში გაზაფხული,
საფლავს ყვავილები გულზე დამჩნევია,
ახლა ყველაფერი მისთვის სულერთია,
სურათს ეხუტება გოგო დაზაფრული.
ირგვლივ ვარდოფისთვე სევდით შეიმოსა,
გოგოს თვალებიდან სცვივა ტკივილები,
ახლა სიკვდილთანაც ყველა მართალია,
თუმცა სიცოცხლისთვის არვის ვემეტებით.
ზეცამ აირეკლა სევდა საფლავიდან,
ანუ დადუმდა და ძლიერ აქვითინდა,
ირგვლივ გაზაფხული,თუმცა ზამთარია,
გოგოს ხელები კი ძლიერ გაეყინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები